RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

არის თუ არა რუსოფობია საქარტველოში?

27.10.2008  |  15:34

რუსოფობიის შესახებ მასალების შეგროვება საქართველოში აგვისტოს მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე დავიწყე. მე თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ეროვნება წარმოშობით კი არა ადგილთან მიჯაჭვულობით, დაბადების ადგილით, რელიგიით, ენით და ტრადიციებით რომ განისაზღვრებოდეს, მაშინ მე რუსი კი არა, უფრო მეტად ქართველი ვარ. საქართველო ეს არის სახლი, სამშობლო, ბავშვობა, ოჯახი... თბილისიდან წლინახევრის წინ წავედი,როგორც ყველა, მეც უკეთესი მომავლის ძიებაში. მიუხედავად სლავიანური გარეგნობისა, რუსეთში დღემდე, რატომღაც, ქართველს მეძახიან.

ტირილამდე საწყენი იყო, რომ თბილისელებმა, რომლებიც, როგორც წესი, მინიმუმ სამ ენაზე საუბრობდნენ- ქართულზე, რუსულსა და სომხურზე ( აგრეთვე აზერბაიჯანულზე და ბერძნულეზე, იმისდა მიხედვით თუ ვინ ცხოვრობდა მათ სამეზობლოში), თავისდა შეუმჩნევლად რუსოფობია აიკიდეს. 90-ანი წლების დასაწყისშიც კი, როდესაც ქვეყანა გამსახურდიას ლოზუნგმა „საქართველო ქართველებისთვის" „გამოაღვიძა", ყველა თბილისური ტრადიციებით ცხოვრობდა - ერთად მიდიოდნენ რთველში, უსმენდნენ ბრძნულ შენიშვნებს რომლებსაც დეიდა მზია იძლეოდა, ის გვასწავლიდა როგორ ამოგვეხვია ხინკალი ნაკეცების საჭირო რაოდენობით და გვეძახდა როდესაც კვერების მომზადებაში დახმარება სჭირდებოდა... 90-ანი წლების შუაში, როდესაც ქვეყანა გაზისა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, რვასართულიანი სახლის სადარბაზოში იდგა ერთადერთი შეშის ღუმელი, რომელზეც ჩაის ადუღებდა მრავალსართულიანი სახლის ყველა მცხოვრები, რომლებიც ერთმანეთს ყველაფერს უზიარებდნენ რაც კი ჰქონდათ მარაგში შემორჩენილი. უკვე მომხდარი იყო სამხრეთ ოსეთის მოვლენები (1990წ.), სულით ხორცამდე შეძრული ჯარისკაცებიც დაბრუნდნენ აფხაზეთიდან, მაგრამ ეს ყველაფერი პოლიტიკა იყო, თბილისი კი კვლავ თავისი ტრადიციებით ცხოვრობდა...მაგრამ ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის გაუთავებელმა ტალღებმა მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებამდეც მიაღწია და მათ სულებსაც ჩასწვდა. რუსეთისკენ მიმართულმა დადანაშაულებებმა, რომ ის არის ყველაფრის მიზეზი - უგაზობის, უშუქობის და სტიქიური უბედურებებისაც კი, გაყო მეგობრები და ნაცნობები ორ ნაწილად : ვისაც ამისი სჯეროდა და ვინც მზად იყო ამის თაობაზე ეკამათა.

და რუსოფობია რა არის?

1
 2 3 4 5
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100