RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ასეთ “სიურპრიზს” ევროპისაგან თბილისში არ ელოდნენ ...

30.10.2008  |  15:05

"ვარდების რევოლუციის" 5 წლის იუბელესთან დაკავშირებული წინასადღესასწაულო განწყობილება საქართველოში ევროპიდან მოსულმა ცნობებმა დაამწუხრა.

თბილისში კარგი ინფორმაციების, მაგალითად, ბრუსელში საერთასორისო დონორებისაგან "ოქროს წვიმის" კვალდაკვალ ჩამოცვივდა არც თუ ისე სასიხაროულო შეტყობინებები. ბრიტანეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის კორპორაცია BBC -მ მომამზადა კინოსიუჟეტი, რომელშიც დემონსტრირება გაუკეთდა ქართული ჯარის დანაშაულებს სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. საქართველო - რუსეთის აგვისტოს კონფლიქტის შესასწავლად შეიქმნა საერთაშორისო კომისია. ხოლო ევროპარლამენტში აღნიშნეს, რომ ჰუმანიტარული დახმარება, გამოყოფილი დონორების მიერ, განკუთვნილია ასევე აფხაზებისა და ოსებისათვის.

ცოტაოდენ გაამხნევებელი გამოდგა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ევროსაბჭო ამზადებს მოლაპარაკებების მეორე რაუნდს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონების თაობაზე, რომელზედაც დააყენებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე თავისი სამშვიდობოების შეყვანის საკითხს. მაგრამ უმალვე ევროპა დაამწუხრა სააკაშვილის გუნდის განწყობამ, რომელიც წამდაუწუმ იმეორებდა, რომ რუსეთი საქართველოსთან ომის გამო საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა. აქ კი გაიჟღერა განცხადებამ, რომ ევროსაბჭო მზადაა აღადგინოს მოლაპარაკებები რუსეთთან ახალ შეთანხმებაზე. ძნელი სათქმელია - რომელმა შეტყობინებამ უფრო დაანაღვლიანა თბილისი. რაც შეეხება პირველ ბრალდებებს, საქართველოს სამხედროების მიერ ძალების არაადეკვატურ გამოყენება, შესაბამისი ოფიციალური პირები მოჭრილად უარყოფენ ასეთ შესაძლებლობას. როგორც "რადიო თავისუფლება" იუწყება, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ BBC -ის ფილმს უწოდეს "მოსკოვური პროვოკაცია". სააკაშვილმა აღნიშნა, რომ "დანაშაული ჩადენილი იყო, ოღონდ ჩვენს მიერ არა". პრეზიდენტის პოზიციის დასაცავად გამოვიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ზაზა გოგავა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ მიიღო სახელმწიფოს მეთაურისაგან მკაცრი ბრძანება, აწარმოოს საბრძოლო მოქმედებები ისეთი სახით, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ დანაკარგი ოსური მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან. საკუთარი სამშობლოს მიმართ ბრალდებამ გაანაწყენა ქართული ოპოზიციაც. ასე, მაგალითად რესპუბლიკელმა ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ ძირითადი დანაშაული და სისასტიკე რუსების ჩადენილია, " თუმცა დანაშაული ორივე მხრიდან იყო".

ასეა თუ ისეა, ამ დღეებში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა განაცხადა, რომ ქართულ-რუსული აგვისტოს კონფლიქტის შესასწავლად, შექმნილი იქნება საერთაშორისო კომისია, რომელსაც სათავეში ჩაუდგება შვეიცარიელი ექსპერტი. მისი მუშაობით "დადგინდება მოვლენების მონაწილეთა პასუხისმგებლობა და მივიღებთ მომხდარის უფრო დეტალურ სურათს" "საქართველოს და რუსეთს მოუწევთ თავიანთი არქივების გახსნა, იმისათვის, რომ დადგინდეს სიმართლე - ვისი ინიციატივა იყო ომის დაწყება. ამის შემდეგ, კომისიის წევრები დაკითხავენ ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს" - განაცხადა კუშნერმა, გამოთქვა იმედი , რომ რუსეთის ხელისუფლება ითანამშრომლებს კომისიასთან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ამის შესახებ ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ მოსულა.

კომისია, სავარაუდოდ ოდნავ ახდის ფარადს სიმართლეს, რომელიც სახარბიელო არ აღმოჩნდება არც რუსი და არც ქართული სამხედროებისათვის. ომი ომია : გაუმართლებელი მკვლელობა, მარადიორობა, ამით სცოდავდა ორივე მხარე. ამასობაში როგორც აღნიშნავს გაზეთი "24 საათი" , თბილისში დადებითად შეაფასეს კუშნერის განცხადება. "საქართველო დაინტერესებულია საერთაშორისო კომისიის საქმიანობით, რომელიც იძიებს აგვისტოს მოვლენებს ", -აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრიეს მოადგილემ გიგა ბოკერიამ. ხოლო სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში- თემურ იაკობაშვილმა აღნიშნა, რომ კომისია შეიქმნა საქართველოს მხარის თხოვნით.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100