RSS
на русском en in english
18.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ორ სკამზე მორგებას ცდილობს

29.10.2008  |  15:22

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ორ სკამზე მორგებას ცდილობს

გაზეთი "კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში ბერნარდ კუშნერმა განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს მხარეს არ იჭერს, მიუხედევად იმისა, რომ მას 6,4 მილიარდი დოლარი გამოუყო.

კუშნერმა მოიწონა თავისი საქციელი საქართველოსკენ მომართული რუსული აგრესიის შეჩერებისა. ამასთანავე დასძინა, რომ არავის დადანაშაულება არ სურს.

"საქართველოს შეუტიეს. თქვენ ერთმნიშვნელოვნად მოემზადეთ. რუსული სამხედრო ძალები რაღაც გასაოცარი შემთხვევით აღმოჩნდნენ ზუსტად საზღვარზე საჭირო დროს,-აღნიშნა მან.-რუსული არმიის სამხედრო მიზანი, როგორც ჩანს, იყო თბილისის აღება. ქართველებიც ამას ამტკიცებენ. მე ვთვლი, რომ საქართველოში რეჟიმის შეცვლის რეალური საფრთხე არსებობდა. ეს კი უამრავი მსხვერპლის ფასად მოხდებოდა".

კუშნერმა თქვა, რომ იმ მომენტისთვის მთავარი ამოცანა ომის შეჩერება იყო, და "ჩვენ ეს 3 დღეში გავაკეთეთ". ახლა, მისი აზრით, პოლიტიკოსებმა მოლაპარაკებები უნდა დაიწყონ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროკავშირი სასტიკი წინააღმდეგია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა. "მაგრამ ამასთანავე უაღრესად დაინტერესებულია რუსეთისა და ევროკავშირის თანამშრომლობით".

შემდეგ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა წარმოადგინა მთელი რიგი ევროკავშირის პრეტენზიებისა. რუსული ჯარები რჩებიან ახალგორსა და ზემო კოდორში და არ უშვებენ იქ ევროკავშირის დამკვირვებლებს. კუშნერმა კომენტარი გაუკეთა რუსეთის განცხადებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების დაცვის შესახებ, მისი აზრით,ამის აუცილებლობა არ არსებობს.

"ხალხის დაცვა, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ პრობლემების გადაჭრა საჭიროა პოლიტიკური და არა ძალისმიერი გზით, -აღნიშნა კუშნერმა, - ასეთია ევროკავშირის 27 ქვეყნის აზრი, იმიტომ რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა პრობლემები წამოიჭრება - ყირიმის, უკრაინის და სხვა. მესმის, რომ გორბაჩოვის და ელცინის დროს ბევრი საზღვარი შეიცვალა, მაგრამ ყველაფრის გამოსწორება მხოლოდ მოლაპარაკების გზით არის შესაძლებელი".

იმაზე თუ რატომ არ დაიჟინა ევროკავშირმა მოლაპარაკებების გამართვა გორბაჩოვის და ელცინის დროს, მხოლოდ ვარაუდები დაგვრჩენია. ალბათ იმიტომ, რომ საზღვრები დასავლეთისთვის ხელსაყრელი გზით იცვლებოდა. ახლა კი ევროპისთვის აუცილებელია საკუთარი დამკვირვებლების ყოლა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. კუშნერმა თქვა, რომ ევროკავშირი აუცილებლად ეცდება მოიპოვოს რესპუბლიკებში საკუთარი სამშვიდობოების ჩაყენების უფლება. როგორც ჩანს, იმისთვის რომ შეძლონ ევროკავშირის იდეის იქ გატარება: "არ არსებობს ამიერკავკასიის რესპუბლიკები, ეს საქართველოს ტერიტორიაა".

არცაა გასაკვირი რომ აფხაზეთი და ოსეთი არ უშვებენ ევროკავშირის სამშვიდობოებს. მოსკოვის დანაშაულებზე საუბრის შემდეგ, კუშნერი გადაერთო რუსეთ-ევროკავშირის საბაზისო მოლაპარაკებებზე. მან განაცხადა, რომ დიალოგის განახლება შესაძლებელი იქნება უახლოეს სამიტზე ნიცაში, რომელიც 14 ნოემბერს არის დაგეგმილი.

"ჩვენ ხომ არც კი გადაგვიდია მოლაპარაკებები, ჩვენ უბრალოდ დროებით შევაჩერეთ ისინი და, სხვათა შორის, ჩვენ არ გადაგვიდია ევროკავშირის და რუსეთის სამიტი. ჩვენ შევაჩერეთ მოლაპარაკებები, რადგან გვინდოდა, რომ რუსეთს შეესრულებინა თავისი დანაპირები, საქართველოდან ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით. ეს გაკეთებულია. მე ვიცი, რომ კიდევ რამდენიმე საკამათო საკითხი არის დარჩენილი, მაგრამ საერთო ჯამში მოსკოვმა თავისი დანაპირები შეასრულა. ეს ეხება ჟენევაში მოლაპარაკებების დაწყებასაც, ისინი დაიწყო. ცუდად, მაგრამ დაიწყო".

სანამ კუშნერი უყვებოდა მოსკოვს, თუ რა უნდა გაეკეთებინა რუსეთს, აშშ-ს ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ჯონ სალივენი საქართველო-აშშ-ს ბიზნეს სამიტზე გამოჩნდა, თბილისში. მან განაცხადა, რომ აშშ აპირებს უზრუნველყოს შეღავათიანი პირობები ამერიკის ბაზარზე ქართული პროდუქციისთვის.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100