RSS
на русском en in english
29.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ადამკუსი და სააკაშვილი საერთო „უბედურებამ“ გააერთიანა

02.11.2008  |  16:26

რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი საქართველოდან. ასევე აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. ეს ლიტვის პრეზიდენტ ვალდაs ადამკუსს სურს.

1 ნოემბერს ვილნიუსმა მიხეილ სააკაშვილის მეგობრული მიღება გააგრძელა. ის ლიტვაში ერთი დღით ადრე ჩავიდა და მაშინვე თავის მეგობარ ადამკუსთან ერთად „საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლთა" მემორიალი მოინახულა, რათა ეგლოვათ ლიტველი პარტიზანები, რომლებიც 45-47 წწ. შინაგან საქმეთა კომისარიატმა შეაჩერა. მეორე დღეს სახელმწიფოს მეთაურებმა მოასწრეს ორმხრივი შეხვედრის ჩატარება და რუსეთის „იმპერიული პოლიტიკის" გაკიცხვა. ასევე ევროკავშირისაც - იმის გამო, რომ მას კიდევ რაღაცაში გარკვევა სურს, იმის მაგივრად, რომ თბილისთან და ვილნიუსთან ერთად მოსკოვი განსაჯოს.

„რუსეთმა უნდა შეასრულოს აღებული ვალდებულებები და საქართველოდან ჯარი გაიყვანოს, - განაცხადა პრეზიდენტმა ვალდას აdაmკუსმა. - ამიტომ ბრიუსელში შეხვედრისას უნდა ვიკითხოთ, თუ რატომ არ შეასრულა მან თავისი დაპირებები და SeiZleba Tu ara evrokavSirs aseTi mdgomareoba awyobdes. ჩვენ ევროსაბჭოს მმართველების ყურადღებას არსებულ სიტუაციაზე გავამახვილებთ, საფრთხის წარმოქმნაზე, რომელიც შეიძლება მთელ ევროპას შეეხოს. მთავარი კი ისაა, რომ ლიტვა პრინციპულ კითხვას წამოაყენებს - არსებობს თუ არა ის დემოკრატიული ფასეულობები, რომელთაც ერთხმად უჭერენ მხარს ევროკავშირის წევრი ქვეყნები?"

სააკაშვილი ზედმეტად gulCvili გახდა. მან განაცხადა, რომ არასოდეს დაივიწყებს როგორ ჩავიდა კონფლიქტის დროს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი საქართველოში.

„ლიტვა საქართველოს ძალიან კარგი მეგობარია, შეიძლება, ერთ-ერთი საუკეთესოც მსოფლიოში", - თქვა მან.

ბალტიისპირელები სააკაშვილს ისე ხვდებიან, როგორც გმირს. თითქმის ისევე, როგორც ეროვნულს: სახელმწიფოები, რომლებიც თვლიან რომ მათი ღირსება შელახულია, ყოველთვის მოხარულები არიან მოისმინონ მოთქმა, კიდევ ერთი საბჭოთა კავშირის ოკუპაციისგან დაჩაგრული ტანჯულისა, რომელიც მოსკოვმა გაანაწყენა. 2 ნომებერს საქართველოს პრეზიდენტი და მისი ლიტველი მეგობარი რიგაში გაემგზავრებიან კონფერენციაზე სახელად - „ერთიანი და გაერთიანებული ევროპა". იქ აგრესიულ კრემლს სავარაუდოდ გალანძღავენ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო და რუსეთის პოლიტიკის მთავარი „უიღბლო" - ბორის ნემცოვი.

თუმცა დემოკრატიული ფასეულობების ამ აჯანყებაზე რეაქცია ჯერჯერობით საკმაოდ სუსტია. როგორც ჩვეულებრივ, მათ მხოლოდ პოლონეთი და რიგაში შეკრებილთა ოკეანის მიღმა მეგობრები გამოეხმაურნენ. ვარშავის გამოცემამ "Dziennik" გამოაქვეყნა კოშმარული სცენარი, რომელიც მოამზადეს კონსერვატიულმა პროტესტანტებმა, ისინი რესპუბლიკელთა პარტიას უჭერენ მხარს და მათ გუნდს «Focus on Family» ჰქვია. ამ სტატიაში კეთდება პროგნოზი: რა მოხდება მსოფლიოში, თუკი აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა გახდება.

გუნდის აზრით, ამ შემთხვევაში უღმერთო რუსები მსოფლიოს დაიპყრობენ. ობამას მმართველობის პირველივე თვეებში დაიწყება საერთაშორისო კრიზისი, იმიტომ რომ „დემოკრატიის მტრებს მოუნდებათ ამერიკის პრეზიდენტის რეაქციის ნახვა". მთავარი მტერი იქნება რუსეთი, რომელიც უკვე მომავალ წელს დაიპყრობს უკრაინას და ბალტიისპირა ქვეყნებს. 2010 წლისთვის რუსეთი უკვე თავისი მოქალაქეების დაცვას პოლონეთის ტერიტორიაზე დაიწყებს. „ჩვენს ქვეყანას რუსეთის ჯარი მიიტაცებს", - იტყობინება "Dziennik" . - რუსეთის მადა მთელ აღმოსავლეთ ევროპაზე გავრცელდება.2012 წელს რუსეთი პოლონეთის გარდა დაიპყრობს უნგრეთს, ჩეხეთს, სლოვაკეთს, რუმინეთს და ბულგარეთს. ამის შემდეგ კი ახლო აღმოსავლეთის ხელისუფლებაში ალ-ქაიდას გააბატონებს".

ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ თანაგრძნობა გამოვუცხადოთ პოლონელებს და ამერიკელებს. თავისუფალი მსოფლიო, მათი პროგნოზებით, საშინელი წამებით დაიღუპება.

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100