RSS
на русском en in english
19.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ევროკავშირის დამკვირვებლები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კარებზე აკაკუნებენ

11.11.2008  |  15:35

„ევროკავშირის დამკვირვებლების მანდატი მთელ საქართველოს მოiცავს, მათ შორის კონფლიქტურ რეგიონებსაც",- განაცხადა 7 ნოემბერს, სამხრეთ ოსეთში ევროკავშირის სპეციალურმa წამორმადგენელმა, პიტერ სემნებიმ.

მას ეთანხმება ევროკავშირის მისიის ხელძღვანელი ჰანსერგ ჰაბერი.

1/5/2/52.jpeg„ევროკავშირის დამკვირვებელთა შეშვება თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ტერიტორiაზე არ უნდა იყოს „მიუღებელი", როგორ ამას ხელისუფლება ამბობს,- განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა,- ევროკავშირის მისია უიარაღო და სამოქალაქოა. ჩვენ არ შეგვიძლია და არც გვინდა ძალით გზის გაკვლევა. ჩვენი დამკვირვებლების ამოცანაა დავაკაკუნოთ კარებზე და ვითხოვოთ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შესვლის უფლება. ამიტომაც მიდის ჩვენი პატრული რუსულ, აფხაზურ და სახმრეთ ოსურ პოსტებთან, რომლებიc ადმინისტრაციულ საზღვარზეა განლაგებული. ჩვენ მეგობრულ ურთიერთობას ვამყარებთ პერსონალთან, ვცდილობთ დავამყაროთ კონტაქტი და ავუხსნათ ჩვენი მანდატი".

მისიამ თანამშრომლობა მხოლოდ უკანასკნელი მოვლენების შემდეგ გაიხსენა. ჩვენ უკვე დავწერეთ, რომ ევროკავშირის დამკვირვებელთა ჯგუფი 4 ნოემბერს უკანონოდ გადავიდა აფხაზეთის საზღვარზე და შეეცადა „მონიტორინგი ჩაეტარებინა" სოფელ პერევში მშენებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე. am dros მათ პატრულმა მიუსწრო. მას რატომღაც არაფრის გაგონება არ სურდა დელეგაციის მანდატზე და დამკვირვებლები კვლავ საქართველოში დააბრუნა. თუმცა, მათ მეორე დღეს მაინც მოახერხეს სოფელში შეღწევა, მშeნებლობის გადაღება და ტერიტორიის დატოვება პატრულის მოსვლამდე.

აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ რესპუბლიკაში ევროკავშირის დამკვირვებლების „არასანქცირებული შესვლა" მიუღებელია. და კიდევ ერთხელ ახსნა, რომ თუკი გაეროს მანდატი მთელ საქართველოზე ვრცელდება, იყვნენ იქ დამკვირვებლები და ნუ შეიჭრებიან რესპუბლიკაში, რომელიც უკვე 15 წელია დე ფაქტო დამოუკიდებელია.

მას მოულოდნელად მხარი ლატვიის ევროპარლამენტის დეპუტატმა ტატიანა ჟდანოკმა დაუჭირა, რომელმაც ევროსაბჭოს ღია წერილით მიმართა.

მასში ნათქვამია, რომ სეიმiს დეპუტატებმა, ოპოზიციური პარტიის „ერთიან ლატვიაში ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენლებმა ოქტომბრის ბოლოს სამხრეთ ოსეთი მოინახულეს. მათ უამრავი კითხვა დასვეს ჩამოსვლის შემდეგ. ყველაზე ცუდი - კონკრეტულად სად იმყოფებიან ევროკავშირის დამკვირვებლები? sadeputato მისიამ რამდენიმე დღის განმავლობაში ვერსად შენიშნა ისინი ქართულ-ოსურ საზღვარზე. ამასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვა - აპირებს თუ არა ევროსაბჭო საკუთარ თავზე აიღოს ცხინვალის უსაფრთხოების საკითხი და იკისრებს თუ არა ის პასუხისმგებლობას სამხედრო მოქმედებების შესაძლo განახლების შემთხვევაში?

ევროსაბჭოში წერილისგან უბრaლoდ შორს დაიჭირეს თავი. რიგაში კი ჟდანოკი კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს ჯაშუშობაში. ან რუსეთის, ან ისრაელის სასარგებლოდ. აქ აგრესიული კრემლის ლანძღვა ურჩევნიათ. არც რიგაში ჩატარებული კონფერენცია „ერთიანი ევროპა" იყო გამონაკლისი.

აღმოჩნდა, რომ შაბათ-კვირას ლანძღვა არ ეყოთ ბალტიისპირელებს. ხუთშაბათს ტალინში გაიხსნა ფორუმი „ღია საზოგადოება", დევიზით „ევროკავშირი და რუსეთი - რას მოიტანს მომავალი?"...სტუმბერს შორის იყვნენ ჯორჯ სოროსი, ესტონეთის პრეხიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი და კოსოვოს დამოუკიდებლობის შემქმნელი მარტი ახტისაარი. შემთხვევითი არ ყოფილა ისევ იმ moTqmis გაგრძელება.

ევროსაბჭომ არც ბალტიისპირელებს აama. 6 ნოემბერს ევროკომისიამ გამოთქვა აზრი რუსეთთან მოლაპარაკებების განახლების თაობაზე. მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ „ევროკავშირი არ არის მომხრე იმ სიტუაციისა, რაც საქართველოში ხდება, თუმცა დაინტერესებულია რუსეთთან საერთო ენის გამონახვაში".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100