RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

რუსეთისგან დამოუკიდებლობის დღე

27.05.2010  |  09:57

6073.jpegგუშინ საქართველოში აღნიშნეს დამოუკიდებლობის დღე. ხელისუფლებამ მოაწყო დიდი სამხედრ აღლუმი და გაიხსნა მებრძოლთა მემორიალი. დამოუკიდებლობისა და მტრის გაგებას საქართველოს საზოგადოებაში სხვადასხვანაირად აღიქვამენ.

თბილისში გამართული სამხედრ აძღლუი , რა თქმა უნდა, მოსკოვის დონის ვერ იყო. არც დასაბლური ჯარი იყო, არც უცხოელი პოლიტიკოსები. თუმცა მიზეზიც უფრო უმნიშვნელო იყო: საქართველოს დამოუკიდებლობის მე-19 იუბილე.

მიხეილ საკაშვილის სახეზე სრული ბედნიერება იყო აღბეჭდილი 4 000 სამხედრო ფორმიანის დანახვისას.

გასულ წელს ხელისუფლებამ არ მოაწყო ეს ტრადიციული მსვლელობა რუსთაველზე. ოპოზიციონერებმა მთელი ხალხი ფეხზე დააყენეს საპროტესტო აქციებისთვის, ისინი ხელისუფლების შეცვლას ითხოვდნენ. სამხედრო აღლუმის მაგივრად კი შედგა თეთრ ტანსცმელში ჩაცმული ხალხის მსვლელობა.

ერთი წლის განმავლობაში უკეთესობისკენ თითქმის არაფერი შეცვლილა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების ალბათობა კიდევ უფრო მციერა, ევრიკომისიამ დაამტკიცა სააკაშვილის გუნდის ბრალეულობა ცხინვალზე თავდასხმაში, ეკონომიკური სიტუაცია ერთი წლის განმავლობაში გაუარესდა და პლიუსში მხოლოდ წელს გადავიდა.

თუმცა საზოგადოება დაიღალა გაპროტესტებით, მას იმედი გაუცრუვდა ოპოზიციის შესაძლებლობებშიც. ფართო მასების მხარდაჭერის გარეშე კი ოპოზიციამ ვერ გაბედა ამ აღლუმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის გამართვა. ხელისუფლებას კი სულაც არ შერცხვა 2008 წელს დამარცხებული ჯარის დმეონსტრირება.

აღლუმის დაწყებამდე გამოსვლისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო -"ყველაზე დიადი დღე ქართველი ხალხისთვის, რომელმაც ათასწლეულების გამავლობაში რამდენიმე იმპერიის თავდასხმას გაუძლო".

მართლაც, საქართველოს ხშირად უწევდა სპარსი და თურქი დამპყრობლებისგან თავის დაღწევა და რუსული დახმარებაც მისთვის საჭირო იყო. თუმცა სწორედ რუსეთისგან დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს 26 მაისს.

ამ დღეს 1918 წელს ხელისუფლებამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით გამოაცხადა მოსკოვისგან დამოუკიდებლობა. დიდხანს ამ დემოკრატიულმა სახელმწიფომ ვერ იარსება. თავს დაესხნენ საქართველოს თურქები და ჟორნადიამ დახმარების ძებნა ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი ანტანტას ქვეყნებში დაიწყო, მაგრამ 1921 წელს ქართველმა ბოლშევიკებმა რუსი მხარდამჭერების დახმარებთ საქართველოში სამხედრო ხელისუფლება დაამყარეს.

დემოკრატიული სახელმწიფო საქართველო მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჩნდა. მას ჟორდანიას რესპუბლიკის მემკვიდრედ მიიჩნევდნენ, ხოლო საბჭოთა მმართველობის დროს - ოკუპაციად, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ხელისუფლებას ქართველები თავად ცვლიდნენ და მთელ საბჭოთა კავშირს ათწლეულების განმავლობაში მართავდა ქართველი იოსებ ჯუღაშვილი - სტალინი.

"ოკუპაციის" გაგების ასეთი მანიპულაციის შედეგად კი დამოუკიდებლობის დღე გახდა არა 31 მარტს რეფერენდუმის ხელმოწერის დღე, როდესაც ქართველი საბჭოთა კავშირიდან გავიდნენ, არამედ რუსული იმპერიიდან გამოსვლის დღე.

"საქართველო, ამ თავდასხმების მიუხედავად, ცოცხალია, იმპერიები კი განადგურდა, იმიტომ რომ ქართველები მრავალი თაობის განმავლობაში თვაისუფლებისთვის იბრძოდნენ",- თქვა სააკაშვილმა.

სააკაშვილის არეულ საუბარს უკვე ყველა მიჩვეულია, ამიტომაც არავის გაკვირვებია, როდესაც ამ აზრის გაგრძელებისას ის ალაპარაკდა იმპერიაზე, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია და საქართველოს ემუქრება. რა თქმა უნდა, საუბარია რუსეთზე. "როგორც არ უნდა ეცადოს მტერი, რომ შეაჩეროს საქართველოს გულის ცემა, ის ამას ვერასოდეს მიაღწევს",- დაამატა მიხეილ სააკაშვილმა და განმარტა, რომ საქართველოს გულის ცემა არის სამხედრო მარშის რიტმი.

ყველაზე კარგად ეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ესმით. მათ 19 წლის წინ უარი თქვეს რეფერენდუმში მონაწილეობაზე, შემდეგ კი საკუთარ თავზე გამოსცადეს "ქართული გულის ცემა".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100