RSS
на русском en in english
19.10.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

სოფელ ქვეშის მოსახლეობამ სანაკოევის ადმინისტრაცია არ შეუშვა

27.10.2008  |  15:37

საქართველოს არ შეუძლია დაიბრუნოს „სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია", თუნდაც იმ შემთხვევაში, თუკი მას თავის ტერიტორიაზე, საზღვართან ახლოს მდებარე სოფელ ქვეშში განათავსებს. აღნიშნული სტრუქტურა დიმიტრი სანაკოევის მეთაურობით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სოფელ ქურთაში იყო განთავსებული. სწორედ ეს გახდა 4 ქართულ სოფელსა და რესპუბლიკის დანარჩენ მოსახლეობას შორის მტრობის მიზეზი. ქართულმა მედიამ განცხადება ადმინისტრაციის გადაადგილების შესახებ 27 ოქტომბერს გააკეთა. კვეშის მოსახლეობა სოფელში ადმინისტრაციის განლაგების წინააღმდეგ გამოდის. მოსახლეობის თქმით, სანაკოევის ადმინისტრაციის განთავსებით კონფლიქტის ზონაში სიტუაცია დაიძაბება.

ამ განცხადების შემდგომ სანაკოევის პრეს-მდივანმა ია ბარათელმა გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაცია ქვეშში აღარ განთავსდება.

ალტერნატიული ადმინისტრაცია 2006 წლის შემოდგომაზე შეიქმნა და ცხინვალიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით სოფელ ქურთაში განთავსდა. სტრუქტურას სათავეში ჩაუდგა სამხრეთ ოსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და თვისტომთა მიერ „მოღალატედ" შერაცხული დიმიტრი სანაკოევი. სააკაშვილი კი სანაკოევს იმ „გმირად" რაცხავდა, რომელიც ოსი და ქართველი ხალხის შესარიგებლად ყველაფერს აკეთებს. ამის მიუხედავად საქართველოს ხელისუფლება ზედმიწევნით ცდილობდა, რომ სანაკოევის პერსონისათვის პოლიტიკური ლიდერის როლი აერიდებინა და მას საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელად მოიხსენიებდა.

აგვისტოს ომის პერიოდში დროებითი ადმინისტრაცია ქურთადან გაიქცა. როგორც ცნობილია ქურთა და მისი მიმდებარე ქართული სოფლები ამჟამად სამხრეთ ოსეთის დაქვემდებარების ქვეშა იმყოფება, ამიტომ სანაკოევის ადმინისტრაციის იქ დაბრუნების არანაირი შანსი არ არსებობს. ამრიგად სანაკოევმა გადაწყვიტა, ესარგებლა დროებითი სიმშვიდით და თავისი ადმინისტრაციის ქვეშში განლაგება განიზრახა. თუმცა ომში მიღებული მწარე გამოცდილება სოფლის მოსახლეობას დაეხმარა რეალური საფრთხე ეგრძნო და გონიერება გამოეჩინა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თავის დროზე ქურთის ბევრი მკვიდრი სანაკოევის ადმინისტრაციის სოფელში განთავსების წინააღმდეგი იყო, თუმცა სიტუაციის შესაცვლელად არაფერი იღონეს.

ქვეშელების რეაქცია სავსებით კანონზომიერია. მათ ხომ კარგად იციან და ესმით სადამდე მიყვანა სოფელი ქურთა იქ განთავსებულმა სანაკოევის ადმინიტრაციამ - ქართულ ანკლავთან სიტუაცია დაიძაბა. საქართველოს ხელისუფლების ახლომხედველი პოლიტიკის შედეგი, ათასობით ლტოლვილი ადამიანია სამხრეთ ოსეთიდან. ასეთივე შედეგს ვარაუდობდა ერთი წლის წინ პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, იგი ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ „დროებითი მთავრობის" ჩამოყალიბებას, რომელსაც თითქოს ეფექტური ნაბიჯები უნდა მოჰყოლოდა „ოსი და ქართველი ხალხის შერიგების" კუთხით, სინამდვილეში დღევანდელი რთული ვითარება მოიტანა.

„დიმიტრი სანაკოევზე დაყრდნობა არ შეიძლება, მას არც მოსახლეობის რეალური მხარდაჭერა და არც სხვა ბერკეტები არ აქვს. ხელისუფლებას არ ძალუძსს რეალური პროექტების განხორციელება და ამიტომ პიარით შემოიფარგლება"- განაცხადა მაშინ ზაქარეიშვილმა. ოსები საქართველოს ხელისუფლების ამ პროექტს ირონიით „სანაკოევს" უწოდებდნენ. კერძოდ ოსეთის მთავრობის მეთაური ბორის ჩოჩიევი ამბობდა, რომ „პროექტის" მიზანი სანაკოევის პრო-ქართული დაჯგუფებისთვის მაქსიმალურად მეტი მხარდაჭერის მოპოვებაა, რათა შემდეგ მოხდეს მოწინააღმდეგე ადმინისტრაციების დაპირისპირება, რომელიც სამოქალაქო ომში გადაიზრდება და ოსი ხალხი ერთმანეთის წინააღმდეგ წავა. „ყოველივე ეს მიმართულია იმისაკენ, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალოს და ქურთის კოლმეურნეობა ოსი ხალხის ინტერესების გამომხატველად გამოცხადდეს. სააკაშვილს ავიწყდება, რომ სანაკოევი არ წარმოადგენს არც ოსი და არც ქართველი ხალხის ინტერესებს"_ განაცხადა ჩოჩიევმა.

რაც არ უნდა ერქვას ამ პროექტს, მან თვალნათლივ აჩვენა, თუ როგორი ავტონომიის იმედი უნდა ჰქონოდეთ საქართველოში ოსებს. სანაკოევის ადმინისტრაციამ ვერ მოიპოვა ვერანაირი სერიოზული სტატუსი და კვლავაც „დროებითად" დარჩა, როგორც ჩანს მთელი მისი ისტორია წარსულს ჩაბარდა.

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100