RSS
на русском en in english
16.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

მე მე არ ვარ და ქუდიც ჩემი არაა...

28.10.2008  |  15:52

საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო გარკვევა, ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ "ვარდების რევოლუციას რუსულმა ტანკმა გადაუარა" პირველად ამ თემაზე პარლამეტის ექს- სპიკერი ნინო ბურჯანაძე ალაპარაკდა. ჯერ კიდევ სექტემბრის ბოლოს მან ფორმულიება გაუკეთა 43 შეკითხვას ხელისუფლებისადმი, სამხრეთ ოსეთის ომში დამარცხების შესახებ და მოითხოვა მათზე პასუხები პირდაპირ ეთერში. მაშინ ბურჯანაძის შეკითხვები უყურადღებოდ დატოვეს. სტატუს ქვოს შენარჩუნება კიდევ ერთი თვით მოხერხდა. მაგრამ ოქტომბრის ბოლოს ქართული ოპოზიცია ამოძრავდა. სააკაშვილების მომხრეებმა 7 ნოემბერს ანტიხელისუფლების მსხვილი დემონტრაცია დანიშნეს. არ უშველა არც ოფიციალური თბილისის დარწმუნებამ: ის ვინც აკრიტიკებს მთავრობას, ის ხელს აძლევს რუსებს.

"იმის თქმა, რომ რუსები ახლოს დგანან და ეხლა არაა აქციების დრო - ეს კანცელარიიდან წამოსული პიარია. ახლანდელი ხელისუფლების პოლიტიკის გამო ისინი კიდევ ათობით წლებით დარჩებიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსების წასვლას რომ ველოდოთ, სააკაშვილი კიდევ 50 წელი იჯდება პრეზიდენტის პოსტზე" - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა 24 ოქტომბერს.

ნათელაშვილს მთელი რიგი ოპოზიციონერები აყვნენ. ძირითადად იმით დაკავებულები, რომ ეძებენ რუს აგენტებს, საქართველოს პრეზიდენტის გარემოცვაში. ყოფილი მინისტრმა კონფლიქტების დარეგულირების დარგში- გიორგი ხაინდრავამ ასეთებად შსს. მინისტრი ვანო მერაბიშვილი და მთავრობის აპარატის უფროსი კახა ბენდუქიძე დაასახელა. ლეიბორისტული პარტიის მდივანმა იოსებ შატბერაშვილმა განაცხადა, რომ აგვისტოს საქმეების შემსწავლელი დროებითი საპარალმენტო კომისია, მიხეილ სააკაშვილისთვის ფარია. მისი სიტყვებით კომისია, რომ კეთილსინდისიერად მუშაობდეს, მაშინ აუცილებლად გამოვიდოდნენ პრეზიდენტის გადაყენების მოთხოვნით და გისოსებს მიღმა მოათავსებდნენ თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს, თბილისის მერს გიგი უგულავას და უშიშროების საბჭოს მდივანს ალექსანდრე ლომაიას.

"ისინი დამნაშავეები არიან, რადგან აგვისტოს მოვლენები მათი ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა" ყველაზე მეტად რადიკალური აღმოჩნდა, სახალხო ფრონტის ლიდერი ნოდარ ნათაძე. მოსკოვური აგენტების ნათაძისეულ სიაში მოხვდნენ: თავად სააკაშვილი, სახელისუფლებო უმრავლესობა, პარლამენტი და ოპოზიცია. მთლიანობაში კი პრეტენზიები შეაჯამა გაერთიანებული ოპოზიციიდან პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ: "სააკაშვილმა, ყველა იმ ქმედებაზე რამაც ზიანი მიაყენა საქართველოს და სისხლზე, რომელიც დაიღვარა აგვისტოში, პასუხი უნდა აგოს ." ნოემბრის აქციები გასულ წელს წყლის ჭურვებითა და ცრემლასდენი გაზით დაარბიეს. მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა. წაგებული ომის და ორი პროვინციის საბოლოოდ დაკარგვის შემდეგ, პრეზიდენტის მხარდაჭერის რეიტინგი 10 პროცენტით დაეცა. საჭირო იყო პოპულარობის აღდგენის სხვა საშუალებები და სააკაშვილმა დაიწყო "ვარდების რევოლუციის" თანამოსანგრეთა გაწირვა, მათთვის აგვისტოს მოვლენების წინასწარი დაბრალებით.

პირველი ამ სიაში პრემიერი ლადო გურგენიძე აღმოჩნდა. 27 ოქტომბერს ის გადააყენეს. მის ადგილას ყველასათვის უცნობი მოღვაწე - გრიგოლ მგალობლიშვილი დასვეს. ახალი პრემიერი ძველისგა იმით განსხვავდება, რომ არაფერშია გარეული. "ახალგაზრდა სპეციალისტი" უკნასკნელ დრომდე იყო საქართველოს ელჩი ანკარაში. 10 დღის განმავლობაში მან უნდა გააცნოს პრეზიდენტს მთავრობის შემადგენლობის საკუთარი ვარიანტი. სავარაუდოდ ნაცნობი სახეები მასში საერთოდ აღარ დარჩება. სააკაშვილს მოუწევს თავის გვარდიელებზე - თავდაცვის მინისტრზე, ინტეგრაციის მინისტრზე, უშიშროების საბჭოს მდივანზე და ვიცე პრემიერზე უარის თქმა. ამავდროულად, საქართველოს უშიშროების საბჭომ იპოვა წაგებული ომის ძირითადი მეისრე - ქართული სამშვიდობო ძალების მეთაური, გენერალი მამუკა ყურაშვილი. უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ განაცხადა, რომ " პრეზიდენტმა სამხრეთ ოსეთის იერიშზე ბრძანება, მხოლოდ მას შემდგომ გასცა რაც დადასტურდა ინფორმაცია რუსული აგრესიის შესახებ. ყურაშვილის სიტყვები ქართული იერიშზე, არ იყო სანქცირებული". შეგახსენებთ , 8 აგვისტოს ღამით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის " ეთერში გენერალმა განაცხადა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები, შეუდგნენ "სამხრეთ ოსეთში კონსტიტუციური წესრიგის დამყარების" ოპერაციას.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100