RSS
на русском en in english
21.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

არჩევნების ”შედეგები” უკვე ცნობილია

14.05.2010  |  10:08

6002.jpegქართული ხელისუფლება გაიმარჯვებს ადგილობრივ არჩევნებში. ამაში ეჭვის შეტანა არც ღირს მას შემდეგ, რაც ამერიკელმა მკვლევარებმა გამოსცეს გამოკითხვის შედეგები - მმართველ პარტიას მხარს უჭერს დედაქალაქის ნახევარზე მეტი და ქვეყნის მოსახლეობის მისამედზე მეტი. ოპოზიცია გამოკითხვას "დაკვეთილად" მიიჩნევს, მაგრამ სწორედ ეს იქნება ზღვარი, სადამდეც ეცდებიან საარჩევნო კომისიები თავიანთი მაჩვენებლების მიახლოვებას. ყველაზე კარგი პოზიცია დაიკავა ამ შემთხვევაში ნინო ბურჯანაძემ, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს.

ხომ სთხოვეს ოპოზიციონერებმა გაეროს - თავად ჩაატარეთ არჩევნები საქართველოში, რომ არავის ეჭვი არ შეეპაროს მის სამართლიანობაშიო. საერთაშორისო ორგანიზაციებმა უარი თქვეს, მათ მხოლოდ იმის პირობა დადეს, რომ გამოაგზავნიდნენ დამკვირვებლებს და გულდასმით ადევნებდნენ თვალყურს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

შედეგად მმართველმა პარტიამ ამერიკული ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და ადმინისტრაციული რესურსების აქტიურად ხარჯვის წყალობით თავის გარშემო შეიქმნა დაუმარცხებლობის იმიჯი.

ამ კვირაში გამოქვეყნდა გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმადაც პირველ ადგილს 39%-ით იკავებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ახლანდელი მერი, გიგი უგულავა, ფლობს ხმების 57 პროცენტს.

დანარჩენი პოლიტიკური ძალები კი სადღაც შორს არიან. ქართველმა მხოლოდ 6 პროცენტი უჭერს მხარს ქრისტიან-დემოკრატებს, ხუთი კი - "ალიანსს საქართველოსთვის". დედაქალაქში კი პირიქით - ალიანსის კანდიდას ირაკლი ალასანიას აქვს 7 პროცენტი, ხოლო გია ჭანტურიას 4. ამ უკანასკნელს გოგი თოფაძეც კი უსწრებს 5%-ანი ხმების რაოდენობით. თუმცა ყველა ეს მონაცემი ვერც კი ედრება ნაციონალთა შედეგებს.

ოპოზიციამ უკვე გამოთქვა უკმაყოფილება ამ შედეგებით. კონსტანტინე გამსახურდიას აზრით, ამ ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვები სასურველს რეალობად ასაღებს. თანაც არა ქართველებისთვის, არამედ ამერიკელებისთვის "სასურველს". მან ასევე გააკრიტიკა მსგავს წინასაარჩევნო გამოკითხვაში ეკლესიისა და პატრიარქის შესახებ პუნქტების ჩასმა.

ლეიბორისტებმაც, რომლებიც საერთოდ არ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში, გააპროტესტეს გამოკითხვის შედეგები. ისინი ამას უწოდებენ "ფარსს", რომელიც ემსახურება სააკაშვილის რეჟიმის შენარჩუნებას.

ეროვნულ საბჭოშიც მოსყიდული ჰგონიათ ეს გამოკითხვა. კახა კუკავას თქმით, "ყველა ამერიკულ კვლევაში, რომელიც საქართველოში ჩატარებულა ბოლო 20 წლის განმავლობაში, პრეზიდენტი და სახელისუფლებო კანდიდატები ლიდერობენ იმაზე ბევრად მეტი პროცენტებით, ვიდრე ეს რეალურად ხდება".

ასე სიტუაციაში არ უნდა ველოდოთ ამერიკელი მკვლევარების სამართლიანობას. ამიტომაც ზვიად ძიძიგურმა მიმართა საქართველოში ამერიკის ელჩს ჯონ ბასს თხოვნით, რომ გადაიდოს კომპანია "ედისონ რისირჩის" მუშაობა.

როგორც ოპოზიციონერები ამტკიცებენ, ამერიკული ინსტიტუტის მიერ წარდგენილი სურათი იმედს უცრუებს ოპოზიციის ელექტორატს და განამტკიცებს მმართველი პარტიის პოზიციებს.

ამასობაში, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ პრობლემა არის არა ამერიკული ინსტიტუტის მოსყიდვაში, არამედ ქართველების შიშში.

შიშის ფაქტორი ნამდვილად არსებობს. ამის შესახებ აქტიურად აცხადებენ საქართველოს ეროვნული უმცირესობები. უკვე ახლა სამცხე-ჯავახეთში ეროვნული საბჭოს კანდიდატები ზეწოლას განიცდიან ერთიანი ნაციონალურიმოძრაობის კანდიდატების მხრიდან. ზოგიერთი ოპოზიციონერი უარსაც კი ამბობს წინასაარჩევნო ბრძოლის გაგრძელებაზე. თავიანთი კანდიდატურები უკვე მოხსნეს თენგიზ მარგებაძენ, რობერტ სტამბოლციანმა, გარნიკ კერობიანმა, რობერტ ტოტაძემ, ნანა ავეტისიანმა, აშოტ ბანდიკიანმა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100