RSS
на русском en in english
20.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

“რუსული საკითხი” კვლავ დღის წესრიგშია

24.05.2010  |  10:29

6047.jpegრუსეთის საკითხი, როგორც ყოველთვის, აქტუალურია საქართველოსთვის. ქართველი პოლიტიკოსები ყოველ დღე აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც მიმართულია ან ქართულ-რუსული ურთიერთობები დალაგებისკენ, ან საკუთარი პიარისკენ, ან სულაც წინასაარჩევნო დროს ხელისუფლების ჩაძირვისკენ. მორიგი პოლიტიკური ინტრიგების ცენტრში აღმოჩნდა ნინო ბურჯანაძე.

ევროპული ტურნედან დაბრუნების შემდეგ, ნინო ბურჯანაძე ჯერ უპატივცემულოდ შეაჩერეს აეროპორტში. მის ბარგს ზედმეტად გულმოდგინედ ჩხრეკდნენ. ბურჯანაძე კი საკადრის პასუხს დაპირდა. ჯერჯერობით არაფერი ისმის სასამართლო პროცესზე, მაგრამ ნინო ბურჯანაძემ უკვე გააკეთა სენსაციური განცხადება, რომ 2008 წელს საქართველოს ხელისუფლება თავად ბომბავდა გორს. დაბომბვა დაიწყო 12 აგვისტოს, ქალაქიდან ქართული ჯარის გაყვანის შემდეგ. საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ დაღესტნის მხრიდან ქალაქს ესროლეს "ისკანდერი". რუსული მხარე კი ამ ბრალდებად უარყოფს.

საქართველო მაშინვე განაცხადეს, რომ ბურჯანაძისთვის "ჩვენები" ("გორს ჩვენები ბომბავდნენ",- თქვა მან) რუსები არიან. თუმცა ივლიანე ხაინდრავამ განაცხადა, რომ არანაირი სენსაცია ბურჯანაძის განცხადებაში არ არის. მისი თქმით, ეს განცხადება იკვეთება მერაბიშვილის განცხადებასთან, სადაც ის ყვება იმის შესახებ, რომ ერთმა მაღალჩინოსანმა ქართველმა რუსეთს ფული სშესთავაზა იმისთვის, რომ დაებომბათ გორში სტალინის ძეგლი.

თუმცა აქ არ სრულდება ამბავი. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა პასუხი გაეცა ოპოზიციონერი ქალბატონისთვის. მეორე დღესვე ქართულ მასმედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ბურჯანაძემ პუტინთან ოფიციალური შეხვედრის გარდა ჩაატარა საიდუმლო შეხვედრა მედვედევთან. თურმე, ბურჯანაძე იმავე სასტუმროში გაჩერდა, სადაც რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა მედვედევი. ბურჯანაძის პარტიამ უარყო ეს ინფორმაცია. ალბათ. ეს არ არის ისტორიის დასასრული. ორშაბათს ალბათ ახალი ბრალდებბეის ტალღა წამოვა. მით უმეტეს, რომ ამის საფუძველი არსებობს.

მასმედიამ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბურჯანაძისა და ნოღაიდელის გარდა მოსკოვში ოქრუაშვილიც ჩადის ხოლმე. თბილისურ გაზეთში "ქართული სიტყვა" 19 მაისს დაიბეჭდა, რომ "ოქრუაშვილი აპირებს საქართველოში დაბრუნებას 30 მაისის არჩევნების შემდეგ და ამისთვის ნიადაგს ამზადებს". "თუკი ეს ასეა, გამოდის, რომ დაბრუნებისთვის ოქრუაშვილმა მოსკოვის გავლით გზა აირჩია",- აღნიშნავს გაზეთი. ისმევა კითხვები: "რა კავშირია ბურაჯანძეს, ნოღაიდელს და ოქრუაშვილს შორის? ოქრუაშვილის ვიზიტი მოსკოვში გაზეთს დაუმტკიცა წყარომ, რომელიც ანონიმურად რჩება. "მართალია, რომ მოსკოვში ირაკლი ოქრუაშვილი ჩავიდა? საქართველოში ამაზე ბევრს საუბრობენ",- ეკითხება ჟურნალისტი უცნობს. პასუხი ასეთია: "არ მიკვირს, რომ ჭორი გავრცელდა, საქართველოში ხომ ყველაფერზე საუბრობენ. დიახ, ის აქ იყო და არა ერთხელ. მე პირადად არ შევხვედრივად, თუმცა დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ ის აქ იყო და შეხვდა რამდენიმე გავლენიან ადამიანს".

ოქრუაშვილი ერთ-ერთი ყველაზე უცაური პიროვნებაა ქართულ პოლიტიკაში. მინისტრობის დროს ის ხშირად აკრიტიკებდა მოსკოვს. თუმცა შემდეგ ის სააკაშვილის წინააღმდეგ გამოვიდა და ის ანტისახემწიფოებრივ საქმიანობაში და მკვლელობები დაკვეთაში დაადანაშაულა. მან თქვა, რომ 2004 წელს, როდესაც მან დაიჭირა პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია, 200 ათასი დოლარი ქრთამის აღებისთვის, პრეზიდენტმა მისი გათავისუფლების ბრძანება გასცა. მინისტრი ასევე ამტკიცებდ,ა რომ სააკაშვილმა მას ბევრჯერ დაავალა პატარკაციშვილის ლიკვიდაცია. დაბრუნების შემდეგ ოქრუაშვილს სხვა კომპრომატების დადებაც შეუძლია. მან უკვე მიანიშნა ხალხს, რომ მას გარკვეული ინფორმაცია აქვს ზურაბ ჟვანიას სიკვდილის შესახებ. ამის შედეგად ოქრუაშვილმა პოლიტემიგრანტთა სია შეავსო.

ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ "ოქრუაშვილის ზედმეტად უხეშია და თავისი რადიკალიზმით შეიძლება ხელი შეუშალოს სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესს". ზოგიერთი აცხადებს, რომ ოქრუაშვილი მინისტრობის დროს საკმაოდ ბევრ უკანონობას სჩადიოდა ბიზნესმენების და ცალკეული პოლიტიკოსების მიმართ და ხელისუფლებაში ხელმეორედ მოსვის შემთხვევაში იმავეს გაიმეორებს. ოქრუაშვილის მოსკოვში ვიზიტის შესახებ ოფიციალური კომენტარები არ გაკეთებულა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100