RSS
на русском en in english
24.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

გაცრუებული იმედების მიტინგი?

12.11.2008  |  13:51

1/3/8/38.jpeg7 ნოემბერს ქართული ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციას საქართველოს, რუსეთისა და საზღვარგარეთის მედია-საშუალებები აანონსებდნენ. ვარაუდობდნენ, რომ შარშანდელი ოპოზიციის მიტინგის წლისთავი,რომლის დაშლისას პოლიციის სპეც-დანიშნულების რაზმმა გაზიც კი გამოიყენა ქვეყანაში მორიგ პოლიტიკურ წინააღმდეგობის ტალღას ააგორებდა. ამჯერად თბილისში ექსცესებს გადაურჩნენ. ოპოზიციამ თავისი ვალი მოიხადა - პარლამენტის შენობასთან დაახლოებით 3 საათი იმიტინგა , წამოაყენეს ტკივილამდე ნაცნობი მოთხოვნები,ქვეყნის დემოკრატიულ რელსებზე გადასვლისა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშნვის შესახებ. რეჟიმის მოწინააღმდეგეთა მონოლოგი მთავრობასთან დიალოგში ამჯერადაც არ გადაზრდილა. ხალხში თბილისის მერი გიგი უგულავა და რამდენიმე პარლამენტარი გავიდა,რომლებიცირწმუნებიან, რომ „შარშანდელნა 7-მა ნოემბერმა ნათლად დაგვანახა დიალოგის აუცილებლობა". ერთ-ერთი ოპოზიციონერის მოწოდებას სამჯერ ეყვირათ „საქართველო უპირველეს ყოვლისა", მომიტინგეთა შორის დიდი ენთუზიაზმი არ მოჰყოლია. მკვეთრმა გამოსვლებმა 10 ათას კაციანი მიტინგის მონაწილენი ისე ვერ აიყოლია, როგორც შარშან, როცა ხალხის მრავალრიცხოვანი მასა მოედანზე ეგზალტირებული ყვიროდა :„გაუმარჯოს საქართველოს".

ამჯერად მიტინგის ორგანიზატორები, მშვიდობიანად წავიდნენ, მაგრამ განაცხადეს, რომ 23 ნოემბერს,„ვარდების რევოლუციის" მეხუთე წლისთავზე დაბრუნდებიან. ამის შემდეგ კი გაზაფხულამდე ან ზაფხულამდე,ვიდრე სააკაშვილი არ გადადგება საპროტესტო აქციებს პერმანენტულად გამართავენ. რატომ არ გამართლდა ქართველი ოპოზიციონერების იმედები?

ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. იქნებ რთული გზის გავლის შემდეგ ოპოზიციური ძალები მიხვდნენ, რომ პოლიტიკა ქუჩაში არ კეთდება და რადიკალურ ზომებს მხოლოდ პრობლემები მოსდევს?

ამ ჯერად ოპოზიციამ „ვარდების რევოლუციის" ბელადის პიარ-ტექნოლოგიები გამოიყენა. წინა წელს სააკაშვილმა თითქმის ყველა თავის ოპონენტს „კრემლთან მჭიდრო თანამშრომლობაში" დასდო ბრალი,წელს კი იგივე ბრალდებების ობიექტი თავად გახდა. მიტინგზე პირველად გამოჩნდა ლოზუნგი, „Stop, Russia, stop, Misha". „დღეს საქართველოს ორი მტერი ჰყავს, რუსეთი და მიხეილ სააკაშვილი, რომლის წყალობითაც ჩვენი ქვეყანა ომში ჩაება და ტერიტორიები დაკარგა" - განაცხადა „ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ. გამყრელიძემ მთავრობის მოწოდებაზე ერის ერთიანობის შესახებ კომენტარი გააკეთა. ერთობა,მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მიხეილ სააკაშვილი დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს, გაანთავისუფლებს პოლიტ-პატიმრებს, მოხსნის ცენზურას მედია-საშუალებებზე და ტელეკომპანია „იმედს" კანონიერ მფლობელს დაუბრუნებს - ამბობს „ახალი მემარჯვენეები" ლიდერი. ქართული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა კონსერვატორმა ზვიად ძიძიგურმა სააკაშვილი „დენთით სავსე კასრს" შეადარა და დასძინა, რომ სააკაშვილი არც ევროპას და არც ამერიკას არ სჭირდება, მისი უმაღლეს პოსტზე ყოფნა მხოლოდ რუსეთისთვის არის ხელსაყრელი. მიხეილ სააკაშვილს ამ ეტაპზე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. მხოლოდ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა კიდევ ერთი მოწოდება გააკეთა კონსტრუქციული დიალოგის გამართვის თაობაზე და განაცხადა, რომ მთავრობა მზადაა დიალოგის გასამართად, იმის მიუხედავად, თუ რა საკითხი იქნება მოლაპარაკებებზე განხილვის საგნად ამორჩეული. როგორც ცნობილია კითხვები ოპოზიციას საკმარისზე მეტი აქვს. ავიღოთ მაგალითათ მოთხოვნა, ტელე-კომპანია „იმედი"-ს თაობაზე. თუ ეს მოთხოვნა 23 ნოემბრის 12 საათისათვის არ იქნება დაკმაყოფილებული, ოპოზიცია ტელევიზიის შენობის მუდმივ პიკეტირებას დაიწყებს. საპროტესტო აქციების გრაფიკი გაზაფხულამდე პრაქტიკულად უკვე გაწერილია. უახლოეს მომავალში ამ საკითხში გლობალური ცვლილებები არ იგეგმება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100