RSS
на русском en in english
26.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

სააკაშვილი - იქნება თუ არა მესამე ვადა?

11.06.2010  |  15:52

6158.jpegსაქართველოში სახელისუფლებო პარტია, ახლახანს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებზე მოპოვებული გამარჯვების სრულად გამოყენებას აპირებს. უკვე გახმოვანდა, რომ თბილისის მერის გიგი უგულავას უფლებამოსილება გაფართოვდება. მარვალი პოლიტოლოგი უგულავას, მიხეილ ნიკოლოზის ძის მემკვიდრედ თვლის. თუმცა, არჩევნებიდან ორი კვირის შემდეგ გამოაშკარავდა, რომ თავად მიხეილ სააკაშვილი 2013 წელს პოლიტიკიდან წასვლას სულაც არ აპირებს. მიხეილ სააკაშვილისთვის საძულველი რუსეთის გამოცდილება, მას მშვიდად ძილის საშუალებას არ აძლევს და მასაც პუტინივით პრემიერ-მინისტრობა სურს. თანაც, რამდენიმე თვის წინ, თუ კი ამ საკითხთან დაკავშირებით, მხოლოდ გარკვეული ეჭვები არსებობდა, ახლა ეს პრაქტიუკულად უდავოა.

საქართველოს პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების საჭესთან აპირებს დარჩენას 2013 წლის შემდეგაც, თუმცა ფორმალურად ის აღარ იქნება სახელმწიფოს თავაკაცი, იტყობინება ქართული სააგენტი GHN. ამის შესახებ განცხადება სააკაშვილმა ჟურნალისტების წინაშე გააკეთა, საფრანგეთში საკუთარი ვიზიტის დროს და დაადასტურა ადრე უკვე გახმოვანებული სურვილი, წერს „ნეზავისიმაია გაზეტა". გამოცემა აღნიშნავს, რომ სააკაშვილმა დაუდასტურა ფრანგ ჟურნალისტებს უფრო ადრე გამოთქმული სურვილი, რომ 2013 წელს სურს ერთერთი პირველი როლის შემსრულებელი იყოს სახელმწიფოში, კანონი კი არ უკრძალავს მას დეპუტატად ბალატირებას და ან პარლამენტის სპიკერობას ან და მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელობას.

საუბრები იმაზე, რომ მიხეილ ნიკოლოზის ძე პოლიტიკაში აპირებს დარჩენას, უკვე რამდენიმე კვირაა მუსირებს ქართულ პრესაში. როგორც კი, გასაგები გახდა, რომ ოპოზიცია დამრცხდა არჩევნებზე და სახელისუფლებო პარტიიმ ნათლად გამოხატა, რომ ის სერიოზულად და დიდი ხნით მოვიდა. სულ რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ არჩეული თბილისის მერის უფლბამოსლებები გაფართოვდება და მას მომავალში საქართველოს პრეზიდენტობასაც უწინასწარმეტყველებენ. ჯერჯერობით მხოლოდ ეკონომიკურ სფეროში უფლებამოსილების გაზრდაზეა საუბარი. მაგრამ ვის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ეკონომიკა და პოლიტიკა ზედმეტადაა გადაჯაჭვული, განვითარერბადი რეფორმების გამო? ამასთან ერთად, პოლიტოლოგები უკვე დიდი ხანია აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სავარძლს, საკუთარ მეგობარისა და თანამებრძოლისათვის ამზადებს, არც თუ ისე ქარიზმატულ პიროვენბას, შესაბამისად კი, მას, მიხეილ სააკაშვილის დაჩრდილვის უნარის არ შესწევს.

გაზეთ „ვედომოსტი"-ში არჩევნებამდე სულ ცოტა ხნით ადრე ასეთი კომენტარი გაჩნდა:"თბილისის მერი, საერთო ჯამში, ყველაზე შესამჩნევი პოლიტიკური ფიგურაა პრეზიდენტის შემდეგ, აღნიშნავს ფელიქს სტანევსკი დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტიდან და მარავალი ადამიანი, სააკაშვილის ჩათვლით (მისი უფლებამოსილება 2013 წელს იწურება და ახალი ვადით კენჭის ყრა მას არ შეუძლია) მას მემკვიდრედ აღიქვამს". სააკაშვილმა როგორც კი გაარკვია შემცვლელის ვინაობა, ახლა უკვე სამომავლოდ მთავრობაში საკუთარი, შესაფერისი „ადგილის" ძებნა დაიწყო. საქართველოში ამის შესახებ, უკვე აშკარად და ხმამაღლა საუბრობენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი „გარდაუვალ "ფაქტად თვის მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აქტიურ პოლიტიკაში დარჩება, საპრეზიდენტო ვადიუს ამოწურვის შემდეგ. დარჩიაშვილი აღნიშნავს: რომ საპრეზიდენტო ვადის ამუწურვისთვის, სააკაშვილი მხოლოდ 45 წლის იქნება. იმ ასაკში, რომელიც აშკარად არ არის - მემუარების წერისთვის შესაფერისი. მაგრამ, მაშინ რისთვის ადანაშაულებდნენ ქართველები რუსეთს არადემოკრატიულობაში, როდესაც პუტინმა პრემიერის პოსტი დაიკავა? ბატონმა დარჩიაშვილმა სააგენტო „პირველის" ჟურნალსიტის კითხვაზე - იმოქმედებს თუ არა საქართველოს ხელსიუფლება რუსეთის ანალოგიის მიხედვით - უპასუხა: „რუსეთის ყველა გაგებით არათავისუფალი ქვეყნაა და მისი ანალოგად დასახელება, ალბათ შეცდომაა".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100