RSS
на русском en in english
29.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ოპოზიციას არჩევნების შემდეგ რევანშის იმედი აქვს

24.05.2010  |  10:27

6046.jpegსაქართველოს ცესკო იწყებს არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვას. დღეს სრულდება იმ ორგანიზაციების რეგისტრაცია, რომლებსაც სურთ მონაწილეობის მიღება არჩევნებზე დაკვირვებაში. ექსპერტთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ არჩევნების შედეგები წინასწარ არის განსაზღვრული: ოპოზიციის გახლეჩვის გამო გაიმარჯვებს ახლანდელი მერი გიგი უგულავა. ოპოზიცია, რომელიც სულ აცხადებდა, რომ ეს არჩევნები რადიკალური ცვლილების დასაწყისი იქნებოდა, მაგრამ მაინც ვერ მოახერხა გაერთიანება, ყოველთვის ბრაზობს ასეთი პროგნოზების მოსმენისას. ამჯერად კრიტიკა წილად ხვდა ფრანგულ კომპანიას CSA-ს.

ახლახან ფრანგულმა კმომპანიამ CSA გამოაქვეყნდა მომავალი არჩევნების თაობაზე ჩატარებული კვლევის შედეგები. კვლევა ფრანგულმა კომპანიამ ჩაატარა ტელეარხების "იმედისა" და "რუსთავი 2"-ის დაკვეთით. არ არის გასაკვირი, რომ ამ კვლევაში ლიდერობს მმართველი პარტია, დარწმუნებულია ოპოზიცია. გამოკითხვის თამახმად, გიგი უგულავა აგროვებს ხმების 57 პროცენტს. მას მოსდევს ირაკლი ალასანია 14 პროცენტით. სხვაობა იმდენად დიდია, რომ ეს მართლაც დიდი დარტყმაა საქართველოს ოპოზიციური სექტორისთვის. თუკი ოპოზიციას ასეთი დაბალი მხარდაჭერა აქვს, მაშინ რა საჭირო იყო ის ხმამაღალი განცხადებები?

უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ოპოზიციონერებს ირაკლი ალასანიაზე უფრო დაბალი რეიტინგი აქვთ. ამ გამოკითხვის მიხედვით ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატმა გია ჭანტურიამ 11 პროცენტი მიიღო. გოგი თოფაძეს 10 პროცენტი აქვს. ზვიად ძიძიგურს - 5, ნიკა ივანიშვილს და დავით იაკობიძეს კი თითო-თითო. კვლევა ჩატარდა თბილისში 1-დან 4 მაისამდე და გამოიკითხა 1000 რესპოდენტზე მეტი. არ არის გასაკვირი, რომ ოპოზიცია აღშფოთდა და გამოკითხვას დაკვეთილი უწოდა.

ლევან გაჩეჩილაძემ ამას "ფსიქოლოგიური ტერორის აქტი" უწოდა. "რეალურ სურათთან არაფერი კავშირი არ აქვს ამ კვლევას. ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი საზოგადოების წინააღმდეგ",- განაცხაა ლევან გაჩეჩილაძემ. მისი თქმით, კონპმანიები, რომლებზე დაფუძნებითაც ჩატარდა ეს კვლევა, სრულებიტ ექვემდებარება მმართველ პარტიას. გოგი თოფაძემ ასეთი განცხადება გააკეთა: "მე არ მჯერა არანაირი კვლევების. მე ამ კვლევებს რეალურად არ ვთვლი. მე არ ვენდობი არანაირ კვლევას. მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, ჩვენ რეალურ კვლევას ვატარებთ, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებას ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს".

ირაკლი ალასანიამ უბრალოდ უნდობლობა გამოთქვა. "ხალხმა უნდობლობა გამოუცხადა როგორც ხელისუფლებას, ისე გამოკვლევის შედეგებს. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს შსს-მ ჩანერგა შიში, მოქალაქეები, როდესაც მათ ეკითხებიან, თუ ვის აძლევენ ხმას, არ გამოთქვამენ თავიანთ აზრს ღიად",- განაცხადა ალასანიამ. მისი თქმით, სახალხო აზრის მთავარი გამოკითხვა ჩატარდება 30 მაისს და საზოგადოებაც დააფიქსირებს თავის აზრს.

ყველაზე რადიკალური აღმოჩნდა ზვიად ძიძიგური. მან ცესკო-ში უჩივლა "იმედსა" და "რუსთავი 2"-ს. "ამ ტელეარხების ეთერში გიგი უგულავას სხვა კანდიდატებთან შედარებით უფრო მეტი საეთერო დრო ეთმობა, რაც არის ოპოზიციის ერთმნიშვნელოვანი დიკრიმინაცია. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვიჩივლეთ ცესკო-შო და მოვითხოვეთ ამ არხების დაჯარიმება",- განაცხადა ძიძიგურმა პრეს-კონფერენციის დროს.

თუმცა ირაკლი ალასანია კვლავ დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი არჩევნების ოპოზიციას დაეხმარება ხელისუფლებას შეცვლაში. "არჩევნების გზით სავსებით შესაძლებელია საქართველოში არსებული ხელისუფლების შეცვლა,- განაცხადა ალასანიამ.- მოსახლეობის აქტიური ჩარევის შემთხვევაში ქვეყანას ეძლევა შანსი დაიწყოს ახლანდელი ხელისუფლების 6 წლიანი მმართველობის შეცვლა". უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციური პარტიების უმეტესობა 30 მაისის არჩევნებს უწოდებენ "პოლიტიკური ძალების სინჯს". ოპოზიციონერთა ნაწილი "აფრთხილებს ხელისუფლებას, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში დაიწყება საპროტესტო აქციები". ხელისუფლება კი აცხადებს, რომ "საუბრები არჩევნების გაყალბების ვარაუდზე გამოწვეულია ოპოზიციის სურვილით, რომ თავიდანვე გაამართლოს თავისი შესაძლო დამარცხება".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100