RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საქართველო ტოტალიტარიზმის ეპოქას დაუბრუნდა

30.10.2008  |  14:53

ასეთი ბრალდებით გამოვიდა 29 ოქტომბერს პარლამენტის ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე: „მე არ ვიცი, არცერთი ნორმალური დემოკრატიული ქვეყანა ,რომელშიც ომის წაგების შემდეგ ხელისუფლების ავტომატურად არ აკეთებს განცხადებას გადადგომის შესახებ და არ ინიშნება ახალი არჩევნები''.- განაცხადა მან. ჩანს, რომ ბურჯანაძე ოფიციალური ხელისუფლების მთავარი კონკურენტი ხდება. საქართველოს ოპოზიცია კვლავაც დანაწევრებული რჩება, რომელსაც არ შეუძლია გაუწიოს სერიოზული კონკურენცია სააკაშვილს. გასაკვირი არ არის რომ მისი პოპულარობა სწრაფად იზრდება და არა მარტო საქართველოში. თუ დასავლეთის განწყობას გავითვალისწინებთ, თვით თბილისის აქტიურმა მხარდამჭერმა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა- დევიდ მილ ლიბენდმა განაცხადა: „პრეზიდენტის ქმედებები გაუთვალისწინებელი იყო" . და მისი შემცვლელის ძებნა დაიწყეს. დასავლელმა ექსპერტებმა უკვე აღნიშნეს ,რომ დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, დემოკრატიული პოზიციის კუთხით არ შეიცვლება ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში. ჩათვალეთ ეს ბურჯანაძისთვის მწვანე შუქია. ექს-სპიკერმა სწრაფად შეაფასა მდგომარეობა და ახალი ძალებით შეუდგა პრეზიდენტის კრიტიკას. ამისთვის საბაბის მოძებნა რთული სულაც არ აღმოჩნდა. „შეცდომების და მთავრობის არაადეკვატური ნაბიჯების გამო საქართველო აღმოჩნდა ურთულეს მდგომარეობაში. ჩვენ რეგიონში დამყარდა რუსეთის ზეგავლენა. მოსკოვის უშუალო კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - განაცხადა ბურჯანაძემ. სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიებს შეემატა -კოდორი და ახალგორი. 1500 მშვიდობისმყოფელის სანაცვლოდ ჩვენ ქვეყანაში იმყოფება რუსეთის რეგულარული არმიის 7000 ჯარისკაცი. ნატოში შესვლის პერსპექტივა გადაიდო გაურკვეველი დროით. არსებობს დიდი ალბათობა ახალი საშიშროების. ბოლო პერიოდმა ნათლად აჩვენა, რომ იმ ადამიანებს ვინც დღეს ხელისუფლებაშია, არ შეუძლიათ დაგვიცვან საფრთხისაგან". 27 ოქტომბერს სააკაშვილის მიერ განხორციელებული ცვლილებები მთავრობაში, სხვა არაფერია თუ არა რეიტინგის გადარჩენის წარუმატებელი მცდელობა, რომელიც შედეგს არ გამოიღებს. 29 ოქტომბრს საღამოს ცნობილი გახდა კაბინეტის ახალი შემადგენლობა. ცვლილებები მინიმალური აღმოჩნდა. საქართველოსთვის ყველაზე ''საეჭვო'' მინისტრები - შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე და თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, ისევ დარჩნენ თავიანთ თანამდებობებზე. ბურჯანაძემ ამას მორიგი კრიტიკით უპასუხა. „ახალი პრემიერი გრიგოლ მგალობლიშვილი -მშვენიერი ახალგაზრდა ადამიანია, ის კარგად აღზრდილი და განათლებულია. მას დიდ პატივს ვცემ, ის იდეალური ელჩი იყო .მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ის კარგი პრემიერ-მინისტრი იქნება. მე ვერ წარმომიდგენია, როგორ გამონახავს ის საერთო ენას ძალოვნებთან. ასე რომ კაბინეტის შეცვლით დიდი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის''. ერთადერთ გამოსავალს ბურჯანაძე პრეზიდენტის პოლიტიკის შეცვლაში ხედავს. „სააკაშვილმა მხოლოდ ლექციები კი არ უნდა გვიკითხოს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, არამედ საქმით უნდა ამტკიცებდეს ამას. სამწუხაროდ საქმიდან ჩანს, რომ არაფერიც არ უსწავლია '',- განაცხადა ექს-სპიკერმა. რთულია არ დავეთანხმოთ. ამის პასუხად სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში მეტი დემოკრატიაა. „საპარლამენტო კომისიის სხდომა გადის პირდაპირ ეთერში. მსგავსი რამ ყველა ქვეყანაში არ ხდება . მე ვუსმენდი,

როგორ პასუხობდა ურთულეს კითხვებზე უშიშროების საბჭოს მდივანი, ვფიქრობ, გამიჭირდებოდა ასე უცბად ზოგიერთ კითხვაზე პასუხის გაცემა . ეს არის ჭეშმარიტი დემოკრატია ,''- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე. ამავდროულად ტანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსმა, ნინო ბურჯანაძის მეუღლემ- ბადრი ბიწაძემ „ჩემს წინაამღდეგ ბინძური კამპანია დაიწყო ,რომლის მსხვერპლი რიგითი მესაზღვრეები ხდებიან- ვფიქრობ, მათი უსაფრთხოებისთვისმე უნდა გადავდგე თანამდებობიდან. არ მინდა ჩემზე განხორციელებული ზეწოლა, მეუღლის პოლიტიკურ აქტიურობას დაუკავშირო, მაგრამ როგორც ჩანს ეს ყველაფერი ურთიერთ კავშირშია". - განაცხადა ბადრი ბიწაძემ. ფაქტია, რომ: სააკაშვილისთვის მისაღები იქნება დემოკრატიის მხოლოდ ის ვარიანტი , რომელშიც ის საქართველოს ფეოდალური მართველი დარჩება.

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100