RSS
на русском en in english
23.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ქართული ოპოზიცია გაერთიანებით იმუქრება

07.11.2008  |  15:33

1/5/1/51.jpegოპოზიციის მიერ დღეს დანიშნული საპროტესტო აქცია, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მასობრივი გამოსვლის ჩახშობის წლისთავს ეძღვნება, არ გახდება საქართველოსთვის განსაკუთრებული მოვლენა, დარწმუნებულები არიან ადგილობრივი პოლიტოლოგები. Tანac ოპოზიციური პარტიები დეკემბერში გეგმავენ გაერთიანებას.

7 ნოემბრის აქცია ალბათ უფრო ტრადიციის გაგრძელებაა და არა ხელისუფლების საწინააღმდეგო ახალი ტალღა. ეს დღე უკვე შევიდა ქვეყნის უახლეს ისტორიაში, როგორც 9 აპრილი ( 1989 წ. საბჭოთა ტანკებმა დაარბიეს ანტისაბჭოური მიტინგი) და 23 ნოემბერი - „ვარდების რევოლუციის" გამარჯვება. ამიტომაც მერიამ საკმაოდ გააზრებულად მისცა ოპოზიცია აქციის ჩატარების უფლება, იმის შეხსენებით, რომ აკრძალული იყო სახელმწიფო dაწესებულებების მუშაობის შეფერხება, შენობაში შეჭრა,მოძრაობის გადაკეტვა და ა.შ.

თუმცა, საქართველოში მთელი უახლესი ისტორიის განმავლობაში, ნებისმიეrი პოლიტიკური კატაკლიზმა უწყინარი საპროტესტო აქციით იწყება. ამიტომაც ექს-პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძეm მასმედიასთან ინტერვიუში ივარაუდა, რომ მიტინგი შეიძლება კანონის საზღვრებს გაცდეს, ასევე ურჩია სააკაშვილს გასვლა და ხალხთან დალაპარაკება. „თუკი არ დაელაპარაკები ხალხს, ცუდად დაამთავრებ. ეს აქსიომაა",- თქვა მან.

მოკლედ, თავად ოპოზიციაც არ თვლის, რომ დღეს გადაწყდება ქვეყნის ბედი და ხელისუფლება ყველა მოთხოვნას შეასრულებს. კონსერვატიული პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, რომ დემოკრატიული ძალები, მათ შორის ხელისუფლების ზოგიერთი წამომადგენელი, მხოლოდ დეკემბერში გეგმავენ ერთ პოლიტიკურ ირგანიზაციად გაერთიანებას. თუმცა დაამატა, რომ მასში სავარაუდოდ არ შევლენ ლეიბორისტები და ნინო ბურჯანაძის პარტია. ამ გზით ქართული ოპოზიცია უფრო ერთიანი გახდება, ვიდრე ის აქამდე იყო, მაგრამ უფრო ნაკლებად ერთიანი, ვიდრე ის იდეალურ ვარიანტში შეიძლებოდა ყოფილიყო.

ერთიანობის არ არსებობა - ქართველებში გავრცელებული სენია. გაეrთიანებულ ოპოზიციაში შედის მოძრაობები „ეროვნული ფორუმი", „თავისუფლება", „ჩვენ თვითონ", კონსერვატიული პარტია, პარტიები „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის", „საქართველოს გზა", „ქართული დასი", „სახალხო პარტია". მათ რიგებში არ შედიოდნენ „ახალი მემარჯვენეები", ლეიბორისტები, რომლებმაც უარი თქვეს ოპოზიციიდან ერთიანი კანდიდატის გაყვანაზე და თავისი კანდიდატი წამოაყენეს პრეზიდენტის პოსტზე. რესპუბლიკელები ხან შედiოდნენ, ხან გამოდიოდნენ გაერთიანებული ოპოზიციიდან.

დღესაც კი ოპოზიციის მოწოდებები, რბილად რომ ვთქვათ, ერთმანეთისგან განსხვავდება. ასე, „ახალ მემარჯვენეთა" ლიდერი დავით გამყრელიძე სააკაშვილის გადაყენებას ითხოვს, პრეზიდენტობის ექს-კანდიდატი გარეთიანებული ოპოზიციიდან ლევან გაჩეჩილაძე პარლამენტის დაშლას და რესპუბლიკელები კი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.

მოკლედ, მოსალოდნელია, რომ დღეს მომიტინგეთა შემადგენლობა შეივსოს. ჯერ კიდევ ოქტომბერში გამოთქვამდნენ ოპოზიციონერები იმედს, რომ მათ შეუერთდებოდნენ ცნობილი პოლიტიკოსები: ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე, ექს-პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ეროსი კიწმარიშვილი. სააკაშვილის მეგობართა ამ სამეულიდან ღია შეტევაზე მხოლოდ ნინო ბურჯანაძე გადავიდა, რომლისთვისაც ოპოზიციას ჯერ არ უპატიებია გასული ნოემბერი.

ალბათ არ გამართლdება მიsი იმედები გიორგი ბარამიძისა და მეთვალყურეობის სამსახურის ხემძღვანელის გელა ბეჟუაშვილის მხარდაჭერის თაობაზე. ორივემ ოპოზიციასთან საიდუმლო მოლაპარაკების შესახებ არსებულ ჭორებს უსაფუძვლო უწოდა.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი ვერ გარკვეულა, მიიღებს თუ არა მისი პარტია აქციაში მონაწილეობას, მან განაცხადა, რომ რესპუბლიკელები ამას საკუთარი გადაწყვეტილების მიხედვით გააკეთებენ და ვერავინ დააბრკოლებს მათ. „ქრისტიან-დემოკრატიულi მოძრაობა" ოპოზიციას ნაწილობრივ მიემხრო. მისი ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, ისინი არ გამართავენ მიტინგს ყველასთან ერთად თავისუფლების მოედანზე, ისინი ტელეკომპანია „იმედის" შენობასთან შეიკრიბებიან, სადაც ადრე გიორგი მუშაობდა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100