RSS
на русском en in english
12.12.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ოპოზიციას მიტინგის უფლება მისცეს

07.11.2008  |  15:37

გაერთიანებულმა ოპოზიციამ მერიის თანხმობა მიიღო 7 ნოემბერს, parlamentis wina moedanze, saprotesto aqciis Catarebaze. მიტინგის შემდეგ მანიfესტანტები თბილისის ცენტრალური ქუჩების გავლით მივლენ ავლაბარში პრეზიდენტის რეზიდენციასთან, სადაც მის ადმინისტრაციას გადასცემენ პეტიციას მოთხოვნებით.

აქციაში მონაწილეობას გეგმავეn კონსერვატორები, სახალხო პარტია, მოძრაობა „ერთიანი საქართველოსთვის", რესპუბლიკური პარტია, ეროვნული ფორუმი, „საქართველოს გზა" და ლეიბორისტები.

დადებითი სანქციის გაცემისას ხელისუფლებას არ დავიწყებია ოპოზიციის გაფრთხილება „შეზღუდვების" შესახებ.

1/5/0/50.jpeg„ჩვენ ასევე მივიღეთ კანონმდებლობიდან ამონაწერი, - შეატყობინა სააგენტოს კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ, - აკრძალულია სახელმწიფო ორგანოების მუშაობისთვის ხელის შეშლა, შენობაში შეჭრა, ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენება, მოძრაობის გადაკეტვა და ა.შ".

პარლამენტის ექს-სპიკერი და „დემოკრატიის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელი ნინო ბურჯანაძეც გეგმავს თავისი მომხრეების პარლამენტთან მიყვანას. 1 კვირის წინ მან საჯაროდ მოიხადა ბოდიSი 2007 წლის 7 ნოემბერს მომხდარის გამო.

„მე ვერ შევძელი თქვენი დაცვა, მაგრამ მე ამისთვის ყველაფერი გავაკეთე. ეს გულწრფელი ბოდიშია,- მიმართა მან დაზარალებულებს, - მაგრამ მე მაშინ მაინც შევძელი ხელისუფლების აგრესიის შემცირება და არ დავუშვი სამოქალაქო ომის დაწყება".

შეგახსენებთ, ერთი წლის წინაც გამოვიდა ოპოზიცია პარლამენტის წინ პროტესტის გამოსახატად. ოპოზიციონერების გეგმაში შედიოდა ბურჯანაძისთვის პეტიციის გადაცემა, რომელშიც მოითხოვდნენ ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტo არჩევნების ჩატარებას. სპიკერი manifestantebTan მაშინ არ გავიდა. სამაგიეროდ გამოჩნდა პოლიცია, რომელმაც მიტინგი წყლის ჭავლის და ცრელმსადენი გაზის მეშვეობით დაარბია. ოპოზიციის ზოგი ლიდერი ახლაც ადანაშაულებს ბურჯანაძეს „სამშობლოს აmgvar ხსნაში". ახლა ბურჯანაძემ ხელი მოაწერა ოპოზიციის ყველა მოთხოვნას, რომლებიც შარშანდლისგან არაფრით განსხვავდება. ისევ ის ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები და პოლიტ-პატიმრების გათავისუფლება. ახალი მოთხოვნა მხოლოd ერთია - ტელეკომპანია „იმედის" გარდაცვლილი ოლიგარქის ბადრi პატარკაციშვილის ოჯახისთვის დაბრუნება.

ახალი ძალისმიერი სცენარისთვის სააკაშვილს ნამდვილად არ ეყოფა დენთი.

ამიტომაც აvlenს ახლა ოფიციალური თბილისი ოპოზიციისადმი დიდ სიყვარულს. პრეზიდენტმა ტელე-ეთერში დებატებიც კი ნებადართული გახადა. ქართული ხელისუფლება იმაზეც კია თანახმა, რომ ოპოზიციას ცალკე ტელევიზია გამოუყოს, სადაც ისინი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეძლებენ სააკაშვილის რეჟიმისა და სხვა ტრადიციული თემების გაკრიტიკებას. მათ შორის, შეიძლება იყოს პრეზიდენტის შეთავაზება თავისი კრიტიკოსებისადმი, რომ გაარჩიონ მინისტრთა პორტფელების ნაწილი.

„ეს ტელეარხი გაარჩევს ქვეყანაში მიმდინარე ყველა პოლიტიკურ პროცესს, მის ერთ-ერთ სტუდიას კი ბრიფინგებისა და პრეს-კონფერენციებისთვის გამოყოფენ", - ასე აღწერა ახალი პროექტი ჟურნალისტებთან შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ.

იდეას სკეპტიკურად შეხვდნენ. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ ივარაუდა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს განდევნოს ოპოზიციონერები ცენტრალური მასმედიიდან და ყველა ერთად შეკრიბოს „ერთ საეჭვო ეთერში".

„ოპოზიციისთვის სპეც-არხზე დროის გამოyოფა რეალობას ვერ შეცვლის, - განaცხადა მან შემდგომ, - საქართველოში არ არსებობს სიტყვის თავისუფლება, რის გამოც მისი ხელმძღვანელები მწარე კრიტიკის ქვეშ ყვებიან მთელი მსოფლიოს მხრიდან."

თუმცა, ოპოზიციონერთა იმედები ხელისუფლების შეცვლის შესახებ არც თუ ისე ხალისიანია. რუსეთის გამო ხომ სააკაშვილის მდგომარეობა გამყარდა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100