RSS
на русском en in english
18.08.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ნინო ბურჯანაძე შეტევაზე გადადის

27.10.2008  |  15:49

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა, ნინო ბურჯანაძემ, გააცამტვერა სააკაშვილის ხელისუფლების ბაქიაობა, როდესაც მთავრობას ღია წერილით მიმართა. მის ყოფილ მოკავშირეს, აწ უკვე მოწინააღმდეგეს, არ გამოუჩენია სათანადო გულისხმიერება, რომ გაეგრძელებინა ღია მიმოწერა. „რკინის ლედის" მიმართვა გააკრიტიკა ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, საქართველოში სოროსის ფონდის ყოფილმა თავკაცმა დავით დარჩიაშვილმა, რომლიც ამ ბოლო დროს,. უფრო და უფრო ხშირად ახმოვანებს მთავრობის პოზიციებს.

ის ნინო ბურჯანაძის წერილს „ზედმეტად ემოციურს" და არაარგუმენტირებულს უწოდებს, ამასთანავე აღშფოთებულია მეამბოხის „გულმავიწყობით". „რატომ ივიწყებს ის ამ წლების განმავლობაში მომხდარ კარგ ფაქტებს,რომლებიც იმ გუნდთან აკავშირებს, რომელსაც ახლა ასეთი ტონით ესაუბრება?"-კითხულობს პარლამენტარი, ხაზს უსვამს რა იმას, რომ ნინო ბურჯანაძე 5 წლის განმავლობაში სააკაშვილის ხალხში შედიოდა და აქედან გამომდინარე, მასაც ისეთივე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხდარზე.

საკუთარი შეცდომების აღიარება - ასეთი გამოცდილება, საქართველოს ისტორიაში, არცერთ ახალგაზრდა რეფორმატორს არ ჰქონია. ხოლო ნინო ბურჯანაძე კი ზუსტად ამისკენ მოუწოდებდა.

ქვეყნის ხელისუფლებისთვის აუცილებელია „საკუთარი შეცდომების გაცნობიერება და აღიარება" , მიხეილ სააკაშვილისთვის კი არჩევანის გაკეთება „ საკუთარ ძალაუფლებასა და იმ დაპირებებს შორის, რომლებიც 2003 წლის „ვარდების რევოლუციის" დროს მისცა ხალხს", წერს თავის მიმართვაში ნინო ბურჯანაძე. ის თვლის რომ „დემოკრატიულად ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს შეუძლია" ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა.

ამასთანავე ის გამორიცხავს, როგორც გასული წლის ნოემბრის მოვლენების, როდესაც მთავრობამ ოპოზიციის მიტინგი დაარბია, ისე აგვისტოს სამხედრო ოპერაციის გამეორებას. „სამწუხაროდ, აშკარა გახდა, რომ ხელისუფლებამ ვერაფერი ისწავლა 7 ნოემბერს და მხოლოდ გარეგნული ცვლილებები მოახდინა",- ფრთხილობს ნინო ბურჯანაძე კარსმომდგარი ოპოზიციის მიტინგების გამო.

მისი შეხედულებით, შეიძლება გამეორდეს „მორიგი სამხედრო პროვოკაციაც". ამასთანავე ომის შემდგომი ემოციებიც არ დაივიწყა ბურჯანაძემ და არც ჩრდილოელი მეზობლისთვის დაიშურა მწარე სიტყვა... ხელისუფლების ქმედებები, მისი აზრით, ქვეყანას „კიდევ უფრო მოუმზადებელს და დაუცველს ხდის საერთო მტრის წინაშე". საერთო მტერი მოცემულ შემთხვევაში, აშკარაა, რომ ფინანსური კრიზისი არ არის...

ამასთანავე ბურჯანაძე აფრთხილებს, რომ „მორიგი ავანტიურის შემთხვევაში საქართველო კვლავ დაკარგავს ახალგაზრდებს, ტერიტორიებს და ასევე დასავლეთის ნდობასა და მხარდაჭერას, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანების პერსპექტივა მომავალშიც ისეთი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, რომელთა პროგნოზირებაც შეუძლებელია".

ხელისუფლების ასეთი უხეში კრიტიკა სააკაშვილის თანამოაზრის მხრიდან მოულოდნელი არ ყოფილა. ომის შემდგომ დღეებში თბილისში დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ აშშ ამზადებდა უმართავი სააკაშვილის შემცვლელს. ქართველი პოლიტოლოგები, რომლებმაც არ მოისურვეს ვინაობის გამჟღავნება, თვლიან, რომ ფსონები ნინო ბურჯანაძესა და სააკაშვილის ბიძაშვილ ირაკლი ალასანიაზე იდება, ეს უკანასკნელი საქართველოს წარმომადგენელია გაეროში. ქართულ მასმედიაში ის ინფორმაციაც გამოჩნდა, რომ, ირაკლი ალასანიამ შეიძლება ახლანდელი პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე შეცვალოს. ამ ჭორებს არ მოჰყოლია არც დადასტურება და არც უარყოფა.

ექს-პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის საუკეთესო მოსწავლე და ქართული „ვარდების რევოლუციის" შვილი- ნინო ბურჯანაძე, რომელმაც სააკაშვილის გუნდი ზუსტად 1 წლის წინ საპარლამენტო არჩევნების წინ დატოვა, თამამად გადავიდა შეტევაზე.

სააკაშვილის და ბურჯანაძის დუელი მხოლოდ დროის საკითხი იყო. ყოველ შემთხვევაში, ასე იქცეოდა სააკაშვილის ყველა ყოფილი მეგობარი და თანამოაზრე - ოპოზიციის მხარეს გადავიდნენ „ქორი" - ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი და კონფლიქტების დარეგულირების ყოფილი მინისტრი გიორგი ხაინდრავა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100