RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

სააკაშვილმა გენ-შტაბის უფროსი შეცვალა

05.11.2008  |  16:33

5 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს წარუდგინა სამხედრო სტრატეგიის ახალი შემქმნელი - ვიცე-პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია. გენ-შტაბის ძველი მმართველი კი სასაზღვრო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გაუშვეს, მას შემდეგ რაც პროფესიონალიზმი შეუქეს.

„ის, რომ ჩვენ ახლა აქ ვსხედვართ და ასევე საქართველოს ფუნქციონირება, პირველ რიგში, შეიარაღებული ძალების დამსახურებაა, - განაცხადა პრეზიდენტმა. - მსოფლიოში ვერავინ შეძლებდა პუტინის შეჩერებას, თუკი ჩვენ არ გვექნებოდა ჩვენი ჯარის იმედი."

ამას უკვე სტანდარტული მოთხრობა მოყვა იმის შესახებ, რომ ქართულმა არმიამ თავდაპირველად რუსეთის 58-ე ბატალიონი გაანადგურა, შემდეგ კი გაიფანტა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა შეიარაღებული ძალების გენ-შტაბის ყოფილ უფროსს, და აღნიშნა რომ საქმის შუა გზაზე მიტოვება უნდა აღმოიფხვრას.

გენ-შტაბის მმართველის შეცვლა საქართველოსთვის სტანდარტული პროცედურაა. როგორც კი ირკვევა, რომ საქართველოს არმია ისევ დამარცხდა, მაშინვე ახალ სტრატეgს ეძებენ მისთვის. 2004 წელს, როდესაც ცხინვალის აღების კიდევ ერთი მცდელობა ჩაფლავდა, თანამდებობიდან მოხსნეს გენერალ-მაიორი გივი იუკურიძე. მაშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამხედრო წარუმატებლობის მთავარი მიზეზი დაასახელა:

„იუკურიძემ ფრუნზეს აკადემია დაასრულა და რუსული სკოლა აქვს გამოვლილი.მაგრამ ჩვენ ახალი არმიის მშენებლობაზე გადავდივართ, რომელიც „ნატოს" სტანდარტებზე იქნება დაფუძნებული, ამიტომაც გენ-შტაბის მაღალ თანამდებობებზე ამერიკული განათლების მქონე პირებს ვნიშნავთ".

პრეზიდენტის სიტყვებს ჯერ კიდევ ცოცხალი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ჟვანია, იმეორებდა: „გენ-შტაბის სათავეში იქნება ადამიანი, რომელმაც სერიოზული განათლება მიიღო აშშ-ში. კადრების ეს ცვლილებები საშუალებას მოგვცემს დავაჩქაროთ თავდაცვის უწყების რეფორმის ტემპი. შეიარაღების გენ-შტაბის ახალი მმართველობა ერთი გუნდი იქნება, რომლის ყველა წევრსაც ამერიკული განათლება ექნება მიღებული".

ზაზა გოგავა ზუსტად ამ „ახალგაზრდა სპეციალისტთა" შორის იყო. მან დაამთავრა სaqarTvelos ტeqnikuri უniversiteti 1994 წელს და 1 წლის შემდეგ დაიწყო თავისი კარიერა საქართველოს უშიშროების სამსახურში მუშაობით. მას შემდეგ სხვადასხვა ქვედანაყოფში იმსახურა და რამდენიმე წელი სამხედრო მომზადება შტატებშიც გაიარა. მოკლედ, საბჭოთა გადმონაშთებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. პირიქით, „ნატოს" სტანდარტებით აწყობდა არმიას.

თუ რატომ დაიშალა ეს არმიაც, გოგავა წინა კვირას აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიას უხსნიდა. მან განაცხადა, რომ „ქართული ჯარი ბრძოლისუნარიანია და მზადაა კვლავ გაუწიოს წინააღმდეგობა ნებისმიერი სახის აგრესიას." მისი გაქცევა კი მხოლოდ სამხედრო ეშმაკობა იყო. წინააღმდეგობის გაწევის ახალი მეთოდი: მებრძოლი ყრის იარაღს, გადაიცვამს სამოქალაქო ტანსაცმელს და გარბის თბილისის მიმართულებით.

ალბათ სააკაშვილი მიხვდა, რომ სამხედრო გამარჯვებებზე საუბარი თითიდან გამოწოვილს ჰგავდა , ამიტომაც ევროპა გააფრთხილა ახალი „მიუნჰენური შეთქმულების" საშიშროების შესახებ. როგორc პრეზიდენტმა ჟურnალისტებს განუცხადა, ახლა ევროპის ზოგიერთ ქვეყანას „მცირედით დაკმაყოფილება" სურს.

„ახლა ევროპის ბევრი ქვეყანა ცდუნების წინაშე დგას, რომ მედვედევისა და სარკოზის შეთანხმებები უკანა პლანზე გადაწიონ. ვფიქრობ, რომ ეს დიდი შეცდომა იქნება, რადგან რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი კვლავ ოკუპირებული აქვს. იმედი მაქვს ევროპა კიდევ ერთ შეთქმულებაზე არ წავა".

გამარჯვების მომტანი არმიის მიუხედავად, სააკაშვილს ურჩევნია, რომ მას ევროკავშირმა უშველოს. ამავდროულად, საქართველოში აგვისტოს მოვლენების ახალ-ახალი პიკანტური დეტალები გამოდის სააშკარაოზე. 60-ზე მეტი სამხედრო სამსახურში მყოფი პირი არის დაკავებული, დეზერტირობის ბრალდებით. ამასთანავე, ქვეყნის შეიარაღებული ძალებიდან 500-ზე მეტი ადამიანია გათავისუფლებული. ალბათ, ბრწყინვალედ ჩატარებული ომის გამო.

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100