RSS
на русском en in english
28.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

პოლიტიკური თაღლითობის ტექნოლოგია

28.05.2010  |  11:32

6077.jpegგუშინ, 26 მაისს საქართველომ პომპეზურად აღნიშნა დამოუკიდებლობუის დღე. თბილისში მემორიალი გაიხსნა „საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, საქართველოს ერთიანობისთვის ყველა დაღუპულის პატივსაცემად". მონუმენტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა ამაყად განაცხადა:" ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ ფორმის ჩასაცმელად და გადამწყვეტ მომენტში იარაღის ასაღებადაც... ყველა უნდა იყოს მზად საკუთარი მიწისთვის თავის გასაწირად, იმისთვის რომ, ჩვენი სახელები ამ მონუმენტის ცარიელ ადგილებში ჩაიწეროს. ეს ჩვენი ქვეყნის გენეტიკური კოდია და ჩვენი ისტორიული გამოცდილებაა". საოცრად ესადაგება ეს საჩვენებელი მსხვრპლშეწირვა, „რუსული საფრთხის" შესახებ მორიგი ჭორებით პანისკის გამოწვევის მცდელობას.

კვირანახევრის წინ, 15 მაისს ბლოგებში და შემდგომ რიგ ქართულ საინფორმაციო რესურსებზეც გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს და კავკასიაში დისლოცირებულ რუს ჯარისკაცებს შორის გავრცელებული სააგიტაციო ფუცლების შესახებ. ეს ვითომც და „დოკუმენტი", უფრო სოწრედ მისი ფოტო- პირველად 14 მაისს alex-surovi-ის ბლოგზე გამოჩნდა (თავად პოსტი უკვე გაუქმებულია, მაგრამ მისი ასლი იანდექსიის ქეშში დარჩა). ბლოგერი, რომლის ჟურნალიც სულ რაღაც ერთი თვის წინაა შექმნილი, წერს: „გაზიანი ბოთლი, წნევის მატებისას ყოველთვის ფეთქდება. არც ჩვენი სიტუაციაა გამონაკლისი, სავარაუდოდ ივნისში ჩვენ მეორე ქართული ომი გველის. ამის დამამტკიცებელი საბუთი, ქვემოთ მოყვანილი სააგიტაცი ფურცელია, რომელიც ჩრდილო კავკასიის ოფიცრებსა და სადესანტო რაზმებს დაურიგდათ. თუ ვისგან მივიღე ეს ფურცელი მის სახელს და გვარს ყველასთვის გასაგები მიზეზების გამო არ დავასახელებ". საინფორმაცი ფურცელი „მეომარო, იცოდე ვინ არის მოწინააღმდეგე!", გამარჯვების დღის შემდეგ საინფორმაციო მიჩუმების პირობებში, უმალ გავრცელდა ბლოგებზე. თუმცა პანიკა და გაფიცხება მალევე გააცია სხვა ბლოგერმა - რუსი ოფიცერი სამხრეთ ოსეთის მე-7 ბაზიდან: „რა უნდა ვთქვა ამ შემთხვევაში, ეს ამხანაგი ძალიან ცუდადაა ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რეალურად რა გვაქვს ჩვენ ბაზებზე. მას ტექნიკის სწორი დასახელებების დაწერაც არ შეუძლია (ბმპ-97 - სწორია ბპმ-97). ივნისში ომის დაწყების შესახებ სიახლე ძალიან სახალისოა, მაგრამ ფანტასტიკის სფეროდანაა. ფოტოზე მოყვანილ მოწოდებას პირველად ვხედავ და იბადება შეკითხვა, რატომ ურიგებენ მათ ვიღაც დესანტს და ჩვენ არა? გული მიგრძნობს, ეს ფურცელი ხუთდღიანი ომის დასრულების შემდეგაა დაბეჭდილი, ალბათ 2008 წელს".

თითქოს და თემა დახურულია, გაყალბება სახეზეა. ბლოგოსფეროში სკანდალმა ზუსტა ერთი დღე იარსება. თუმცა, თბილისის რეაქცია ამ აშკარა სიყალბეზე, გასაოცარი გამოდგა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 მაისს განაცხდა, რომ ინფორმაცია 58-ე არმიის ნაწილებში გავრცელებული ფურცლის შესახებ მიღებული იქნა რუსული საიტებიდან- ამიტომაც მის მიმართ ფრთხილი დამოკიდებულების გამოჩენაა საჭირო. ამასთან ერთად საქართველოს გარეპოლიტიკურმა უწყებამ განაცხდა, რომ ამგვარი სააგიტაცი ფურცლები, ხუთდღიანი ომის დროსაც ვრცელდებოდა რუს ჯარისკაცებს შორის. ოფიციალური თბილისის მცდელობა, პრობლემა მტკივანი თავიდან ჯანსაღზე გადაიტანოს, სულ ცოტა უზაროდ გამოიყურება. თავად განსაჯეთ - რუსეთი ომისათვის რომ ემზადებოდეს - რა საჭირო იქნებოდა ამგვარი დოკუმენტების გავრცელება? რაინდული გაფრთხილება? სასაცილო სულაც არ არის. პატიოსანმა ადამიანებმა, რომლებიც თანაუგრძნობენ საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიას, რაღაც ხერხებით ხელში ჩაიგდეს ძალიან გასაიდულოებული ინფორმაცია? მაშინ რაღა საჭოროა სიფრთხილის გამოჩენა მის მიმართ? 2008 წლის სააგიტაციო ფურცლებზე კი, ალბათ ლაპარაკიც ზედმეტია. რიგითებს მოწინააღდეგის შეიარაღებული ძალების შაემდგენლობის შესახებ ინფორმაცია არ სჭირდებათ, ოფიცრებს კი ეს ინფორმაცია ისედაც აქვთ და თანაც გაცილებით უფრო დაწვრილებითი და ზუსტი, ვიდრე ვიკიპედიაში უხეიროდ შედგენილი „ასლშია" აღწერილი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100