RSS
на русском en in english
25.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ომზე ოცნებით

09.06.2010  |  11:01

6142.jpegინფორმაცია, ცხინვალთან ახლოს რადიოლოკაციური სადგურის მშენებლობის შესახებ, საქართველოს ხელისუფლებისთვის მორიგი ისტერიის საბაბი გახდა. საქართველოს მთავრობის ანონიმური წყარო ბრიტანული გაზეთ „Telegraph"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს: „მოსკოვი აქტიურად ემზადება 2008 წლის კონფლიქტის განმეორებისთვის". მისი აზრით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსული რადიოლოკაციური სადგური, საქართველოს უსაფრთხოებისთვისაა საშიში. ჩინოვნიკი ვარაუდობს, რომ სადგურზე დამონტაჟებული ტექნიკა, არა მარტო თვითმფრინავების გადაადგილების შესახებ იღებს ინფორმაციას, არამედ როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო კავშირის საშუალებების რადიო სიგნალებსაც იჭერს, მობილური ტელეფონების ჩათვლით. საქართველოს ხელმძღვანელობის პარანოია არ იწვევს გაოცებას - ისევე როგორც მათი ტექნიკური უმეცრება. სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობა საიდუმლოს არ წარმოადგებს. ისევე როგორც მის ტერიტორიაზე ტექნიკური ობიექტების მუშაობა, მათ შორის რუსეთის სამხრეთ საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რადიოლოკაციური სადგურის მშენებლობა, სრულიად შეესაბამება მოცემულ კონცეფციას.

შეგახსენებთ, რომ ორიოდე წლის წინ საქართველომ რადარები განალაგა უშუალოდ სამხრეთ-ოსეთის საზღვართან ახლოს და ამას აფსოლუტურად ნორმალურად მიიჩნევდა. სწორედ ასევე, საქართველო არანაირ უკმაყოფილებას არ გამოხატავს ნატოს რადარების პოლონეთსა და ჩეხეთში მშენებლობის გამო, რომელებიც რუსეთის ევროპული საჰაერო სივრცის კონტროლს განახორციელებს . ორმაგ სტანდართედბთან გვაქვს საქმე - არა? თუმცა, დღეს უკვე ოფიციალურმა საიტმა „ონლაინ საქართველო"-მ, ხსენებული სამთავრობო წყარო ამო-ს შეადარა - ანუ კომენტარი ინგლისელებს მისცეს, მაგრამ ვინ - გაურკვეველია. ამის პარალელურად საქართველოს მასმედიამ ხელიდან არ გაუშვა იმის აღნიშვნის საშუალება, რომ რუსი დეპუტატის სერგეი მარკოვის გვარი ასო „მ"-ზე იწყება და ის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების მითვისებაში დაადანაშაულა:" რუსეთს, საკუთარ ტერიტორიაზე ნებისმიერი რამის გაკეთების უფლება აქვს. მაგრამ, მხოლოდ საკუთარზე, ბატონო მარკოვო. საქართველო, ცხინვალის რეგიონთან და აფხაზეთთან ერთად, არ გახლავთ თქვენი ტერიტორია. არასოდეს არ ყოფილა და არც იქნება, მიუხედავად თქვენი მდიდარი ფანტაზიისა. თქვენ მართლაც უცნაური ადამიანი ბრძანდები და თქვენი სახელი ასო „მ"-ზე იწყება".

რაც არ უნდა იყოს, ოფიციალური თბილისის და მისი კონტროლის ქვეშ მყოფი მასმედსიის მხრიდან „მოახლოებულ ომზე" საუბრები, საკმაოდ მოსაბეზრებელია. მინიმუმ თვეში ერთხელ, მორიგი ხელოვნურად გაბერილი „სენსაცია" ვრცელდება, რასაც სიხარულით აიტაცებს ხოლმე დასავლური პრესაც და რუსეთის ლიბერალური უმცირესობებიც. თუმცა, საინფორმაციო ომის წარმოების, საკმაოდ მოუხეშავ მცდელობებს აღარავინ აქცევს ყურადღებას. აი სამხრეთ ოსეთის საზღვართან, საქართველოს სამხედრო დაჯგუფების გაძლიერების შესახებ ინფორმაციას, კი - სინამდვილედ მიიჩნევენ. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ აგვისტოს ომში დამარცეხბულმა ქართულმა არმიამ - აღორძინების შემდეგ სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან 50-ზე მეტი სტაციონარული და მობილური პოსტი გახსნა. ამასთან ერთად საფორტიფიკაციო მოწყობილობების მშენებლობა - ანუ საომარი მოქმედებების თეატრის სრულფასოვანი მზადება მიმდინარეობს, რაზეც ქართველი ოპოზიციონერებიც საუბრობენ, რომელთა უდიდესი ნაწილიც არ არის ლოიალურად განწყობილი მოსკოვის მიმართ. შეგახსენებთ, რომ თავად ოპოზიციონერებიც ოფიციალური პარანოიკების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ. „საქართველოში დესტაბილიზაციის მოსაწყობად, მოსკოვი ადგილობრივ ოპოზიციას აფინანსებს და მეზობელ რეეგიონებზე, საკუთარ გავლენას იყენებს",- განუცხადა ბრიტანულ მედია-საშუალებას იმავე უცნობმა ჩინოვნიკმა. რუსეთი, მისი შეხედულებით, საქართველოში „მეხუთე კოლონას" ამზადებს და სააკაშვილის ჩამოგდებას აპირებს, შიდა სოციალურ-პოლიტიკური აფეთქების პროვოცირებით. ისიც საინტერესოა, რომ აღწერილი სქემის პირველი ნაწილი ანუ რუსეთის შეიარაღებული აგრესია, ტელეარხ „იმედის" სიუჟეტის მიხედვით კი არ ვითარდება, არამედ „ფერადი" რევოლუციების კლასიკურ სცენარს იმეორებს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100