RSS
на русском en in english
27.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაცია რუსეთის წმინდა სინოდთან ურთიერთობის გასარკვევად მოსკოვში გაემგზავრა

01.11.2008  |  16:17

4 ნოემბერს მოსკოვს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური დელეგაცია ესტუმრება. სავსებით შესაძლებელია, რომ ზუგდიდის და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ფოთის და ხობის მიტროპოლიტი გრიგორი და გორის არქიეპისკოპოსი ანდრეი იმისთვის მიდიან, რომ კანონიერი ტერიტორიები გაიყონ, მათ შორის, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. სამხრეთ ოსეთის საეკლესიო სტატუსის საკითხი ჯერ კიდევ სექტემბერში წარმოიშვა. მაშინ მოსკოვის პატრიარქის იმედი სახელმწიფოს ინტერესების ჭრილში გავიდა. მიუხედავად აფხაზეთის და ალანიის ეპარქიის არაერთგზის თხოვნისა, მან თავისი მფარველობის ქვეშ არ აიყვანა ისინი. "საუბარი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის შემადგენლობაში ოსეთის და აფხაზეთის ეკლესიების შეყვანაზე გამორიცხულია", - განაცხადა მაშინ მოსკოვის პატრიარქის პრეს-მდივანმა მამა ვლადიმერ ვიგილიანსკიმ. მანამდე შიდა საეკლესიო კავშირების თავმჯდომარის მოადგილემ ვსევოლოდ ჩაპლინმა უკვე აუწყა საზოგადოებას, რომ "პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ საზღვრავენ საეკლესიო იურისდიქციის საკითხებს".

რა თქმა უნდა , საპატრიარქომ გამოაძევა მთხოვნელები არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სიყვარულის გამო. აფხაზეთის და ოსეთის მრევლის ბედს საეკლესიო დიპლომატია წყვეტს. უკანასკნელ პერიოდში დსთ-ს ტერიტორიაზე ვითარდება არასახუმარო ბატალიები მრევლთა სულებისათვის. შეტაკებები დასავლეთ უკრაინის უნიათებთან მხოლოდ პროლოგი აღმოჩნდა. ახლა ტაძრებს, კონკურენტი მართლმადიდებელი ეპარქიებიც ყოფენ. ასე მაგალითად, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, კონსტანტინოპოლის პატრიარქის მხარდაჭერაზე დაყრდნობით, ცდილობს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის გვერდის ავლით შექმნას უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებლური ეკლესია. ვერ ვიტყვით, რომ მან განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწია, მაგრამ მორწმუნეთა ნაწილი მაინც გადაიბირა. ანალოგიური სიტუაციაა მართლმადიდებლურ ესტონეთშიც - მთავრობის მხარდაჭერით ქვეყანაში შექმნეს ესტონური სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია. კონსტანტინოპოლის პატრიარქის მფარველობით.

ახალი წარმონაქმნი მაშინვე შევიდა იურიდიულ ბრძოლაში თავის რუს კოლეგებთან, უიმედო მცდელობით გაყონ ქვეყნის სამწყსო. უფრო ანეგდოტურია რუმინულ მართლმადიდებლობასთან დაპირისპირება. ორი წლის წინ მოლდავურ ქალაქ უნგენიში პოლიციას მოუწია მრევლის ეკლესიიდან გამოდევნა. მასში მიმდინარეობდა მოსკოვის და ბუქარესტის მომხრეების ხელჩართული ბრძოლა. ცნობილი საეკლესიო-საზოგადო მოღვაწის დიაკვან ანდრეი კურაევის თქმით, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელობაში შიშობდნენ პოსტსაბჭოთა სივრცეზე გავლენის დაკარგვის გამო და არ სურდათ ლამის ერთადერთი მოკავშირის - საქართველოს ეკლესიის დაკარგვა, ვისი ხმასაც ბალტიისპირეთში კონსტანტინოპოლთან საკმაოდ დიდი წონა გააჩნია მრევლისა და ქონებისათვის. 10 -12 ოქტომბერს სტამბულში ჩატარდა 15 მართლმადიდებელი პატრიარქის წარმომადგენელთა ნალოდინევი შეხვედრა. რუსულმა და ქართულმა ეკლესიების კავშირმა მშვიდობიანად დასძლია კონსტანტინოპოლის პატრიარქის წინააღმდეგობა, რომელიც ცდილობდა თათბირზე გაეყვანა ესტონური სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია. შეხვედრაზე მიიღეს შეთანხმება, რომ ამიერიდან კონსტანტინოპოლი აღარ გამოიძახებს ამგვარ ღონისძიებებზე თავის სტაროვერებს.

აფხაზეთის და ალანიის ეპარქიების საკითხი ისევ წარმოიშვა ორი კვირის შემდეგ. ამჯერად რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები არ იყვნენ ასეთი ცალსახა.

"მართლმადიდებლობა აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში საკმაოდ სავალალო მდგომარეობაში იმყოფება. მუშაობა ხალხის განათლებაზე არ მიმდინარეობს", - განაცხადა შიდა საეკლესიო კავშირების , ეკლესიის და საზოგადოების ურთიერთობის განყოფილების მდივანმა, მღვდელმა გიორგი რიაბიხმა. - როგორც რუსული, ასევე ქართული ეკლესიებისათვის პოლიტიკური მომენტები მეორეხარისხოვანია. მთავარია - კანონიკური მართლმადიდებლობის აღორძინება და შენარჩუნება.

იმავდროულად, მართლმადიდებლურმა ტელეარხმა "Спас" აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტაძრებისთვის საუკეთესო არქიტექტურული პროექტის კონკურსი გამოაცხადა. არხის დირექტორი ალექსანდრე ბატანოვი ამგვარ ქმედებას დადებითად აფასებს. რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბევრი რუსი ცხოვრობს, უახლოეს მომავალში კი იქ კიდევ რუსული არმიის გარნიზონები გამოჩნდება. ამიტომაც თითოეულში ერთი რუსული მართლმადიდებლური ტაძრის არსებობა ლოგიკურია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100