RSS
на русском en in english
22.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

როგორ შევაჩეროთ ზნეობრივი ძალადობა?

18.05.2010  |  10:25

6018.jpegქართულმა საპატრიარქომ მკაცრად განსაჯა რელიგიურ გრძნობებზე დაცინვა და გააკეთა მოწოდება, რომ კანონით დაისაჯოს მორალუ-ზნეობრივი ფასეულობების შეუარცხყოფა. საქართველოს ეკლესიის ეს განცხადება გამოიწვია წიგნმა "საიდუმლო სირობა". მისი პრეზენტაცია შედგა ილიას უნივერსიტეტში და ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში გამოიწვია შეხლა-შემოხლა მართლმადიდებლებსა და ლიბერალებს შორის. პირველები ითხოვენ ჰომოსექსუალიზმისა და ლესბოსელობის პროპაგანდის აღმოფხვრას, მეორენი კი აზრის გამოხატვის თავისუფლებას იცავენ.

საქართველოშო ორი კულტურის შეჯახება მოხდა: დასავლურის და აღმოსავლურის. იმ დროს, როდესაც ხელისუფლებამ სრული სვით დაიწყო სწრაფვა ამერიკული ფასეულობებისკენ, ქართული ეკლესია და მართლმადიდებელი ხალხი კვლავ ცდილობს ტრადიციული კულტურის ხსნას.

ახლახან ქართილმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ რეაგირენა მოახდინა ერეკლე დეისაძის წიგნის "საიდუმლო სირობის" გარშემო შექმნილ სკანდალზე.

დაპირისპირება საზოგადოებაში უკვე ერთი თვეა გრძელდება, მაგრამ მანამდე ეკლესია იგნორირებას უკეთებდა სკანდალს. ის მხოლოდ ითხოვდა, რომ რელიგია არ გაერიათ პოლიტიკაში. იმავდროულად პატრიარქმა ილია მეორემ მრავალწლიანი ღვაწლისთვის დააჯილდოვა დავით ისაკაძე, რომელიც აქტიური წვრია მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა. სწორედ ეს ორგანიზაცია "ეროვნულ მართლმადიდებლურ მოძრაობასთან" ერთად იყო აქტიური მონაწილე ილიას უნივერსიტეტში და "კავკასიაში" მომხდარი დაპირისპირებისა.

ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 15 მაისს ოფიციალურ განცხადებაში უარყო კავშირი ამ ორგანიზაციებთან. თუმცა მან ასევე განსაჯა "უზნეობის და სატანიზმის პროპაგანდა" დეისაძის წიგნში.

"ამ წიგნში მთავარი გმირი საუბრობს თავის სექსუალურ გრძნობებზე, რომლებიც მას უჩნდება იმის დანახვაზე, თუ როგორ ლოცულობს დედამისი, ის ფიქრობს, რომ სამყარო უკეთესი იქნებოდა ღვთისმშობელს რომ აბორტი გაეკეთებინა",- განაცხადა მართლმადიდებლური მოძრაობის ხელმძღვანელმა მალხაზ გულაშვილმა. "ეს არის სახეში შეფურთხება ნებისმიერი მართლმადიდებლისთვის და საერთოდ, ნებისმიერი ქრისტიანისთვის",- თვლის ის.

ეკლესიის განცხადებაში წიგნის ზემოქმედება უფრო დიპლომატიურად არის აღწერილი - "მორალურ-ფსიქოლოგიური ძალადობა". პრობლემა მხოლოდ ისიც არ არის, რომ ფროიდის რომელიღაცა პოტენციურმა პაციენტმა მოგვითხრო თავისი სექსუალური ფანტაზიების შესახებ. საქმე ის არის, რომ წიგნი გამოსცეს და მისი პრეზენტაცია მოაწყვეს, თითქოსდა ეს მოვლენა იყოს ქართული ლიტერატურაში. ალბათ, ოთარ ჭილაძე ან ნოდარ დუმბაძე საფლავში ტრიალებენ ამ ახალი ქართველი მწერლის გამო.

ეს ყველაფერი დაუდევრობით არ მომხდარა. ეს შეესაბამება ლიბერალიზაციის გეგმას, რადგანაც ამერიკის თვალსაზრისით ქართული საზოგადოება ზედმეტად ბნელია. როგორც გულაშვილი განმარტავს, "ყველა ეს საზიზღრობა (წიგნის, გეი-აღლუმიც და სექსუალურ უმცირესობათა კანონიც ) ჩვენთან ჩნდება სააკაშვილის სურვილის გამო. მას სურს, რომ თავი მოაწონოს სხვა და სხვა დასავლურ სტრუქტურებს".

საპატრიაქროს აზრით, დეისაძის წიგნს კიდევ უფრო გარყვნილი მიზნები ჰქონდა. მორწმუნეების კანონზომიერი აღშფოთების გამოწვევის შემდეგ, წიგნის დამკვეთებს სურდათ მორწმუნეები წარმოეჩინათ როგორც ჩამორჩენილი და ბნელი ხალხი, შემდეგ კი ყველა ეს დახასიათება გამოეყენებინათ თავად ეკლესიის წინააღმდეგ, რათა მისი ავტორიტეტი შეელახათ.

ის, თუ რატომ უნდა ებრძოლონ ეკლესიას, ნათელია პროსახელიწუფლებო პრესის პუბლიკაციაში. "მართლმადიდებლობით შორს ვერ წახვალ, თანამედროვე ეკოენომიკაში ცივილიზებული ქვეყენა რომ გახდე, აუცილებეია აზროვნების შეცვლა, უფრო მეტი ტოლერანტობა არის საჭირო. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია კი ჩამორჩენილია. აუცილებელია, რომ ეკლესიის სათავეში მოვიდნენ "ახალი მართლმადიდებლები", რმლებიც გაიგებენ, რომ ადამიანური თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოძველებული ტრადიციული ფასეულობები",- ასეთია ანტისაეკლესიო კამპანიის საერთო აზრი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100