RSS
на русском en in english
25.09.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ანკარაში იმსჯელეს, თუ როგორ უნდა გადაწყდეს კავკასიის უსაფრთხოების საკითხი

11.11.2008  |  15:29

ანკარაში იმსჯელეს, თუ როგორ უნდა გადაწყდეს კავკასიის უსაფრთხოების საკითხი რუსულმა განვითარების ფონდმა „ევრაზიის კვლევათა ინსტიტუტი" ჩაატარა ანკარაში მრგვალი მაგიდა თემაზე „სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა 08.08.2008-ის შემდეგ". თავისთავად, 50 ექსპერტის ყურადღების ცენტრში საქართველო და მის გარშემო არსებული სიტუაცია აღმოჩნდა.

ანკარა, ფონდის უფროსის ვალერი ტურნუსოვის თქმით, იმიტომ აირჩიეს, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დელეგაციები თბილისში არ ჩავიდოდნენ, ქართველი ექსპერტები ცხინვალსა და სოხუმზე იტყოდნენ უარს, ბაქოსა და ერევანში ვიზიტი კი პრობლემური იქნებოდა, შესაბამისად, სომხებისა და აზერბაიჯანელებისთვის.

მუშაობის დაწყებამდე ორგანიზატორები ხუმრობდნენ: დისკუსიის გამწვავების შემთხვევაში გაგვიჭირდება იარაღის გარეშეო. მაგრამ სრული სამუშაო დღე , რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ექსცესების გარეშე დასრულდა. ემოციების აფეთქება მხოლოდ იმ დროს შეინიშნებოდა, როდესაც მომხსენებლები ისტორიას უღრმავდებოდნენ. კავკასიაში მცხოვრებ ყველა ერს თავისი წარმოდგენა აქვს საცხოვრებელ საზღვრებზე, ამიტომაც ისტორიაში ჩაღრმავება ყოველთვის დიდ აურზაურს იწვევს.

მთავარი სიუჟეტი, რომლის გარშემოც ტრიალებდა საუბარი, ოსების გენოციდი იყო. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა კონსტანტინე კოჩიევმა თქვა, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა დაახლოებით მოსახლეობის 1% იყო, მან მრგვალი მაგიდის მონაწილეებს შესთავაზა წარმოედგინათ, თუ როგორი იქნებოდა ტრაგედიის მასშტაბი საუბარი 1 მილიარდის 1%-ზე რომ ყოფილიყო. თუმცა ზუსტი რიცხვი კოჩიევმა არ დაასახელა, როდესაც კიდევ ერთხელ კითხეს, მან გაღიზიანებულმა მიუგო: „რამდენია საჭირო სრული ბედნიერებისთვის?"

საქართველოს სტრატეგიული კვლევის ცენტრის უფროსმა მამუკა არეშიძემ ოსებს სამძიმარი გამოუცხადა, მაგრამ განაცხადა, რომ მიცვალებულთა შორის, რატომღაც მისი ცხინვალელი მეგობარიც მოხვდა, რომელიც ჯერ კიდევ იანვარში გარდაიცვალა.

ქართველი ექსპერტები და რუსეთში საქართველოს დიასპორის წარმომადგენლები დიდხანს აკრიტიკებდნენ სააკაშვილს. ისინი ითხოვდნენ რომ არ გადადებულიყო პრეზიდენტისა და პარლამენტის წევრების პასუხისმგებლობის საკითხი. რის შემდეგაც საქართველოს ფედერალიზაციის გეგმა წამოაყენეს. ზოგი იმასაც ამბობდა, რომ თბილისის მოქმედების სქემის გადახედვა სომხებით დასახლებული ჯავახეთის და აზერბაიჯანელებით დასახლებული ქვემო ქართლის საკითხზე კარგი იქნებოდა. მათი უფლებების გაფართოება არა მხოლოდ შეაკავებდა მათ სამხრეთ ოსეთისკენ და აფხაზეთისკენ წასვლისგან, არამედ უკვე განზე გამდგარ რესპუბლიკებსაც მოიზიდავდა უკან. თუმცა ამ უკანასკნელის დაჯერება საკმაოდ რთულია.

ფედერალიზაციის საკითხმა ქართულ დელეგაციაში უკმაყოფილების ქარცეცხლი გამოიწვია. მისმა წევრებმა განცახდეს, რომ რუსეთი არ ფარავს თავის მიზანს - დააქუცმაცოს საქართველო. შემდეგ ჯავახეთისთვის ავტონომიის მინიჭების საკითხი თავისით ამოტივტივდა. შეიძლება იმიტომ, რომ კონფერენციას ამ კუთხის ორი წარმომადგენელი ესწრებოდა. ოფიციალური თბილისი შემდეგ დიდხანს იკვლევდა, თუ როგორ მოხვდნენ ისინი იქ. აღმოჩნდა, რომ საქართველოს სომხური უმცირესობის წარმომადგენლები დელეგაციისგან დამოუკიდებლად ჩავიდნენ ანკარაში. ხელისუფლებამ მათ შეახსენა, რომ არ გააჩნდათ პოლიტიკური სტატუსი და სომეხთა მცდელობები, რომ დამოუკიდებლად გადაჭრან თავისი ბედი, უსაფუძვლოა. ახალციხეში რამდენიმე გახმაურებული სასამართლო პროცესი დაიწყო ადგილობრივი პარტიის „ერთიანი ჯავახეთი" წარმომადგენლების წინააღმდეგ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100