RSS
на русском en in english
24.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საქართველოს დამარცხებაში დამნაშავე ნატოა

30.10.2008  |  13:58

30 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით ოსლოში ჩავიდა. პრეზიდენტი ცდილობდა ნორვეგილელებისაგან მიეღო მხარდაჭერა ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მიღებაზე. მაგრამ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტმა პასუხს თავი აარიდა. "ჩვენ გვჭირდებოდა ნატოს მხრიდან მტკიცე ნიშანი, იმის დასტურად, რომ ჩვენ ალიანსში შესასვლელ გზაზე ვართ, - აღნიშნა სააკაშვილმა. - ალიანსის მოკავშირეთა შორის გაურკვევლობამ და განზოგადებამ, საქართველო რუსეთის წინაშე დაუცველი გახადა " ამის შემდეგ პრეზიდენტმა მოულოდნელად დაამატა, რომ "აგვისტო შეიძლებოდა არ მომხდარიყო, რომ არა ბუქარესტის გაურკვეველი სიგნალი" როგორც ჩანს, სააკაშვილი თვლის, რომ "კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა" სამხრეთ ოსეთში მშვიდად ჩაივლიდა, საქართველოს უკვე map-i რომ ჰქონოდა ნატოში შესასვლელად. ამ შემთხვევაში საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არ დასჭირდებოდათ 58-ე არმიისგან დინამიურად გაქცევა. მაგრამ სამწუხაროდ,- დასავლეთის პასუხი გაურკვეველი იყო, რითაც თითქოს და უმალ ისარგებლა რუსეთმა. საქართველოს პრეზიდენტის ნაპოლეონისეურმა გეგმებმა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი იენ სტოლტებერგი დააბნია. შეკითხვაზე , მზადაა თუ არა ნორვეგიამ უკვე დღეს დაუჭიროს მხარი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაერთიანების წევრობას, ქვეყნის მეთაურმა აღნიშნა რომ - " სქართველო, ისევე როგოც უკრაინა, უნდა აკმაყოფილებდეს სამხედრო ბლოკის მოთხოვნებს და სტანდარტებს". სტოლტენბერგმა ასევე არ გაამხილა რა პოზიციას დაიკავებს მისი ქვეყანა დეკემბერში დაგაგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ნატოში. კონსტატირებაღა დაგვრჩენია: აშშ -ს და ალიანსის რამდენიმე ნეოფიტის გარდა აღმოსავლეთ ევროპიდან, არავინ ცდილობს იხილოს იქ თბილისი. პირველმა ამ საკითხზე კომენტარი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გააკეთა. მისი თქმით საქართველოსთვის ბლოკში ყოფნა ჯერ ნაადრევია. ამ გამონათქვამმა გრიგალი გამოიწვია თბილისში. კანცლერს პირდაპირი ტექსტით ეძახს მოსკოვის ინტერესების გამტარებელი. მართალია, შემდეგ მსგავსი განცხადებები გაისმა ალიანსის მეთაურის იან დე ჰოპს სხეფერის, ასევე საფრანგეთის და იტალიის პრეზიდენტებისაგან. საქმე არა იმდენად სამხედრო სფეროში აუცილებელ რეფორმებზეა, რომელზეც იმედებს ზემოთ აღნიშნული პოლიტიკოსები ამყარებენ. ბალტიისპირეთი მიიღეს ნატოში, ისე რომ არ მიაქციეს ყურადღება თავდაცვისუნარიანობის დონეს. ევროპას უბრალოდ არ სურს აიკიდოს მხრებზე თბილისის ტერიტორიული პრობლემები. ამასთან მოსახლეობა ძირითადად მხარს უჭერს პოლიტიკოსებს. ოქტომბრის ბოლოს გერმანიის სოციოლოგიური კველვების ინსტიტუტმა (Forsa) გამოაქვეყნა მორიგი გამოკითხვის შედეგები. მთლიანობაში საქრათველოს ნატოში გაწევრიანებაზე უარი განაცხადა გამოკითხულთა 68 %, თანხმობა კი მხოლოდ 18 %. დანარჩენებმა გულახდილად განაცხადეს, რომ ასეთ ქვეყანაზე საერთოდ არაფერი სმენიათ. შეკითხვაზე უნდა მიიღონ თუ არა გერმანელმა ჯარისკაცებმა საქართველოს სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა, გემანელების 87 % უპასუხა "არა".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100