RSS
на русском en in english
28.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საკუთარი თავით კმაყოფილია

31.10.2008  |  15:55

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავკაცმა - ლუის მარია დე პუჩმა და კიდევ რამდენიმე ჩინოვნიკმა მოინახულეს ეუთოს ოთხივე ოფისი საქართველოში - თბილისში, ფოთში, ზუგდიდში და გორში. მათ გარშემო ადგილებიც კი დაათვალიერეს დაჯავშნული ავტომობილის მეშვეობით. შემდეგ კი შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, უშიშროების მდივანს, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრებს და რეინტეგრაციის მინისტრს. „ჩვენ მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩავატარეთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მივიღეთ ჩვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე პასუხი", - განაცხადა ლუის მარია დე პუჩმა თბილისის აეროპორტის დატოვებამდე.

აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა კატეგორიული უარი თქვეს ნებისმიერ კომენტარზე, იმ მიზეზით რომ მათი მისია დელიკატური ხასიათის იყო.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თვლის, რომ რუსეთმა და საქართველომ არსებული პრობლემები დიალოგის გზით უნდა მოაგვარონ, - უკვე ტრაპზე ყოფნისას განაცხადა დელეგაციის თავმჯდომარემ. - ჩვენ ორივე მხარეს მოვუწოდებთ, რომ დიალოგის გზით მოაწესრიგონ ურთიერთობები".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოთქვა აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. სერგეი ლავროვმა ის საქართველოს ძალების აქტივაციისთვის ნაკლები ყურადღების დათმობაში დაადანაშაულა. ამ კვირის დასაწყისში, რუსეთის ინიციატივით, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილებოდა საკითხი საქართველოს მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გაგრძელების შესახებ აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიაზე. რუსეთმა ევროსაბჭოს მოუწოდა, რომ თავის თავზე აეღო ვალდებულება და მიეცა გარანტია იმისა, რომ საქართველო ამ რეგიონების წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებდა.

ევროსაბჭო, ჩვეულებისამებრ, არაფერს შეპირებულა. როგორც ჩანს, ევროპის მისია ამ ბოლო დროს მხოლოდ ერთი რამის გარანტირებაა - სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში იმ დაჯავშნული მანქანით პირველები სწორედ ისინი მიირბენენ შემთხვევის ადგილზე. რათა შემდგომში დიალოგისკენ უსაფრთხო მანძილიდან მოუწოდონ.

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ევროპელებით საქართველოს ხელისუფლებაც უკმაყოფილო აღმოჩნდა. თუკი შევაჯამებთ მათი წარმომადგენლების ფრაზებს და ინფორმაციას, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს და პარლამენტის წყაროებიდან მივიღეთ, თბილისი მორალურ მხარდაჭერას ელოდა და არა ცარიელ სიტყვებს, როგორც მაგალითად: „მეგობრებო, მოდით მეგობრულად ვიცხოვროთ"!

მიხეილ სააკაშვილმა უფრო რეალური შედეგების მიღწევა შეძლო. 31 ოქტომბერს ის სტოკჰოლმში გამოცხადდა და შვედეთის პრემიერ-მინისტრისგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მიაღწია. რეინფელდის თქმით, შვედეთი უკვე შეპირდა საქართველოს 40 მილიონი ევროს გამოყოფას და საქართველოს ევროსაბჭოში ინტეგრაციისთვის ყველაფრის გაკეთებას.

„რუსეთმა საქართველოში ეთნოპოლიტიკური წმენდა განახორციელა, - განაცხადა ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილმა და გაიმეორა : - ის, რაც რუსეთმა გააკეთა, ეთნოპოლიტიკური წმენდა იყო. თქვენ შეგიძლიათ თავად ჩამობრძანდეთ და დარწმუნდეთ ამაში, თუკი რუსები შესაძლებლობას მოგცემენ".

ქართული დემოკრატიის ეს ზეიმი ცოტათი გააფუჭა ახალგაზრდა ნორვეგიელმა, რომელიც ნობელის ცენტრში აფხაზეთის დროშით გამოცხადდა. ახალგაზრდა რომელიღაც ორგანიზაციიდან, სტოკჰოლმს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას თხოვდა. დაცვამ ის სასწრაფოდ მოაშორა. ქართულმა დელეგაციამ შემდეგ ახსნა, რომ ის ალბათ რუსების მოგზავნილი იყო ბრიფინგის ჩასაშლელად.

ბრიფინგის დამთავრების შემდეგ სააკაშვილი ვილნიუსში გაემგზავრა. აქ მოულოდნელობებს არც უნდა ველოდოთ. ბალტიისპირელები ადრევე მოემზადნენ მოკავშირესთან დასახვედრად, განსაჯეს მოსკოვი მოლაპარაკებების რატიფიკაციის გამო მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შესახებ „საქართველოს საკუთრებაში მყოფ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან" . ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა შეტყობინება, რომელშიც ირწმუნებიან, რომ რუსეთის გოსდუმის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ვენის 1969 წლის კონვენციას საერთაშორისო მოლაპარაკებების შესახებ და უხეშად არღვევს გაეროს ქარტიის პრინციპებს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100