RSS
на русском en in english
23.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ჟენევა: 11-0

09.06.2010  |  10:34

6140.jpegდიპლომატიური ფრონტი საკმაოდ გამოცოცხლებული იყო დღეს. ჟენევაში ჩატარდა მეთერთმეტე - და აშკარად არა ბოლო მოლაპარაკებების რაუნდი ამიერკავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის. დისკუსიაში ტრადიციულად მონაწილეობა მიიღეს რუსეთის, საქართველოს, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და ამერიკის წარმომადგენლებმა. დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, გარდა ტრადიციულებისა, იყო საკითხი, რომელიც ეხება გალის რაიონში სიტუაციის გამწვავებას 1 და 3 ივნისს მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ.

აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არც ისე საფუძვლოდ მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველოში მიმდინარე მვლენები უნდა შეაფასოს. "ტერაქტები გალის რაიონში, რამაც რამდენიმე აფხაზის სიცოცხლე შეიწირა, ხორციელდება ქართული სპეცსამსახურების მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით",- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ. აფხაზები მზად არიან დაარეგულირონ კონფლიქტური სიტუაციები და დაინტერესებულები არიან ინციდენტებზე რეაგირებისა და მათი აღკვეთის მექანიზმების შექმნით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი, თავის მხრივ, ჟენევის შეხვედრების მთავარ მიზანდ მიიჩნევს "იურიდიულად მავალდებულებები შეთანხმებების" მიღებას.

თავის მხრივ, ქართული მხარე საკმაოდ აგრესიულად არის განწყობილი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბოკერიამ განაცხადა, რომ "შეხვედრის დროს, პირველ რიგში, ჩვენ ვაპირებთ დავსვათ ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი. ამას გარდამ ჩვენ მოვითხოვთ ტერორის შეწყვეტას იმ ხალხის მიმართ, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიების ზონაში გადაადგილდებიან". როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს მოგვიწევს კონსტრუქციული დიალოგის ლოდინი. სწორედ ამის შესახებ ისაუბრა თბილისის დიპლომატიური აკადემიის რექტორმა სოსო ცინცაძემ:"ჩვენ სულაც არ გვიხარია მონაწილეობა მივიღოთ სრულიად არაპერსპექტიულ ჟენევის მოლაპარაკებებში. კავკასიაში რაიმე კარგი ცვლილება მხოლოდ წამყვანი დედაქალაქებისა და ლიდერების ჩარევით შეიძლება მოხდეს". ასევე მან აღნიშნა, რომ "ჟენევაში მიდის თამაში: ვინც პირველი ვერ გაუძლებს და გაიქცევა, მას დააბრალებენ მთელი პროცესის ჩაშლას".

იმის გათვალისწინებით, რომ რუსული მხარე დაჟინებით მოითხოვს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ხელმოწერას, ეს სიტუაცია უიმედოა. ქართული მხარე ხომ ნებისმიერ ქვეყანასთან მოაწერს ამ დოკუმენტს ხელს, ოღონდ არა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. საქართველო სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში თემირ იაკობაშვილის თქმით, "არანაირი პრობლემა არ არის იმაში, რომ ხელი მოვაწეროთ რუსეთთან შეთანხმებას. თუმცა, რუსეთს სურს, რომ ჩვენ ამ დოკუმენტს ხელი მოვაწეროთ სოხუმთან და ცხინვალთან. ჩვენ ამის იურიდიულ საფუძველს ვერ ვხედავთ, რადგანაც მათ სახელმწიფოებად არ ვაღიარებთ". აი ასეთი სიტუაცია გამოდის - მოსკოვი არ არის მზად ხელშეკრულებიდან ამოიღოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რადგანაც ეს ფაქტიურად იმ პოზიციაზე უარის თქმა იქნება, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ბოლო ორი წელია მხარს უჭერს. თბილისი, თავის მხრივ, არ აპირებს ხელშეკრულება დადოს ახალგაზრდა რესპუბლიკებთან, რადგანაც ეს საერთაშორისო საზოგადოების თვალში აღიარების და მანამდე გამოთქმულ პრეტენზიებზე უარის თქმის ტოლფასი იქნება.

ექსპერტთა უმეტესობა აღიარებს, რომ ჟენევის დისკუსიები არ არის ეფექტური. მიუხედავად ამისა, ისინი ასევე აღიარებენ დიალოგის წარმოების აუცილებლობას - თუნდაც მინიმალური შედეგებით. ჟენევის მოლაპარაკებების ალტერნატივა არ არსებობს. მთავარ საკითხად კი ერთი რამ რჩება - როდის მოიტანს ეს შეხვედრები შედეგს? რამდენი რაუნდი დარჩა კავკასიაში სიმშვიდის დამყარებამდე? ხუთი? ათი? როგორ ჩანს, მხარეები არ არიან მზად დათმობებისთვის - თავიანთი პოზიციების ფორმულირებისა და მოწინააღმდეგეების მოსმენის შემდეგ, ისინი კომპრომისზე არ მიდიან. რა თქმა უნდა,მოცემულ სიტუაციაში ყველა დათმობას ელოდა საქარველოსგან, როგორც ქვეყნისგან, რომელმაც ომი წააგო - მაგრამ, როგორც ჩანს, ის ზედმეტად ამაყიდა. შეიძლება, ახალი ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც მალე სააკაშვილს შეცვლიან, მზად იყვნენ გონიერი კომპრომისისთვის. ჯერჯერობით კი დაველოდოთ მეთორმეტე რაუნდს.

 

ტიმოფეი შევიაკოვი

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100