RSS
на русском en in english
24.09.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

კვლავ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და კვლავ დოსიე...

22.06.2010  |  13:40

6193.jpegროგორც ჩანს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გადაწყვიტა უარი თქვას საქართელოსა და რუსეთს შორის გამართული ხუთ დღიანი ომის განხილვაზე, რაც უკვე თითქმის 2 წელია გრძელდება. ასამბლეის საზაფხულო სესიის გახსნამდე საპარლამენტო ასამბლეის დაუსახელებელმა წყარომ განაცხადა, რომ ქართულ-რუსული დოსიეს მომავალი გადაწყდება სამონიტორინგო კომიტეტის სხდომაზე. ამასობაში კი, მოსკოვს სტრასბურგის კეტილგონიერების იმედი აქვს და ფიქრობს, რომ დაიხურება დისკუსიები სამხრეთ კავკასიაზე.

დღეს სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიამ. აღსანიშნავია, რომ ქართულ-რუსული დოსიეს განხილვა ამჯერად მეორე ხარისხოვანი გახდა. უფრო მეტიც, ოთხშაბათს გადაწყდება ამ დოკუმენტის სამომავლო ბედი.

რუსული მხარე ვარაუდობს, რომ ხუთდღიანი ომის განხილვამ უკვე დაკარგა აქტუალობა. კოსნტანტინ კოსაჩოვის აზრით, საპარლამენტო ასამბლეის გახსნის სესიაზე რუსულ-ქართული დოსიე დაიხურება. დიპლომატი დარწმუნებულია, რომ ბევრი ადამიანი მიიჩევს საჭიროდ ამ დოკუმენტის დახურვას და ეს ასეც მოხდება.

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის თემა საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგში შედის 2008 წლის ოქტომბრიდან. პირველი ნახევადი წლის განმავლობაში, ასამბლეამ მოასწრო ორჯერ რეხოლუციის მიღება, სადაც გაკიცხა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. უხეში ფორმულირებები გაისმა ხალი რესპუბლიკების წინააღმსეგაც: სასწარფოდ შეეწყვიტათ როვოკაციები და თავდასხმები ამიერკავკასიის რესპუბლიკებზე. თუმცა, ასამბლეამ ბევრად უფრო თბილად მიმართა თბილისს - ასამბლეამ მხოლოდ მოუწოდა საქართველოს ცეცხლის შეწყვეტისკენ და ჯარის იმ პოზიციებზე გაყვანისკენ, რომელიც კონფლიქტამდე ეკავა.

იგივე სცენარი განმეორდა საგაზაფხულო სესიაზეც. ევროპარლამენტარებმა კვლავ გამოთქვეს რუსეთის პოზიციის მიუღებლობის შესახებ.

"რუსეთმა უარი უნდა თქვას მორიგ მილიტარიზაციაზე და არ უნდა შეზღუდოს ჰუმანიტარული დახმარებისმიმოსვლა",- აღნიშნა ვან დენ ბრანდემ. არანაკლებ კატეგორიული იყო მისი კოლეგის მათიას იორშის გამოსვლა: "სამხრეთ კავკასიის დარეგულირებაში პროგრესი კი არა, სიტუაციის გაუარესება შეიმჩნევა. რუსეთმა არ შეცვალა თავისი პოზიცია, ინარჩუნებს რეგიონში სამხედრო კონტიგენტს".

უკვე გასული წლის შემოდგომაზე საპარლამენტო სამბლეამ მიიღო რეზოლუცია "საქართველო-რუსეთის ომის ერთი წლის შემდეგ", სადაც პარლამენტარები საკმაოდ მკაცრად მიმართავდნენ რუსეთს. დოკუმენტში აღნიშნუ იყო სერიოზული ღელვა იმის გამო, რომ კვლავ შენარჩუნებულია დაძაბულობა და პროვოკაციები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან.

ამგვარად, საქართველოს შემთხვევაში, საერთაშორისო ორგანიზაცია ხელმძღვანელობდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპით,მაშინ როდესაც რუსეთს კიცხავდნენ დანოუკიდებლობის აღიარებისთვის.

ასამბლეის ბოლო, საგაზაფხულო სესიის დროს, რუსეთის დელეგაციამ მაინც მოახერხა ევროპარლამენტარების გულის მოგება. რეზოლუციის ნაცვლად ასმბლეამ გაადწყვიტა უბრალო დისკუსიის გამართვა, რისთვისაც მოიწვიეს ორი მომხსენებელი - მათიას იორში და დევიდ უილშერი, რომლებმაც სხვადასხვანაირად შეაფასეს სიტუაცია: იორში დაჟინებით მოითხოვდა ომამდელ მდგომარეობასთან დაბრუნებას, მაშინ, როდსაც უილშერი მოუწოდებდა კოლეგებს ახალი რეალიების აღიარებისკენ.

საინტერესოა, რომ როდესაც ართულმა მასმედიამ გაკიცხა უილშერის გადაწყვეტილება, თავად მომხსენებელს რუსეთის აგენტი უწოდეს. ახლა კი, როდესაც საპარლამენტო ასამბლეაში ამ საკითხისადმი ინტერესი ნელდება, ქართველი ჟურნალისტები დუმან.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100