RSS
на русском en in english
22.08.2014
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

სად არის ეს ქუჩა, სად არის ეს სახლი... ის საქართველო?

13.11.2008  |  11:19

კრემლისათვის სამაგიეროს გადახდის მცდელობა "ისტორიაზე გადავლით" უკვე იყო და უნდა აღინიშნოს, რომ მან მარცხი განიცადა. სააკაშვილის მეგობარმა და თანამოაზრემ გიგა ბოკერიამ, სხვათაშორის ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის- ნანა ალექსანდრიას შვილმა, თავისთვის მოულოდნელად (როგოც ჩანს, იმიტომ , რომ სკოლაში ისტორიის გაკვეთილებს აცდენდა) საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დასაფლავების დროს, მთაწმინდის პანთეონში ალექსანდრე გრიბოედოვის და მისი მეუღლის ნინო ჭავჭავაძის საფლავები აღმოაჩინა.

მან უმალვე მოითხოვა მათი ცხედრების ჩვეულებრივ სასაფლაოზე გადატანა. ამ "ორიგინალური იდეის" გახორციელების საშუალება აღშფოთებულმა თბილისელებმა არ მისცეს.

ასევე მტრულად შეხვდნენ იდეას, სრულიად არა ქართველი პრეზიდენტის- ბუშის სახელის დარქმევისა ტრასისთვის, რომელსაც აეროპორტისაკენ მივყავართ, მაგრამ აქ თბილისელებს მოუწიათ შეეგუონ ხელისუფლების აღმოსავლურ მლიქვნელობას. ახლა ყველა, ვინც ჩამოფრინდება დედაქალაქში, თბილისისკენ მომავალ გზაზე ავტომობილისა და ავტობუსის ფანჯრებიდან მოციმციმე სახლების აბრებზე მისტერ ჯორჯის გვარით ტკბება.

პერსონებისადმი სიმპატიების და ზიზღის გამოხატვა ქუჩების სახელწოდების გადარქმევის საშუალებით "ახალბედა რეფორმატორებს" ტრადიციად ექცათ. მაგალითად პირველი პრეზიდენტის- ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირო, აზერბაიჯანთან მეგობრული ურთიერთობების გამო ახლა ალიევის სანაპიროდ გადაინათლა. მანამდე ის სტალინის სახელს ატარებდა.

იოსებ ბესარიონის ძე-სადმი მიხეილ ნიკოლოზის ძეს აუხსენელი გძნობები აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ის და " ყველა ხალხების მამა" ერთსა და იმავე დღეს არიან დაბადებული- 21 დეკემბერს. სულ ახლახანს, სააკაშვილმა განაცხადა, რომ სტალინი ქართველი ხალხის მტერია და გადაწყვიტა მისი ქანდაკება გორიდან, თბილისის საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში გადაიტანოს, ხოლო გორის სახლ მუზეუმში გახსნას რუსული ოკუპაციის უკვე სხვა მუზეუმი. ეს უახლოესი მომავლის საქმეა. სხვათაშორის, აგვისტოს მოვლენების დროს, სტალინის ქანდაკება და მისი სახლ - მუზეუმი ერთადერთი ადგილი იყო გორში, სადაც არ ჩავარდა ჭურვები. ქართველმა, რუსმა და ოსმა მებრძოლებმა არ მოისურვეს ისტორიასთან ბრძოლა, თუნდაც მისი არც თუ ისე ნათელ პერიოდთან. ოპოზიციამ უმალვე მოუწოდა სააკაშვილს, გორის ქანადაკებას დაანებოს თავი, მითუმეტეს, რომ მას ტყვიებმაც კი ვერაფერი დააკლო.

თბილისელები კი , რუსი სამხედროების მისამართით წყევლა-კრულვის შემდეგ(რომლებიც მათ სახლებს ბომბავდნენ), მშობლიური მთავრობის გინებაზე გადაერთვნენ ( რომელმაც ომის შესაძლებლობა დაუშვა). სულ უფრო ხშირად ისაკლისებენ და ენატრებათ რუსული საქონელი, დაპირისპირების შემდგომ გამოწვეული რუსოფობიის გამო გამქრალი მაღაზიების დახლებიდან. ახლა გულით დაავადებულები იძულებულნი არიან იყიდონ კონტრაბანდული "ვალოკორდინი" და "კორვალოლი" თითქმის 2 დოლარად, რაც წარსულში არსებულ ფასზე ოთხჯერ მეტია. აიკრძალა აქტივირებული ნახშირი, შეუცვლელი წამალი ხინკლის და ქაბაბის შემდეგ, ახლა მათ მაგივრად სთავაზობენ ძვირადღირებულ ევროპულ ანალოგებს.

არის ინფორმცია, რომ დახლებიდან გაქრა სოდა და "ჰერკულესი". . საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოუწია ოფიციალურად განაცხადოს, რომ აკრძალვა არ არის, ხოლო დეფიციტი ხელოვნურადაა შექმნილი, გაზრდილი მოთხოვნილების გამო. ბოლოს და ბოლოს, "ჰერკულესის" რუსულ წარმოშობაზე იჩქარეს, ხომ შეეძლოთ ეთქვათ, რომ ეს ინგლისელი ლორდების საყვარელი საჭმელია. ხოლო ქალაქი სანქტ-პეტერბურგი ამერკის შტატ ფლორიდაშიცაა.

ირინა პტაშკოვსკაია

 

1 
2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100