RSS
на русском en in english
28.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ჰილარის მოლოდინში

24.06.2010  |  10:22

6208.jpegხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ახალმა ამერიკლემა ლიდერმა ბარაკ ობამამ რუსეთთან მიმართებაში „გადატვირთვა" გამოაცხადა, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის დარგში, საერთო მიზნების მისაღწევად. შედეგად, პიორიტეტული ავღანური და ირანული პრობლემების ერთობლივმა გადაწყვეტამ, მეორე პლანზე გადასწია სამხრეთ კავკასიისათვის გაჩაღებული გეოპოლიტიკური ბრძოლა. მაგრამ, როგორც ჩანს საქართველოს მეორეხარისხოვანი როლი არანაირად არ აკმაყოფილებს. თბილისი გამუდმებით ცდილობს თეთრი სახლის ყურადღების მიქცევას. ამჟამად ქართველები დიდ იმედებს ამყარებენ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის კავკასიურ ტურნეზე და მისი მხრიდან აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან შერიგების ახალი კონცეფციის მოწონების ალბათობაზე. რას პასუხს გასცემს ქართველ სტრატეგებს ვაშინგტონი?

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტმა და რუსეთის მიერ ამიერკავკასიური რესპუბლიკების აღიარებამ, სერიოზულად გააფუჭა მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობები. საერთაშორისო ალიანესბისა და ორგანიზაციების მხრიდან ქართულ აგრესიაზე, მოკოვის საპასუხო ქმედებების მკაცრი განსჯა, მხოლოდ და მხოლოდ ორ ზესახელმწიფოს შორის მომხდარი უთანხმოების, შემდგომი შედეგი იყო.

მაგრამ დასავლეთმა, საქართველოსთვის მშვიდობის იძულების გამო, რუსეთის მკაცრი განსჯით, მხოლოდ ცხოვრება გაირთულა. ყველა ძველი პრობლემა, რომელიც არსებობდა ავღანეთთან და ირანთან დაკავშირებით, კვლავაც დღის წესრიგში დარჩა. და დროთა განმავლობაში ისიც აფსოლუტურად ნათელი გახდა, რომ მოსკოვის გარეშე ამ პრობლემების გადაწყვეტა უბრალოდ არარეალურია.

ხელისუფლებაში მოსული ბარაკ ობამასთვის, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, გლობალური უსაფრთხოება უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე სამხრეთკავკასიური დავა. ორ ზესახელმწიფოს შორის გამოცხადებულმა „გადატვირთვამ" კი პატარა, მაგრამ ამაყი საქართველო, მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობებში მეორე პლანზე გადასწია. შედეგად, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გასული წელიწადნახევრის განმავლობაში, ქართველების სათუო პრობლემები სულ უფრო იშვიათად ახსენდებათ.

თეთრო სახლის მაღალი ჩინი მქონე წარმომადგენლები, აგრძელებენ განცხადებების გაკეთებას, რომ საქართველოსთან დაკავშირებულმა აზრთა სხვადასხვაობამ, ხელი არ უნდა შეუშალოს აშშ-სა და რუსეთის თანამშრომლობას ერთობლივი ინტერესების სფეროებში. „დიახ, ჩვენ გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებული გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა რუსეთთან, ჩვენ მხარს უჭერთ ამ რესპუბლიკის სუვერენიტეტს - აღნიშნა ნაციონალური უსაფრთხოების დარგში აშშ-ს პრეზიდენტის მოადგილე ბენ როდსმა.- მაგრეამ, ამ სახის აზრთა სხზვაობაც კი, ვერ შეუშლი ხელს ჩვენს თანამშრომლობას".

ოპტიმისტურად არიან განწყობილი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებიც. რუსეთის ფედერაციის ელჩი აშშ-ში სერგეი კისლიაკი თვლის, რომ რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში „გადატვირთვის" პოლიტიკას, უკვე მოაქვს პოზიტიური რეზულტატები. „ჩვენ უფრო გახსნილები გავხდით ურთიერთობებში და მზად ვართ მოვისმინოთ ერთმანეთის წუხილის მიზეზები".- ამბობს დიპლომატი.

თუმცა, თბილისელ სტრატეგებს ამგვარი მდგომარეობა, სულაც არ მოსწონთ. ისინი ჯიუტად ცდილობენ თავიანთი მთავარი პარტნიორის ყურადღების მიპყრობას, „ოკუპირებულ" ტერიტორიებზე შექმნილი რთული სიტუაციისადმი. (რომლებიც, თავისუფლების მოპოვების შემდეგ მშვენივრად გრძნობენ თავს). აი ახლაც, საქართველოს იმედი აქვს, რომ მოუწონებენ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით შემუშავებულ ახალ სტრატეგიას. ერთი შეხედვით, დოკუმენტში ყველაფერი ლამაზადაა გაწერილი: აქ კულტურული ურთიერთობების განვითარებაცაა და სახალხო დიპლომატიაც მოყვანილი. თუმცა, ამიერკავკასიური რესპუბლიკები - პროექტის ქართულ დანამატში არც მეტი, არც ნაკლები „მარიონეტული რეჟიმების" კონტროლის ქვეშ მყოფ „ოკუპირებულ ტერიტორიებადაა" მოხსენიებული. ამის შემდეგ, რა სახის პატივისცემასა და ურთიერთობების აღდგენაზე შეიძლება საუბარი?

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100