RSS
на русском en in english
16.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ვეტერანი დაიცავს არჩევნებზე

06.05.2010  |  00:26

5957.jpegსაქართველოს პოლიტიკური სპექტრი იმდენად მრავალფეროვანია, რომ პარტიებმა უკვე აღარ იციან, რით გააოცონ ამომრჩევლები. ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ ახლახან ქალაქ ვანის საკრებულოში კანდიდატად წარადგინა 95 წლის ვეტერანი - პენსიონერთა ინტერესების დამცველი. პარტიის კანდიდატი მერობისთვის გია ჭანტურიაც აქტიურად არიგებს სოციალურ-ეკონომიკურ დაპირებებს. მას სახელისუფლებო პარტიის კანდიდატის ყველაზე ძლიერ კონკურენტად მიიჩნევენ. თუმცა საეჭვოა მან გაიმარჯვოს - ზედმეტად მნიშვნელოვანია სააკაშვილის რეჟიმისთვის თბილისის მერის პოსტი.

წინასაარჩევნო რბოლა ზედმეტად დუნედ მიმდინარეობს საქართველოში, რომ დააინტერესოს ამომრჩევლები. პოლიტტექნოლოგიები ფაქტიურადარ გამოიყენება. ცალკეული პარტიები, ცსკო-ს მიერ დარეგისტრირებული 17 მათგანი, უბრალოდ იკარგება ჭრელ პოლიტიკურ ფონზე. უფრო მეტი შანსები პოლიტიკური ძალების გაერთიანებებს აქვთ.

არასისტემური ოპოზიცია (ბლოკები „ალიანსი საქართველოსთვის" და „ეროვნული საბჭო" ) გამუდმებით იმეორებს ლოზუნს „ჩვენ მოვალთ". განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ „ალიანსი" სწორებას დასავლეთზე აკეთებს, ხოლო „ეროვნული საბჭო" ზურაბ ნოღაიდელის ხელმძღვანელობით - რუსეთზე.

სისტემური ოპოზიცია ( ბლოკი „გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია, ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" ) თავს არიდებს პოლიტიკურ საკითხებს და წინასაარჩევნო კამპანიას ეკონომიკურ დაპირებებზე ამყარებს.

ქრისტიან-დემოკრატებმა საჩვენებეი მზრუნველობის მიზნით სოციალურად დაუცველ ფენებზე, ვანის საკრეულოს დეპუტატად წარმოადგინეს დიდი სამამულო ომის 95 წლის ვეტერანი მიხეილ ხარძეიშვილი.

„ათეულობით წლების განმავლობაში მიხეილ ხარძეიშვილი ზრუნავდა ჩვენი საზოგადოების უკეთეს მომავალზე, მას 70 წლიანი გამოცდილება აქვს პედაგოგიურ საქმიანობაშო. ეს არის ადამიანი, რომელიც 95 წლის ასაკში არა მხოლოდ აზროვნებს, არამედ შინაგან ძალასაც პოულობს იმისთვის, რომ ემსახუროს თავის ხალხს",- ასე წარადგინა კანდიდატი გიორგი თარგამაძემ. მისი თქმით, ვეტერანი იქნება ყველაზე ასაკოვანი მონაწილე არჩევნებისა, თანაც ყველაზე დიდი შთამომავლობის მქონე: მას ჰყავს სამი შვილი, ექვსი შვილიშვილი და რვა შვილთაშვილი.

ხარძეიშვილიც არ დარჩა ვალში და თქვა, რომ ქრისტიან-დემოკრატიული პარტია არის ერთადერთი, რომელიც ზრუნავს ვეტერანებზე.

გია ჭანტურიაც თბილისელებს პირველ რიგში სოციალურ ზრუნვას ჰპირდება: ტარიფების შემცირება, ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესება, სამუშაო ადგილების გაზრდა. ის ყველაზე ძლიერ კონკურენტად თბილისის მოქმედ მერს გიგი უგულავას მიიჩნევს.

არასისტემური ოპოზიცია ცდილობდა მოეშორებინა ის ხმების გაცვლის ხერხით. ალიანსმა შესთავაზა ქრისტიან-დემოკრატებს მხარი დაეჭირათ ირაკლი ალასანიასთვის, სანაცვლოდ კი დაპირდა ინგა გრიგოლიას კანდიდატურის აგიტაციას დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე.

„ეროვნულ საბჭოში" მსგავს გარიგებას მაშინვე უწოდეს შეუძლებელი. მერობის კანდიდატიდა და კონსერვატორის ზვიად ძიძიგურის აზრით, წრისტიან-დემოკრატები არ იღებენ გადაწყვეტილებებს, თუკი ამის სურვილი ზემოდან არ მოდის. „ეს წინასწარვე შეუძლებელი პროექტი იყო, რადგანაც ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ქრისტიან-დემოკრატები არ მოქმედებენ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე",- გააკეთა კომენტარი ძიძიგურმა.

და მართლაც, ქრისტიან-დემოკრატებმა ალიანსის წინადადება უარყვეს. როგორც ჟურნალისტებს ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ განუმარტა, გია ჭანტურიას გეგმა არის ერთადერთო, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია არჩევნებზე გიგი უგულავას დამარცხება. „მოსახლეობა დაიღალა საუბრებით პერსონებზე და თანამდებობების განაწილებაზე. მთავარია გეგმა, ვინ რით მიდის არჩევნებზე. ჭანტურიას აქვს კონკრეტული გეგმა და ჩვენ ყველას ვთავაზობთ მის გარშემო კონსოლიდაციას",- განაცხადა ვეფხვაძემ.

თავის მხრივ „ნაციონალურმა საბჭომაც" უარი თქვა ალასანიას მხარდაჭერაზე.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100