RSS
на русском en in english
18.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ევროპული გამბიტი

20.05.2010  |  10:29

6032.jpegსაქართველოში იმყოფებოდნენ ეუთოს, გაეროს და ევროკავშირის შუამავლები. ეს ვიზიტები იმას ამტკიცებს, რომ მიმდინარეობს აქტიური მზადება ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდისთვის. თბილისში იმედი აქვთ აიღონ რევანში წაგებისთვის - საქართველოს ყველაზე მცდელობა, რომ ბოიკოტირება გაეწია რუსეთისთვის საერთაშორისო დონეზე და გამოერიცხა ის ევროსაბჭოს საპარლამენტო სამბლეიდან, ჩავარდა. ახლა თბილისში იმედოვნებენ, რომ ევროპარლამენტი დააფიქსირებს საქართველოს ოკუპაციას. ამასობაში, ექსპერტების აზრი ემთხვევა, რომ მოულოდნელობებით აღსავსე ქართულ ხელისუფლებას ზურგს აქცევს არა მხოლოდ ევროპა, არამედ "ფერადი რეოვლუციებისადმი" მეგობრულად განწყობილი დასავლეთიც. დღეს რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა, რომელიც საქართველოს ცნობილი ლოგისტია, გააკრიტიკა ობამა საქართველოს გამო.

ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობების "გადატვირთვის" შემდეგ, საქართველო აღარ არის ამერიკის ფავორიტი. ამას არა მხოლოდ ქართველი ოპოზიციონერები და ანალიტიკოსები, არამედ უცხოელი ექსპერტებიც ადასტურებენ. ასე რომ დღეს საქართველოს ნატოში შესვლის თემას ისე აქტიურად აღარ განიხილავენ. ახლა უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს ევროინტეგრაციის თემა. ამ დღეებში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ევროპასთან დაახლოვების კურსს.

თბილისში არ ფგარავენ იმედს, რომ ევროპელები, მიუხედავად რუსეთთან ღია დაახლოვებისა, მაინც მხარს დაუჭერენ საქართველოს. ახლახან მასმედია ზეიმობდა, რომ ხუთშაბათის სესიაზე ევროპარლამენტის დოკუმენტში საქართველო პირველად იქნება მოხსენიებული ოკუპირებულად. ევროპარლამენტის მიერ სამხრეთ კავკასიის შესახებ მომზადებულ მოხსენებაში, აფხაზეტი და ცხინვალის რეგიონი პირველად იქნება მოხსენიებული ოკუპირებულ ტერიტორიებად. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ევროსაბჭოში სალომე სამადაშვილმა და დაამატა, რომ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული საქართველოს მდგომარეობა. სამადაშვილის თქმით, ევროპარლამენტის მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული და ვეროკავშირი ვალდებულია მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის მიზნით. ამასთანავე, როგორც ქართული არხები იუწყებიან, სამადაშვილს ეშინია, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები შეეცდებიან მოხსენების შერბილებას.

საზღვარგარეთ სულ უფრო პოპულარული ხდება აზრი, რომ რუსეთი იბრუნებს თავის გავლენას ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში. თანაც ეს ყველაფერი დასავლეთისა და ავეროპის თანხმობით ხდება. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სამხრეთ ოსეთთან ომის შემდეგ დასავლეთ ევროპა ისედაც ძალიან ფრთხილობს, მან ზურგი აქცია საქართველოს ხელისუფლებას, ხოლო როდესაც ამერიკის ხელისუფლებაში მოვიდა ობამა, საქართველო აღარც ამერიკის რჩეული გახდა. დასავლელი ჟურნალისტები მეტს არაფერ აკეთებენ იმაზე ფიქრის გარდა, თუ როგორი სცენარი განვითარდება საქართველოში უკრაინის რეჟიმის შეცვლის შემდეგ. 15 მაისს გაზეთში Washington Post გამოქვეყნდა ამერიკის ყოფილი სახლემწიფო მდივნის დევიდ კრამერის სტატია სათაურით "ამერიკა რუსეთის მეზობლებს ტოვებს". "როგორც ჩანს ობამას ადმინისტრაცია გადაერთო მიდგომაზე - "მხოლოდ რუსეთი", რომელიც იგნორირებას უკეთებს, და უფრო მეტიც, ტოვებს, სხვა ქვეყნებს",- წერს კრამერი და თვლის, რომ "ყველაზე ნათელი დასტური" არის ობამას მიერ გაკეთებული გაცხადება კონგრესისთვის. "ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, თუკი პრეზიდენტო ობამა ამ მოხსენებას კონგრესში იმ მითითებით შეიტანდა, რომ ამერიკას კვლავ დიდი უთანხმოება აქვს რუსეთთან საქართველოს თაობაზე. თუმცა ამის ნაცვლად მან ტქვა, რომ საქართველოს აღარ არის დაბრკოლებას, ობამამ ფაქტიურად მიატოვა საქართველო და რუსეთს მწვანე შუქი აუნთო, რათა მან გააგრძელოს სასაზღვრე რეგიონებში პროვოკაციული ქმედებები",- წერს კრამერი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100