RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ტოლერანტობის იძულება

16.06.2010  |  10:06

6169.png15 ივნისს რასიზმისა საწინააღმდეგო ევროკომისიამ გამოქვეყნა მოხსენება საქართველოში ეთნიკური და სხვა უმცირესობების დისკრიმინახიის შესახებ. კომისიის თავმჯდომარის ნილს მუჟნიეკსის აზრიძთ, საქართველომ "მნიშვნელოვნად გაზარდა რასიზმის საწინააღმდეგო ქმედებები". მოხსენებაში, ძირითადად, განხილულია კანონმდებლობის, უმცირესობების მდებარეობის, დისკრიმინაციასთან ბრძოლის პოლიტიკის საკითხები. მოხსენებაში პოზიტიურად არის მოხსენიებული საქართველოს სახალხო დამცველი, რომელიც "მნიშვნეოვან როლს თამაშობს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში". ეს პირველ რიგში ეხება გასული წლის დეკემბერში გიორგი ტუღუშისა და თემურ იაკობაშვილის მიერ ხელმოწერილ მემორანდუმს ეროვნული უმცირესობების უფლებების შესახებ.

ამას გარდა, მოხსენებაში მოყვანილია რეკომენდაციების საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომლებც უახლოესი ორი წლის განმავლობაში უნდა შესრულდეს - ასეთი ვადა განსაზღვრა კომისიის კვლევების სიხშირემ. წინა, რიგიჱ მეორე მოხსენება, 2007 წელს გამოქვეყნდა. ახლა კი ვნახოთ, რად ურჩევენ ახალგაზრდა ქართულ დემოკრატიას ევროპელი ექსპერტები რასიზმთან ბრძოლისათვის. პირველ რიგში, ეს არის ქართული ენის სწავლების რეფორმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვებისთვის. ამას გარდა, აღნიშნულია პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია იეღოველებისა და მუსულმანებიდ დევნასთან, ასევე ბოშების სოციალური და პოლიტიკური დაუცველობა. ეს, სხვათა შორის, ის პრობლემებისა, რომლებზეც მასმედიის ყველა წარმომადგენელი საუბრობს. მაგრამ, რაც გასაკვირია, არის "აისბერგის ფარულის ნაწილიც" - ეს არის "მეორე რიგში".

ექსპერტები ქართულ ხელისუფლებას ურჩევენ, უმოკლეს დროში მოეწეროს ხელი ევროპულ ქარტიას რეგიონალური ან "პატარა" ენების შესახებ. უცხოელების საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის კონვენციას და ეროვნებების ევროპულ კონვენციას. ამას გარდა, ევროკომისია თბილისს ურჩევს მოხდეს კიბერდანაშაულის კონვენციის რატიფიცირება და დაიწეროს დამატებითი პროტოკოლი სისხლის სამართლის პასუხისგებაზე "კომპიუტერი ქსელების მეშვეობით განხორციელებული ქსენოფობიისა და რასიზმის" გამო. კიდევ ერთი, არანაკლებ საინტერესო რეკომენდაცია არის ემიგრანტებისა და მათი ოჯახების დაცვის კონვენციის რატიფიცირება. მომხსნებელთა უკმაყოფილება გამოიწვია იმას, რომ ბოლო მოხსენების გამოწვეყნებიდან სამი წლის განმავლობაში არ შესულა ცვილებები სისხლის სამართლის კნაონმდებლობაში, რომლებიც ეხება რასიხმს და არატოლარნტულობას, ასევე ისიც აღსანიშნავია, რომ არც არსებული კანონმდებლობა გამოიყენება სრულიად.

განათლების საკითხი მოხსენებაში საკმაოდ მწვავედ არის დაყენებული. იმ პედაგოგებს, რომლებსაც უწევთ კავშირი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, მოეთხოვებათ მოსწავლეების მშობლიური ენის ცოდნა. უფრო მეტიც, კმისია ვარაუდობს, რომ საქართველოს რეგიოების სკოლებს შორის მოხდეს გაცვლები, რათა მოსწავლეთა შორის კონტაქტები დამყარდეს. ჯავახეთში და ქვემო ქართლში არსებული საკმაოდ რთული სიტუაციის გათვალსიწინებით, ეს რეკომენდაცია ტოლერანტობის იძულებას წააგავს.

მთლიანობაში მოხსენება წაკითხვისას საკმაოდ დადებით ემოციას ტოვებს - მისი წაკითხვისას ნათლად ჩანს, რომ, მოუხედავად თბილისისადმი გამოთქმული მხარდაჭერისა, კომისიის წევრები არ აპირებენ თავიანთი პოზიციის დამალვას და საქართველოში სურთ მსოფლიო ნორმების დამყარება. ჯერ კიდევ გასულ კვირას, გამოწვეყნებამდე, მოხსენება გადაეცა ევროსაბჭოს მიერ ქართულ მხარეს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველა რეკომენდაციას შეისწავლიდნენ და გააგრძელებდნენ კომისიასთან თანამშრომლობას. სხვათა შორის, საინტერესოა,რომ მოხსენებაში არაფერია ნათქვამი სექსუალურ უმცირესობებზე. როგორც ჩანს, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში ყველაფერი რიგზეა.

სრული მოხსენების ხილვა შეგიძლიან ნახოთ ევროკომისიის საიტზე.

 

ტიმოფეი შევიაკოვი

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100