RSS
на русском en in english
30.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

უცხოელი ჟურნალისტები საკუთარ გამოძიებას აწარმოებენ

01.11.2008  |  16:15

უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო მეტი ჟურნალისტი ჩამოდის სამხრეთ ოსეთში სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა თავიანთი თვალით დაინახონ ყველაფერი და ჩაატარონ საკუთარი გამოძიება. მანამდე ასეთი საშუალება მათ არ ჰქონდათ. თბილისი კრძალავდა უცხოელი ჟურნალისტების შემოსვლას საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე და იმავე ზომების მისაღებად მიმართავდა მოსკოვს.

რუსეთი, რომელიც პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასრულებდა პირობას. სწორედ ეს გახდა საინფორმაციო ფრონტზე საქართველოს გამარჯვების მიზეზი.

მსოფლიო საზოგადოება კონფლიქტის ზონაში მომხდარ ამბებს მხოლოდ ქართველი და უცხოელი ჟურნალისტების საშუალებით გებულობდა, რომლებიც მუშაობდნენ სამხრეთ ოსეთის გარეთ.

განსაკუთრებით მწვავედ ამ პრობლემის სერიოზულობა მე მაშინ შევიგრძენი, როდესაც თავად ჩამოვედი თბილისში ამა წლის იანვარში, საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ხმის მიცემამდე ერთი დღით ადრე მიხეილ სააკაშვილმა გამართა უცხოელი ჟურნალისტებისათვის პრეს კონფერენცია, რომლის შემდგომაც, გაიგეს რა, რომ სამხრეთ ოსეთიდან ვარ, ჩემთან დაიწყეს მოსვლა კოლეგებმა ჩინეთიდან, იაპონიიდან, ნორვეგიიდან. ისინი ჩიოდნენ ინფორმაციის არქონაზე და აქტიურად ინტერესდებოდნენ რესპუბლიკაში მომხდარი ამბებით, რა პირობებში ცხოვრობს ხალხი და რა განწყობა აქვთ მათ.

საქართველოს აგვისტოს საომარი აგრესიის შემდეგ რუსეთმა შეწყვიტა შემრიგებლის როლის შესრულება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აუცილებლობა მოიხსნა, რაშიც თავად არის დამნაშავე. მას შემდომ, უცხოელი ჟურნალისტები რუსეთიდან ჩადიან სამხრეთ ოსეთში, კერძოდ კი ჩრდილოეთ ოსეთიდან. რადგანაც ეს, სამწუხაროდ, მხოლოდ ომის დასრულების შემდგომ მოხერხდა, მათ მხოლოდ ომის შედეგები ნახეს. მაგრამ, როგორც ამბობენ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

ნელ-ნელა, დასავლეთიდან გამოჩნდა რეალური მოვლენების გამოძახილი. თავდაპირველად მანდ არ ჰქონდათ საშუალება გაეგოთ სხვა ვერსია, არსებობდა მხოლოდ ერთი - მოწოდებული ოფიციალური თბილისის მიერ. თუმცაღა უცხოურ პრესაში გაძლიერებულმა უტყუარმა რეპორტაჟებმა, როგორც იქნა აიძულა მსოფლიოს საზოგადოება ეჭვი შეპარვოდათ აგვისტოს კონფლიქტის ქართულ ინფორმაციებში. ერთ-ერთი ასეთი ჟურნალისტთაგანი, ენრიკო პიუოვეზანა მილანიდან, საერთაშორისო მედია ჰოლდინგის Peace Reporter-ის კორესპონდენტი აღშფოთებული იყო სამხრეთ ოსეთში მომხდარით და გაგონილით. ისინი საოცრად ეწინაააღმდეგებოდა იმ ცნობებს, რომელიც ვრცელდებოდა იტალიაში. ენრიკო პიოვეზანას მიერ გამოქვეყნებული რეპორტაჟების სერიებმა, რადიოთი გამოსვლებმა, გამსკდარი ბომბის ეფექტი მოახდინა და ეს არცაა გასაკვირი, ჟურნალისტმა ცხინვალში თითქმის ერთი კვირა გაატარა. მან სასტუმროზე უარი თქვა და ერთ-ერთ ოსურ ოჯახში დასახლდა, იმისათვის, რომ უკეთ შეეგრძნო იქაური ცხოვრება ყველა საყოფაცხოვრებო პრობლემებით : შუქის, წყლის , გაზის პერიოდული წასვლებით.

ზოგიერთი ჟურნალისტი არ შემოფარგლულა თავისი პროფესიული მოვალეობების შესრულებით. ნანახმა იმდენად მოახდინა შთაბეჭდილება, რომ გადაწყვიტეს ნებისმიერი საშუალებებით სიმართლე მიეტანათ მსოფლიო საზოგადოებისათვის. ასე მაგალითად, ევროპარლამენტის დეპუტატმა, პოლიტოლოგმა და ჟურნალისტმა ჯულიეტო კიეზამ სამხრეთ ოსეთის მონახულების შემდეგ ღია წერილით მიმართა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკო ფრატინის, სადაც აღნიშნავს, რომ საქრთველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვარზე სახიფათო სიტუაციაა და ეს არის ოსების მიმართ ქართული აგრესიის შედეგი. კიეზა თავის წერილში ასევე არ მალავს მღელვარებას სააკაშვილის ბოლო პერიოდის განცხადებების თაობაზე, თვლის რომ მათ შეიძლება გამოიწვიონ საომარი მოქმედებების განახლება.

შთამბეჭდავი გამოძიება ჩაატარა ბი-ბი-სის კორესპონდენტმა ტიმ ხიუელმა. მან მიიღო თვითმხილველთა უამრავი მოწმობა იმის შესახებ, რომ სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო ობიექტების წინააღმდეგ იარაღს იყენებენ.

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100