RSS
на русском en in english
30.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

როგორ გამოხმაურებას ჰპოვებს აშშ-ს არჩევნების ექო კავკასიაში?

05.11.2008  |  16:32

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები, უდავოდ, ამ კვირის, უფრო სწორედ - ამ წლის, უმთავრესი სიახლეა. ამ დღეს ბრიტანული "Guardian" წერდა" „ ამერიკის არჩევნები ყველაფერზე იქონიებს გავლენას - უსაფრთხოებაზე ავღანეთსა და პაკისტანში, ვაჭრობაზე ჩინეთში და მოსკოვთან ურთიერთობაზე". ლოგიკურია იმის დასკვნა, რომ ამას შეიძლება კავკასიაში ახალი სცენარის განვითარებაც მოყვეს.

უკვე დღეს ფედერალური შეხვედრისთვის გაგზავნილ მიმართვაში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედმედევმა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის გარკვევის შემდეგ, განაცხადა, რომ „რუსეთი კავკასიაში უკან არ დაიხევს". ასე რომ, რას მოელის ეს რეგიონი მსოფლიო არენაზე ძალების ხელახალი გადანაწილებისგან?

ამ კითხვაზე, რა თქმა უნდა, არ არსებობს ერთი კონკრეტული პასუხი. საქართველოში ბევრი ადამიანი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებს ისტორიულს უწოდებდა, რა თქმა უნდა, საკუთარი ქვეყნისთვის. აქ უკანასკნელ წამამდე რესპუბლიკელ მაკკეინზე დებდნენ ფსონებს, უფრო პრინციპის გამო : რუსეთის მოწინააღმდეგე ჩვენი მეგობარია. „შენ ვერ წარმოიდგენ როგორი მნიშვნელოვანია ეს ( აშშ-ს არჩევნები - ავტ. ) ჩვენთვის", - მომწერა მე საქართველოდან ნაცნობმა ჟურნალისტმა. ქართველი ახალგაზრდა რეფორმატორის, მიხეილ სააკაშვილის, და 72 წლის ამერიკელი სენატორის მაკკეინის მეგობრობაზე ლეგენდები დადიოდა. Newsweek-მა სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „რატომ უყვარს მაკკეინს მიშა".

როგორც ავტორები აღნიშნავენ, სააკაშვილმა ,- დარწმუნებულმა იმაში რომ კავშირები ვაშინგტონში მას კრიტიკისგან დაიცავდნენ, - რამდენიმე წლით კარგად მოიხელთა მთელი ძალაუფლება, შეწყვიტა თანამოაზრეების მოსმენა და ყველა ნებადართული თუ აკრძალული მეთოდით შეუდგა ოპოზიციის ნეიტრალიზაციას. სააკაშვილი ყველაზე ახლო მეგობარია მაკკეინისა, უცხოელ ლიდერებს შორის, აღნიშნეს სტატიაში. არ არის გასაკვირი, რომ კრიზისის დროს მან მეგობარ რესპუბლიკელ-სენატორს მიმართა დახმარებისთვის, წერს ამერიკული ჟურნალი. მაკკეინის გარშემო მყოფი ხალხისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ხუთ-დღიანი ომის დროს მაკკეინი ხშირად ურეკავდა სააკაშვილს და მხარდაჭერასაც ჰპირდებოდა ვაშინგტონის მხრიდან რუსეთზე ზეწოლის განხორციელებაში. „ გამაგრდით, ჩვენ არ დავუშვებთ რომ ეს მოხდეს... ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ აგრესიის შესაჩერებლად" ,- არწმუნებდა მაკკეინი თავის ქართველ მეგობარს. მოსკოვში და თბილისში თვლიან, რომ ზუსტად ვაშინგტონის მხარდაჭერამ და ძლიერი მეგობრული დახმარების იმედმა გამოიწვია საომარი ვითარება სამხრეთ ოსეთში. ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსის აზრით, სააკაშვილმა სპეციალურად გარია თავისი ქვეყანა რუსეთTan უიმედო კონფრონტაციაში, ამით ის უცხოური ძალოვნების კონფლიქტში ჩათრევას ცდილობდა. ასეა თუ ისე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები ისეა გაფუჭებული, რომ უარესის წარმოდგენა შეუძლებელია. ამერიკელი ხალხის არჩევანმა კი სულაც არ გაამართლა ქართველთა იმედები.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა უკვე მიულოცეს დემოკრატს გამარჯვება. საქართველოშიც მოასწრეს ამისთვის მომზადება.

სააკაშვილმა აშშ-ს არჩევნების შესახებ გააკეთა კომენტარი. მისი სიტყვების მიხედვით, თეთრი სახლის ახალი პატრონი მხარს დაუჭერს საქართველოს. ბარაკ ობამასაც ექნება ჩამოყალიბებული თეზისები ამ ქვეყნის შესახებ. უმრავლესობის ერთ-ერთმა მმართველმა და სააკაშვილის თანამებრძოლმა გიგა ბოკერიამ, რომელსაც ახლა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი უჭირავს, დაამტკიცა ქართულ-ამერიკული მეგობრობის ურყეობა: „მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები ისეთივე სტრატეგიული იქნება, როგორიც აქამდე იყო. ყველას ახსოვს ობამას მიერ რუსული აგრესიის წინააღმდეგ მიმართული მკაცრი განცხადებები. ზუსტად მისი იდეა იყო საქართველოსთვის აშშ-ს მიერ 1 მილიარდი დოლარის გამოყოფა".

თუმცა საქართველოში მაშინვე ალაპარაკდნენ ალიანსში შესვლის ბურუსით მოცულ პერსპექტივასა და საზღვარგარეთის მიერ გაწეულ უხილავ დახმარებაზე.არსებული გაურკვევლობა გაუმართლებელი იმედების თაობაზე გაფანტა საქართველოში აშშ-ს საელჩოს ატაშე სტეფან გაისმა, რომელმაც დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკა საქართველოს მხარდაჭერას ობამას სათავეში მოსვლის შემდეგაც გააგრძელებს.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100