RSS
на русском en in english
20.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საქართველო ამერიკის მტერს დაუმეგობრდა

26.05.2010  |  10:24

6061.jpegრას ნიშნავს ეს: თბილისი და თეგერანი აუქმებენ ვიზებს, ხსნიან შესაძლებლობებს ინვესტიციებისთვის, ჭრიან გაზის საკითხებს, თავად მაჰმუდ აჰმადენიჯადიც კი - ამერიკის ყველაზე აშკარა კრიტიკოსი - აპირებს საქართველოში ჩასვლას, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ამერიკისთვის ირანზე თავდასხმის ერთ-ერთი პლაცდარმის ვარიანტი იყო? ექსპერტები უკვე დაიბნენ. საქართველოში ვარაუდობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი აპირებს აეჭვიანოს გაცივებული ამერიკა, რომელმაც ქვეყანა თეგერანის წინააღმდეგ სანქციებზე გაყიდა. ამერიკაში ბარაკ ობამას აკრიტიკებენ სისუსტისთვის. ბრიტანეთში მის ქმედებებს მშვიდობისკენ მიმავლად აღიქვამენ. რუსული მასმედია კი ვარაუდობს, რომ ირანი საქართველოს დახმარებით აპირებს ამერიკასთან კონტაქტების დამყარებას.

საქართველო სრულიად მოულოდნელად გახდა ირანის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამის შჱსახებ პირდაპირ განაცხადა თბილისში ვიზიტის დროს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრა რამინ მეჰმანდ ფარასტიმ.

ისლამური ქვეყნის დელეგაციამ საქართველოში ყოფნის ორი დღის განმავლობაში მოასწრო ყირაზე დაეყენებინა ძალთა გადანაწილება სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის რეგიონებში. ორი ქვეყანა, რომლებიც განსხვავებულ ვექტორებზე იმყოფებოდნენ, წამროუდგენლად დაახლოვდა.

უკვე სამი თვის შემდეგ საქართველოსა და ირანს შორის გაუქმდება სავიზო რეჟიმი. მზადდება შესაბამისი შეთანხმება. აჭარაში გაიხსნება დამატებითი ირანის დიპლომატიური წარმომადგენლობა ბათუმში. საგარეო საქმეთა სამინისტროები ითანამშრომლებენ მასმედიის სფეროში. თეგერანი ჰიდროენერგეტიკასა და სოფლის მეურნეობაში ინვესტირების პირობას დებს.

ივნისში საქართველოში ჩავა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი. მასთან ერთად კი თბილისში შეიძლება ჩავიდეს ირანის პრეზიდენტი! რუსული გაზეთების მონაცემებით, ისლამური რესპუბლიკის ლიდერი დიდი ხანი ოცნებობდა თბილისში ჩასვლაზე, მაგრამ მას მოულოდლენად მიუვიდა მიწვევა ერთი კვირის წინ.

მოვლენების ასეთი განვითარება ჯერ კიდევ იანვარში იყო მოსალოდნელი, როდესაც საქართველოს საგარეო მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მხარი დაუჭირა ირანის ბირთვულ პოლიტიკას, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა არ ენდობა თეგერანის სამშვიდობო მიზნებს, სწორედ მაშინ აჩვენა რუსეთმა, რომ ის შეიძლებოდა დათანხმებოდა გაეროს სანქციებს ირანის წინააღმდეგ. საპასუხოდ აჰმადინეჯადმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთლიანობას და მოისურვა ნაბუკოს პროექტში შესვლა.

საქართველო უკვე დიდი ხანია ჩუმად ახდენს რეგიონში საკუთარი საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირებას. ის ავითარებს კავშირებს არა მხოლოდ თურქეთთან და ისრაელთან - ამერიკის რჩეულებთან, არამედ არაბულ ქვეყნებთანაც. იმავე ირანმა იხსნა საქართველო გაზით, როდესაც რუსული საწვავის მიწოდება შეწყდა 2005 წელს გაზსადენებზე მომხდარი აფეთქების გამო. თუმცა, მაშინ ამერიკა შეეწინააღმდეგა ირანთან მუდმივი ხელშეკრულების დადებას გაზის მიწოდებაზე ისევე, როგორც ახლა ამერიკა წინააღმდეგია ნაბუკოს პროექტში ირანული წყაროების გამოყენებისა.

თუმცა თბილისს აქამდე არასდროს გადაუხვევია ასე დემონსტრაციულად თეთღი სახლის კურსისგან.

ქართველი ექსპერტების აზრით, ირანთან დამეგრობა სააკაშვილს იმისთვის დასჭირდა, რომ ამერიკის ყურადღება მიეპყრო. „ჩვენი ხელისუფლება აშკარად ნაწყენია დასავლეთსა და ამერიკა, რომლებმაც, მისი აზრით, საკმარისად არ დაუჭირეს მხარი საქართველოს რუსეთთან ბრძოლისას",- განაცხადა გიორგი ხუხაშვილმა.

სააკაშვილმა ირანის პრეზიდენტი იმისთვის მიიწვია, რომ „გააბრაზოს" ამერიკის ლიდერი, თვლის შალვა ნათელაშვილი. მისი თქმით, ეს იქნება სამაგიერო იმისათვის, რომ ობამამ საქართველოს პრეზიდენტის ამერიკაში 3 კვირიანი ვიზიტის დროს, არც ერთხელ არ დაუთმო დრო სააკაშვილს. მანამდე ხომ, ნათელაშვილის თქმით, „სააკაშვილი საქართველოს ამერიკის პლაცდარმად ამზადებდა ირანის წინააღმდეგ".

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100