RSS
на русском en in english
31.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ლადო გურგენიძე თანამდებობიდან გადააყენეს

27.10.2008  |  15:39

საქართველოს პრემიერ-მინისტრს. პარლამენტის აგვისტოს კონფლიქტის დროებითი საგამომძიებო კომისია ოფიციალურ პრეტენზიებს უყენებს. კომისიის თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ კომისია მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოა და მთავრობა უნდა გადადგეს. იმავე დღეს სააკაშვილის ერთგული თანამებრძოლი სავარძლის გარეშე დარჩა. მის პოსტს საქართველოს ელჩს თურქეთში, გრიგოლ მგალობლიშვილს უწინასწარმეტყველებენ.

თანამდებობიდან მოულოდნელად გადადგომა შესაძლოა ოპოზიციასთან შეთამაშების შედეგია. როგორც ჩანს, სააკაშვილი თავისი პოპულარობის ამაღლებას უკვე ნაცადი მეთოდით, პერიოდულად „ვარდების რევოლუციის" თანამებრძოლთა გაწირვით ცდილობს.

პრემიერის გადადგომას წინ უძღვოდა ოპოზიციის გააქტიურება. მომხდარიდან რამდენიმე საათით ადრე „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" გენერალურმა მდივანმა, იოსებ შატბერაშვილმა განაცხადა, რომ აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია მიხეილ სააკაშვილისთვის არის შეკერილი. ოპოზიციონერის თქმით კომისია, რომ კეთილსინდისიერად მუშაობდეს, დიდი ხნის წინ გამოვიდოდა პრეზიდენტის, თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილის, თბილისის მერი გიგი უგულავას და უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსანდრე ლომაიას გადადგომის მოთხოვნით.

„ისინი დამნაშავენი არიან, რადგან აგვისტოს მოვლენები მათი ხელმძღვანელობით ვითარდებოდა. ამბობენ, რომ ეს იყო 5 დღიანი ომი, სინამდვილეში ეს იყო ერთ დღიანი ომი. საქართველოს ხელისუფლებამ ეს ომი ერთ დღეში წააგო. ქართულმა არმიამ მხოლოდ ხუთი დღე გაუძლო ომს, რაც თავისთავად უარყოფითად აისახა ხალხის ფსიქოლოგიურ და მორალურ მდგომარეობაზე"-აცხადებს შატბერაშვილი.

ქართველ „ლეიბორისტთა" გენერალური მდივნის გამოსვლა, წინ უძღვოდა ოპოზიციის საპროტესტო აქციას, რომელიც 7 ნოემბერს იგეგმება. შარშან ნოემბრის საპროტესტო აქცია ხელისუფლებამ წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით დაშალა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 200 საავადმყოფოში მოხვდა. ოპოზიციამ ანგარიშსწორება გაიხსენა და 7 ნოემბერს თბილისის ქუჩებში თავის მომხრეებს გამოიყვანს. შატბერაშვილის აზრით, ამჯერად ხელისუფლებას მსგავსი დარბევის მოწყობის სიმამაცე აღარ ეყოფა. „ეს აღარ არის ის ხელისუფლება, რომელიც ბუშის ფრთის ქვეშ იყო. თავად ბუშიც თითქმის აღარ არის აშშ-ს პრეზიდენტი. ამიტომ არა მგონია ვინმემ 7 ნოემბერს, რაიმე მსგავსის ჩადენა გაბედოს"- აღნიშნა „ლეიბორისტთა" გენერალურმა მდივანმა.

შარშან დემონსტრანტები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ, მაგრამ სანაცვლოდ „ჩერიომუხის" დოზა მიიღეს. ექს-სპიკერი და „დემოკრატიის განვითარების" ფონდის ხელმძღვანელი დღეს თავად გამოვა პროტესტის გამოსახატავად პარლამენტის შენობასთან.

„საქართველო უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის ფაზაში შედის, „ომი წაგებულია, რასაც უაზრო და ცინიკური პროპაგანდა მოყვა",ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით მედიასა და ბიზნესზე უპრეცენდენტო კონტროლია დამყარებული. ყოველივე ამან შესაძლოა სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს" -აცხადებს ბურჯანაძე.

ნინო ბურჯანაძემ ხელისუფლებას ღია წერილით მიმართა. ეს ამ თვეში უკვე მეორე წერილია. სექტემბრის ბოლოს ბურჯანაძემ ჩამოაყალიბა და ხელისუფლებას დაუსვა 43 კითხვა სამხრეთ ოსეთში ომის მარცხთან დაკავშირებით. ვიცე-სპიკერმა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა პირდაპირი ტელე-ეთერით მოითხოვა, მაგრამ კითხვები ისევ კითხვებად დარჩა, ამიტომაც ამჯერად ბურჯანაძე კითხვებს აღარ სვამს და მხოლოდ ფაქტების კონსტატაციას ახდენს. საქართველოს ამჟამინდელ პარლამენტს ბურჯანაძე ფიქტიურად მიიჩნევს, მთავრობას კი ადანაშაულებს იმაში, რომ მათ სიმართლის ეშინიათ. მისი აზრით სააკაშვილმა „ვარდების რევოლუციის" იდეალებს უღალატა. ექს-სპიკერი მიიჩნევს, რომ საქართველოს რეალური დემოკრატია, გონივრული პოლიტიკა და სიტყვის თავისუფლება სჭირდება. ახლანდელი მთავრობა კი ქვეყნის დაცვას ახალი რისკებისაგან ვერ უზრუნველყოფს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100