RSS
на русском en in english
25.09.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საქართველოს ფატალური რეციდივი ემუქრება

21.06.2010  |  09:47

6183.jpegასკარ აკაევმა, რომელიც „ტიტების რევოლუციის" მომხრეებმა ჩამოგდეს ყირგიზეთის პრეზიდენტის პოსტიდან 2005 წელს, უახლოეს მომავალში საქართველოს ხელისუფლების შეცვლას უწინასწარმეტყველებს. ყირგიზეთში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას, მან პარალელები გაავლო საქართველოსთან და „ვარდების რევოლუციას" ცუდი დასასრული უწინასწარმეტყველა. „მე არ გამოვრიცხავ, რომ „ფერადი რევოლუციების" ვირუსმა საქართველოში, ფატალური რეციდივი გამოიწვიოს",- აღნიშნა მან.

მართლაც, ХХ1 საუკუნეში ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებში მომხდარ გადატრიალებებს, არაფერი აქვთ საერთო ისეთ მცნებასთან როგორიცაა კონსტიტუციურობა. და დღესაც „ვარდების რევოლუცია" პოსტსაბჭოთა სივრცეზე ერთადერთ არსებულად და მმოქმედად რჩება. შესაბამისად, მისმა ლიდერმაც უფრო დიდხანს გაძლო ვიდრე ვიქტორ იუშენკომ უკრაინაში და ყურმანბეკ ბაკიევმა ყირგიზეთში. იგივე ბედი ხომ არ ელის მიხეილ სააკაშვილს?

2003 წლის ნოემბერში, ახლგაზრდა რეფორმატორის სააკაშვილის გუნდის მიერ პარლამენტის ხელში ჩაგდებამ, ყოფილ ერთიან გეოსეივრცეზე მთელ რიგ ფერად რევოლუციებს მისცა დასაბამი. ყოველი მათგანი დასავლური ფონდებიდან ფინანსდებოდა და შემდგომ მარიონეტული მთავრობები ამა თუ იმ ხარისხში ემსახურებოდნენ ამერიკას და ზიანს აყენებდნენ რუსეთს. ხოლო რევოლუციური ლიდერები, რომლებსაც თითოქს დემოკრატიის შუქი უნდა შემოეტანათ ბნელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე, ბიზნესმენებად გარდაიქმნებოდნენ, რომლებიც მხოლოდ საკუთარი გამდიდრებით იყვნენ დაკავებულები.

უკრაინასა და ყირგიზეთში „ნათელი იდეების" ღალატი მეტნაკლებად უფრო თვალნათელი იყო. ვიქტორ იუშენკომ, რომლის ვარსკვლავიც მიხეილ სააკაშვილის შემდეგ ნახევარ წელიწადში აციმციმდა, მხოლოდ ერთი საპრეზიდენტო ვადა გაძლო და საერთაშორისო საზოგადოების გამახვილებული ყურადღების მეშვეობით, ამ წლის დასაწყისში ჩატარებული არჩევნებისას გადაირჩიეს. ყურმანბეკ ბაკიევი, რომელიც ტიტებით ავიდა ოლიმპის მწვერევალზე, კინაღამ სიცოცხლეს გამოასალმეს ამ წლის აპრილში, როდესაც ოპოზიციამ მოსახლეობის მასობრივი მხარდაჭერით სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო.

საქართველოში მიხეილ სააკაშვილი ჩამოგდების პირველი მცდელობა, მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე მოხდა, 2007 წლის ნოემბერში. ოპოზიციამ შეძლო ხალხის ქუჩებში გამოყვანა, რომლებიც მაშინ უკვე იმედ გაცრუებულნი იყვნენ ახალი პრეზიდენტით. მაგრამ „დემოკრატიის ჩემპიონმა" გაუძლო და აჩვენა კიდეც ვინ არის ის სინამდვილეში: მიტინგები ხელკეტების, რეზინის ტყვიებისა და ცრემლმდენი გაზის საშუალებით დაშალეს. ოპოზიციური ტელეარხი „იმედი" დაარბიეს და დახურეს. რეჟიმის აშკარა მოწინააღმდეგეები განდევნეს ქვეყნიდან. ერთერთი უგავლენიანესი ბიზნესმენი, ოპოზიციის სპონსორი, ბადრი პატარკაციშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა ემიგრაციაში.

საპროტესტო ტალღის ჩახშობის შემდეგ, სააკაშვილი ფსევდოდემოკრატიულ მეთოდებს დაუბრუნდა. ვადმდე გადადგა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატარა. გამარჯვება განსაკუთრებულად არ გასჭირვებია იმ ქვეყანაში, რომელიც 2007 წლის ნომებერში დემონსტრაციების დარბევის შემდეგ იყო დაშინებული. სწორედ ასევე გაიმარჯვა მისმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" შემდგომ საპარლამენტო არჩევნებში. შედეგად, ორივე საარჩევნო კომპანიას ოპოზიციამ ფალსიფიცირებული უწოდა.

ეკონომიკური სიტუცია ქვეყანაში, რომელსაც უპასუხისმგებლო ლიდერის ხელმძღვანელობით რუსეთთან ურთიერთობა უკიდურესობამდე გაუმწვავდა, რაღათქმაუნდა გაუარესდა. 2008 წლის აგვისტოში მიხეილ სააკაშვილის არმია, რომ არ შეჭრილიყო ცხინვალში, ოპოზიცია შემდგომაზე ახალ აჯანყებას მოაწყობდა. მაგრამ, ერთიანობისათვის ბრძოლამ კვლავ გააერთიანა ქართული საზოგადოება, ხოლო „იმპერიალისტური რუსეთის მსხვერპლთათვის" გამოყოფილმა დასავლურმა მილიარდებმა ომის შემდგომი კოლაფსისგან იხსნეს საქართველო და მთავრობას ხელისუფლების შენარჩუნებაში დაეხმარა.

2009 წლის გაზაფხულზე ოპოზიცია ხელმეორედ შეეცადა სააკაშვილი ვადამდე გადაეყენებინა. ორი ათეული პარტიის ლიდერების ამბიციურობამ და როგორც შედეგი, ერთმანეთთან მოლაპარაკების უუნარობამ, სასურველი შედეგები ვერ გამოიღო.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100