RSS
на русском en in english
23.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საქართველოს ომი უკრაინიდან დაიწყო

06.11.2008  |  16:35

ეს ფრაზა მიხეილ სააკაშვილმა წარმოთქვა რიგაში ჩატარებულ კონფერენციაზე.

მისი აზრით, კონფლიქტის დასაწყისი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემების სევასტოპოლიდან გამოსვლა იყო.

1/4/9/49.jpeg„მათ, ვისაც სურს იცოდეს, თუ როგორ დაიწყო საომარი მოქმედებები, უნდა ახსოვდეთ, რომ შავი ზღვის ფლოტი საქართველოს საზღვაო საზღვარს ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებამდე 6 დღით ადრე მოადგა. ისინი ხომ ექსკურსიაზე არ მოდიოდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა სცადა მათი შეჩერება, მაგრამ რუსებმა მის ბრძანებას ყურადღება არ მიაქციეს", - განაცხადა სააკაშვილმა.

რიგაში რუსეთის მოწინააღმდეგეების მთელი გუნდი შეიკრიბა აღმოსავლეთ ევროპიდან. ბალტიისპირა ქვეყნების ლიდერები, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, ამას დამატებული იუშჩენკო და სააკაშვილი, ჩავიდნენ კონფერენციაზე „ერთიანი ევროპა". ღონისძიება ჩატარდა მშვიდობიანად და მოულოდნელობების გარეშე. დამსწრეები მეგობრულად ლანძღავდნენ კრემლის პოლიტიკას. ამ შეხვედრის შედეგად ლიტვის და პოლონეთის პრეზიდენტებმა საერთო განცხადება გააკეთეს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, - თქვეს მათ, - საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის პირობებში ძალიან ადრეა რუსეთთან პარტნიორობის თაობაზე მოლაპარაკებების აღდგენა. ახალი შეთანხმება შეუძლებელია გაფორმდეს მაშინ, როდესაც რუსეთი მეზობელ სახელმწიფოში არის შეჭრილი. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ რუსეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები მხოლოd მას შემდეგ უნდა განახლდეს, რac რუსეთი daabrunebs თავის ჯარს 7 აგვისტოსTvis arsebul პოზიციებზე. ჩვენ ევროკავშირის ყურადღებას გავამახვილებთ არსებულ სიტუაციაზე, საფრთხის არსებობაზე, რომელიც შეიძლება მთელ ევროპას შეეხოს".

ლიტვამ და პოლონეთმა კვლავ საყვარელ საქმიანობას მიჰყვეს ხელი - ბებერი ევროპის ნერვების გამოცდას, რომელსაც დაჟინებით არ უნდა აღმოსავლეთიდან მოახლოებული საფრთხის შენიშვნა. პრეზიდენტი სააკაშვილი და იუშჩენკო კი ერთმანეთს ჩაეხუტნენ. სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ საქართველოს მხარდაჭერა „გულწრფელი და აქტიური" იყო.

„ბევრმა უბრალო ხალხმა გამოკიდა ქართული დროშა. ათასობით ქართული დროშა გაიყიდა კიევში და სხვა უამრავ ქალაქში. ეს უკრაინელი ხალხის განწყობას ასახავს", - ყურადღება გაამახვილა სააკაშვილმა. მისი თქმით, რუსეთის აგრესიამ, ამ უკანასკნელს, საბოლოოდ წაართვა მეზობელი ქვეყნების ,და პირველ რიგში - უკრაინის, სიმპათია.

როგორც ჩანს, უკრაინელებმა არაფერი იციან სიმპათიის შეცვლის შესახებ. საქართველოს მხარდაჭერისთვის იუშჩენკოს აკრიტიკებენ. უკრაინული იარაღის საქართველოში შესვლის ირგვლივ ატეხილი სკანდალი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა.

„ჩვენ მივიღეთ ახალი მონაცემები იუშჩენკოს პასუხისმგებლობის შესახებ იარაღზე, რომელიც საქართველოში გაუშვეს. ეს ქვეყანა ომისთვის ემზადებოდა, - განაცხადა დროებითი საგამომძიებლო კომისიის თავმჯდომარემ, ვალერი კონოვალიუკმა, - შეიარაღების მიწოდებით ჩვენ, სავარაუდოდ, ვუბიძგეთ სააკაშვილს სასტიკი და დაუფიქრებელი მოქმედებებისკენ".

ამ დღეებში კომისია ცხინვალიდან ჩამოვიდა, სადაც მას სამხედრო ტექნიკის ნიმუშები აჩვენეს, რომლებიც გაქცეულმა ქართველებმა დატოვეს. უკრაინის პოლიტიკოსების უმეტესობა რატომღაც არ გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ საქართველოს იარაღი საბაზრო ფასზე სამჯერ იაფად ჰქონდა ნაყიდი უკრაინისგან. იუშჩენკოს ამის გამო იმპიჩმენტით იაnukოვიჩის პარტია და იულია ტიმოშენკოს ბლოკი ემუქრებიან. თუმცა, პრეზიდენტის მომხრეები მათ დამანგრეველ ბრალდებას უყენებენ: მოსკოველებზე გაიყიდეთო.

„არცერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ არ შეიტანა საქართველო იმ სახელმწიფოთა სიაში, რომლებთანაც აკრძალულია იარაღით ვაჭრობა, - განაცხადა საპრეზიდენტო პარტიის „ჩვენი უკრაინა - ეროვნული თავდაცვა" დეპუტატმა. - დროებითი კომისია უბრალოდ ასრულებს რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ შეკვეთას. ცხინვალში გამგზავრებაც მოსკოვის დაფინანსებული იყო. რუსეთი ამ ხერხით უკრაინის გამოძევებას ცდილობს იარაღის მსოფლიო ბაზრიდან".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100