RSS
на русском en in english
19.08.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ლარი აბუნტდა . . .

12.11.2008  |  13:47

1/3/6/36.jpegმსოფლიო ფინანსური კრიზისი საქართველოს არ დაარტყამს, ამას უმტკიცებდა ორი თვის განმავლობაში ქვეყნის მთავრობა თავის მოქალაქეებს. ამასთან უკანასკნელი დღეების მანძილზე ეროვნული ვალუტის კურსმა 20 პუნქტით (10%) დაიწია.

დედაქალაქის სხვადასხვა ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში შაბათს, 8 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში ლარის სავალუტო დერეფანი დოლართან მიმართებაში (1 დოლარი) 1,65 - 1,70 (ლარი) ნიშნულზე დაფიქსირდა. მაშინ როცა დილით 1 დოლარი 1,44 ლარი იყო. ამ კვირაში ქალაქის ზოგიერთ ვალიუტის გადამცვლელ პუნქტში დოლარი 1,76 ლარი ღირდა.

პირველად ამერიკული დოლარის მკვეთრი გაძვირება კომერციული ბანკების ოპერაციების დასრულების შემდეგ მოხდა. შესაბამისად ბანკების მეანაბრეებმა და კორპორატიულმა კლიენტებმა ორშაბათამდე ვერ მოასწრეს ლარის დოლარში კონვერტაცია. ამის შემდეგ ქართული ვალუტა კიდევ რამდენიმე ერთეულით „გახდა" და 2007 წლის ნიშნულს მიაღწია. საქართველოს ეკონომიკისთვის აქამდე უცნობმა ვალუტის ქრონიკულიმა „ზიგზაგისებურმა" სვლამ დედაქალაქში პანიკა გამოიწვია. დოლარზე ისეთი რიგები დადგა, როგორც საბჭოთა პერიოდში ძეხვზე. შედეგად მთელი მწვანე ნაღდი ფული სწრაფად დამთავრდა და სავალუტო ჯიხურები უბრალოდ დაიხურა.

ცეცხლზე ნავთი დაასხეს ექსპერტებმაც ეკონომიკის საკითხებში - ისინი მალე 2003 წლის ლარის კურსის დაბრუნებას ვარაუდობენ. ეს მტკივნეულად აისახება ხალხზე ვინც ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს და ასევე კერძო კომპანიების პერსონალზე. ამას გარდა, მომსახურეობასა და საქონელზე ფასების ზრდა საშიში ხდება. ადგილობრივ ბაზარზე რეალიზებული პროდუქცია ხომ ძირითადად იმპორტულია. ადგილობრივი წარმოებაში (ნედლეულის, დამაკომპლექტებელების და ა.შ) იმპორტის წილი ასევე უდიდესია.

საგულისხმოა, რომ ყველა ეს ექსპერტები და ეკონომისტები მთავრობის ოპოზიციაში არაინ. ხელისუფლება კი ირწმუნებოდა და ირწმუნება, რომ ფინანსური კრიზისი საქართველოს გვერდს აუვლის. სააკაშვილი ამ დღეებში დამაჯერებლად აცხადებდა, რომ უახლოეს მომავალში ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კურსი საგრძნობლად აიწევს. უფრო მეტად, ვიდრე ეს საქართველო-რუსეთის კონფლიქტამდე ხდებოდა.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მისი მთავრობა ფინანსური კრიზისის გავლენასთან ბრძოლაში გაცილებით თავდაჯერებულად იმოქმედებს, ვიდრე რუსეთის მთავრობა. საერთაშორისო პროცესები სერიოზულ დანაკარგს არ გამოიწვევს.

ეკონომისტები, რომლებიც მმართველი პარტიისა და მთავრობის კურსს მხარს უჭერენ ირწმუნებიან, რომ: „გაცვლის კურსის კატასტროფული ვარდნა არ იქნება, იმიტომ რომ ეკონომიკას დაეხმარება მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფინანსური დახმარება". ქართველი ბიზნესმენებისათვის კრედიტების აღება გართულდა - მაგრამ ეს ფინანსური კრიზისის ერთადერთი გავლენაა.

თუმცა მტკიცება, რომ ფინანსური კრიზისი საქართველოს არ შეეხება საკმაოდ არგუმენტირებულად ჟღერდა. მეტალურგიული საწარმოები, რომლებიც სხვა ქვეყნებში „წაბორძიკდნენ" , საქართველოში უბრალოდ არ არსებობს. უკანასკნელ პერიოდში არ იცვლება ფასები პროდუქტებზე. მართალია აგვისტოში, როცა ხალხი ომის გაგრძელების შიშით მარაგს იძენდა ფასებმა მოიმატა.

ქართველების მეგობრები, ხელისუფლებასთან ერთად ოპტიმიზმით სუნთქავდნენ. სააკაშვილის ყოფილმა მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში, ესტონეთის ექს-პრემიერ მინისტრმა ლაარმა „ვრემია ნოვასტეი"-სათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „საოცრებაა ის, რომ ომისაგან ქართული ეკონომიკა საერთოდ არ განადგურდა, ორი-სამი წლით ადრე მსგავსი ომი აქ ყველაფერს დაანგრევდა და ქვეყანას ეკონომიურად გაანადგურებდა". ლაარი დარწმუნებულია, რომ ვინაიდან რისკები წარსულში დარჩა საქართველომ შეძლო კარგი საინვესტიციო კლიმატის შენარჩუნება.

ამავდროულად შთამბეჭდავი საერთაშორისო ინექცია (დონორმა ქვეყნებმა 4.5 მილიონი დოლარი გამოყვეს), სავსებით საკმარისია არც ისე დიდი ქვეყნის ეკონომიკის მხარდასაჭერად.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100