RSS
на русском en in english
24.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

სააკაშვილი კათოლიციზმისკენ მოექცა

12.05.2010  |  10:05

5983.jpegსაქართველოს პრეზიდენტმა დაუგეგმავი შეხვედრა ჩაატარა რომის პაპთან, ისინი სხვადასხვა საკითხებზე საუბრობდნენ: ბენედიქტ XVI საქართველოში საქველმოქმედო კათოლიკურ საზოგადოებაზე, მიხეილ სააკაშვილი კი ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობის მხარდაჭერაზე, ვატიკანის მხრიდან. ამ დროს კი, პრეზიდენტის სამშობლოში მართლმადიდებლები, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ქრისტიანობის ცილისმწამებლებთან იბრძოდნენ. საქართველოს ხელისუფლებამ დაკარგა რა საყრდენი ტრადიციულ მართლმადიდებლურ რელიგიაში და ის დასაჯიჯგნად აშშ-დან დაფინასებულ „თავისუფალ აზროვნების" ინსტიტუტებს დაუტოვა, თავად კი ახალ საყრდენს დაეძებს.

დასავლურ ქვეყნებზე კათოლიკური ეკლესიის გავლენა, ძალიან დიდია, თუმცა უკანასკნელ პერიოდში მომხდარ, პედოფილიასთან დაკავშირებული სკნადალების გამო შეირყა კიდეც. თუმცა ამის და მიუხედავად, მრავალი მსოფლიო ლიდერი ესწრაფვის პაპთან შეხვედრას, თითქოს და მას, მათი საკუთარი მნიშვნელოვნების გამყარება შეეძლოს.

სწორედ ამ მიზნით ჩავიდა ვატიკანში 8 მაისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. როგორც მასმედია აღნიშნავს, აუდიენცია დაუგეგმავი იყო და ის საქართველოს ლიდერმა თავად „გამოითხოვა".

„სედმიცი.რუ"-ს მონაცემებით, შეხვედრაზე საუბარი - ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში საეკლესიო-სახელმწიფოებრივ ურთიერთობებზე მიდიოდა. მათ შორის კათოლიკური საქვემოქმედო სამსახურის «Caritas» მოღვაწეობაზე. 2008 წლის შემდეგ, ორგანიზაცია აქტიურად ეხმარება კონფლიქტური რეგიონებიდან დევნილებს. ომის შემდგომ დღეებში, ამ მოღვაწეობაზე კურთხევა მისიონერებს, თავად რომის პაპმა მისცა.

საქართველოს ხელისუფლებაში, მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას ბენედიქტ XVI-თან სულ სხვა პოლიტიკური რაკურსით აღწერენ. პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილმა ითხოვა კათოლიკური სამყაროს მხრიდან გაგრძელდეს საქართველოს მხარდაჭერა. მისი თქმით, საუბრისას განხილული იქნა ადამიანის უფლებების დაცვის თემა, განსაკუთრებით „ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც ეთნიკური წმენდა ჩატარდა".

„საქართველოს პრეიზდენტმა მადლობა გადაუხადა ბენედიქტ XVI საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობის მხარდასაჭერი არაერთი განცხადების გამო. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთვის რთულ 2008 წელს, რომის პაპამა არაერთი განცხადება დაწერა საქართველოს მხარდასაჭერად".- აღნიშნა მანჯგალაძემ.

საუბარი 35 წუთი განმავლობაში მიმდინარეობდა პირისპირ, თუ არ ჩავთვლით ორ თარჯიმანს. როგორც პაპთანაა მიღებული, შეხვედრის შემდეგ მხარეებმა საჩუქრები გაცვალეს. სააკაშვილმა ბენედიქტ XVI-ს ორი ქართული შესრულების მართლმადიდებლური ხატი გადასცა, თავად კი მას მხოლოდ ბერნინის კოლონის ფორმის სუვენირული კალამი ერგო.

საწერ მოწყობილობებს პანტიფიკი, თითქოს და სპეციალურად ინახავს „ფერადი რევოლუციების" ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრებისთვის. გასული წლის ბოლოს, მან რომში წმინდა პეტრეს ტაძრის 500 წლისთავისათვის დამზადებული საიუბილეო კალამი გადასცა, უკრაინის პრემიერ იულია ტიმოშენკოს.

აი ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, ვატიკანის მონახულებისას საჩუქრად რაღაც კალამი კი არა ორდენი მიიღო, მართალია ისიც სუვენირული, მაგრამ მაინც. რუსეთში ამ ვიზიტს მაშინ ირიბად უცქერდნენ, მაშინ როდესაც ბელორუსიაში ამას დასავლეთთან დაახლოების მორიგ ნაბიჯს უწოდებდნენ.

ამასობაში, რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ვატიკანს შორის ურთიერთობები ნელნელა დათბა. გასული წლის დეკემბერში, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საჭიროდ მიიჩნია, რომის პაპთან შეხვედრა. თუ კი საჩუქრებს შევადარებთ, მან პაპის უკანასკნელი ენციკლიკის „სიყვარული ჭეშმარიტებაში" მედალიონის რუსული ეგზემპლარი მიიღო და იმავე ჯოვანი ლორენცო ბერნინის მიერ 1645 წელს შესრულებული წმინდა პეტრეს ტაძრის ლიტოგრაფია.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100