RSS
на русском en in english
12.12.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ოფიციალური თბილისი წინააღმდეგია . . .

12.11.2008  |  13:53

1/3/9/39.jpegსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზიზე განაწყენდა. ტყეშელაშვილმა ვერ გაიგო სარკოზის განცხადება იმის თაობაზე სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთმა შეასრულა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე და ახლა ევროკავშირსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების განახლებას პარტნიორობის თაობაზე ხელი არ შეეშლება.

„ჩვენ გულწრფელად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ შეთანხმება არ შესრულებულა. 1 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში ევროკავშირი ნათლად აცხადებდა, რომ მოლაპარაკებები მანამდე არ განახლდება, ვიდრე რუსეთი თავის ძალებს იმ პოზიციებზე არ დააბრუნებს, სადაც ისინი 7 აგვისტომდე იმყოფებოდნენ. ეს არ მომხდარა. რუსი ჯარისკაცები თბილისიდან 40 კილომეტრში, ახალგორში დგანან - რანაირად შეიძლება მშვიდობაზე და სტაბილურობაზე საუბარი?" - განაცხადა პარიზში, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ეკა ტყეშელაშვილმა.

ოფიციალური თბილისი ნერვიულობს. უკანასკნელ პერიოდში ევროპის ტონი რუსეთთან მიმართებაში მკვეთრად შერბილდა. პირველ მერცხლად 28 ოქტომბერს რადიო-პროგრამა ВВС იქცა. ეთერში ეუთო-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა რაიან გირსტმა აღიარა, რომ თავის ხელმძღვანელობას საქართველოს საომარი აქტიურობის შესახებ, ჯერ კიდევ მანამ აფრთხილებდა, ვიდრე ცხინვალზე თავდასხმა დაიწყებოდა. „ეუთო სამხრეთ ოსეთში მრავალი წელია მუშაობს. ჩვენი ორგანიზაციის მისიაში გრძნობდნენ, რომ იქ რაღაც მწიფდებოდა, მაგრამ გაცილებით მაღალ დიპლომატიურ დონეზე სიტუაციას ნამდვილად არ ადევნებდნენ თვალ-ყურს"- აღნიშნა დიპლომატმა. 8 ოქტომბერს იმავე ВВС-იმ ტელეეთერით გაუშვა დოკუმენტირი ფილმი ცხინვალის მოვლენების შესახებ. დასავლურ ეკრანებზე პირველად მოხვდა მომხდარის ოსური ვერსია. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბენდმა ამის შემდეგ განაცხადა, რომ ქართველები მართლაც „უპასუხისმგებლოები" იყვნენ და დასძინა, რომ ამიერიდან მთელი სერიოზულობით დააკვირდება სააკაშვილის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს.

აქამდე მილიბენდი საქართველოს წინააღმდეგ რუსულ აგრესიაზე მთელი ხმით ღაღადებდა, მაგრამ მოულოდნელად საპირისპირპო მხარეს შებრუნდა. იმავე დღეს რიგაში გამართულ კონფერენციაზე აშშ-სა და ნატო-ს ელჩმა კურტ ვოლკერმა განაცხადა: „ დასავლეთის ქვეყნებს რუსეთისათვის ღიად დარჩენა მართებთ". ნატოს ექსპერტმა დაგეგმვის საკითხებში ედგარ ბაკლიმ სხვა ასპექტზე გაამახვილა ყურადღება.

„ნატო პასუხისმგებელია თავისი წევრი ქვეყნების უსაფრთხოებაზე. ასამბლეაში მონაწილეობის სამოქმედო გეგმა უკანასკნელ პერიოდში ძალიან პოლიტიზირებული გახდა. საქართველო მხოლოდ თავის თავზე აგებს პასუხს. ასამბლეაში გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი პირობა საკუთარი საზღვრების საკითხის მოგვარებაა" - განაცხადა ბაკლიმ. რიგის ფორუმი ორგანიზატორების მიერ რუსეთისა და მოსკოვის „იმპერიალისტური პოლიტიკის" კიდევ ერთხელ დასატუქსად დაიგეგმა. თუმცა დიპლომატები, რომლებიც დასავლეთ ევროპას წარმოადგენდნენ საეჭვოდ დუმდნენ. „რუსული მილიტარიზმი" მხოლოდ სააკაშვილმა და მისმა მოკავშირე ბალტიისპირელებმა დაგმეს. მათ მხოლოდ ბორის ნემცოვმა გადააჭარბა. მან განაცხადა, რომ რუსეთი დასავლეთთან ურთიერთობების მოწესრიგებას მხოლოდ დემოკრატიზაციის პოროცესის დაწყების შემდეგ შეძლებს. სააკაშვილმა იგრძნო, რომ ევროსაბჭო აშკარად დაიღალა კავკასიასთან ლოლიავით და იმედი გამოთქვა, რომ ევროპა რუსეთთან მოლაპარაკებებზე არ წავა.

„რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავინდებურად ოკუპირებული აქვს. ვიმედოვნებ, ევროპა არ წავა ახალ მიუნხენის შეთქმულებაზე, ვიმედოვნებ, რომ ეს არ მოხდება. მომხდარის ფაქტად აღქმა და შერბილება ჩემი აზრით ახალი მიუნხენი იქნება". სააკაშვილს აჰყვა მისი მოკავშირე, ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი: ახლა რუსეთისა და ევროკავშირის მოლაპარაკებებთან დაბრუნება ევროპის სისუსტეს აჩვენებს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100