RSS
на русском en in english
24.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

სად არის ეს ქუჩა, სად არის ეს სახლი... ის საქართველო?

13.11.2008  |  11:19

1/5/3/53.jpegსად არის ეს ქუჩა, სად არის ეს სახლი ? ამ ფრაზას შესაძლოა მალე დაემატოს "სად არის ეს ქვეყანა?", რომელშიც შთაგონებისა და რითმების საპოვნელად რუსი მწერლები, პოეტები და დისიდენტები ჩამოდიოდნენ. თბილსში გადაწყვიტეს სახელები შეუცვალონ რუსული დასახელების მქონე ქუჩებს და მათ აგვისტოს ომის პერიოდში "ხელიდან გამსხლტარი" ქალაქების სახელები მიანიჭონ. ამიერიდან მოსკოვის პროსპექტს- ცხინვალის ერქმევა, ხოლო პეტერბურგის ქუჩას - ახალგორის.

"მე რუსულს გავჩეხავდი მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ენაზე პუტინი საუბრობს". ასეთი პერეფრაზირება გაუკეთეს საქართველოში აგვისტოს მოვლენების შემდეგ მაიაკოვსკის სტროფებს. მაშინ საქართველომ გადაწყვიტა აღარ შემოიტანოს რუსეთიდან წამლები, ამასთან ერთად პროდუქტები და სპირტიანი სასმელებიც კი. ახლა კი განიზრახეს აღმოფხვრან რუსული სახელწოდებები. თუმცაღა, დაწესებულებებიდან, მეტროს სადგურებიდან და ქუჩებიდან - "ვარდების რევოლუციის" გამარჯვებისთანავე გაქრა ქართული სახელწოდებების შესატყვისი რუსული დუბლიკატები. "დიადს და მძლავრს" მიანიჭეს უცხოენის სტატუსი და მისი შესწავლა სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში სავალდებულო აღარ არის. ახლი ანტირუსული ტალღა, საბოლოოდ გადაეფარა ქვეყნის პოლიტ ელიტას.

ჩრდილო მეზობლის მიმართ საკუთარი გრძნობებისა და დამოკიდებულების უკეთ გამოსახატავად, გადაწყვიტეს საკუთარი ქუჩების სახელწოდებებზე იყარონ ჯავრი. განიხილება დედაქალქში მოსკოვის პროსპექტის- ცხინვალის პროსპექტად გადარქმევა, პეტერბურგის ქუჩის - ახალგორის ქუჩად, ხოლო ქალაქის ცენტრში არსებული პუშკინის სკვერი - ვარშავის სკვერად მოინათლება.

შესაძლოა, ქვეყნის ხელმძღვანელობა ოკულტიზმმა გაიტაცა და სწამთ, რომ ასეთი გადარქმევა, მათ მაგიურად დაეხმარებათ სამხრეთ ოსეთის დედაქალაქის და ახალგორის რაიონის დაბრუნებაში.

რაც შეეხება პუშკინს, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რა ბედი ეწევა მის ბიუსტს, რომელიც , მისივე სახელობის სკვერშია განთავსებული, ან პუშკინის სახელობის მუზეუმს, ასევე უცნობია რა ელის გრიბოედოვის თეატრს - თავისუფლების მოედანზე, რომელსაც "ვარდებამდე" დიდი ხნით ადრე ჩამოაცილეს ლენინის სახელი.

ეს, კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ საქართველოს "გაურკვეველ წარსულთან" ბრძოლის გამოცდილება დღეს არ შეუძენია.

ისევე როგორც მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში, თბილისშიც 90-იანი წელბის დასაწყისში მოედნებიდან და ცენტრალური მაგისტრალებიდან მოაცილეს რევოლუციის ბელადების ძეგლები. თუ როგორ უნდა ებრძოლო ყოფილი ბელადისა და კერპის ქვის ქანდაკებას - ეს, საქათველოსგან შეგიძლია ისწავლო. ასე მაგალითად, სერგო ორჯონიკიძის ძეგლი ამწეზე ჩაბმული საშინელი ღრჭიალით გაათრიეს თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე. თანაც ეს აქტი დედაქალაქის ელიტარული რაიონის მაცხოვრებლების თხოვნით იქნა შესრულებული, რომელთა სიმშვიდესაც მთელი ერთი თვე არღვევდა "მთვრალი კატების" აუტანელი კნავილი, იმიტომ, რომ უცნობმა კეთილის მსურველებმა მანამდე ვალერიანის წვეთებით განბანეს მონუმენტი.

ასევე გაუკეთდა ლიკვიდირება ქუჩების "საბჭოთა" სახელწოდებებს. მიუხედავად ამისა, არც ერთ თბილისელს არ გაუჭირდება მიგასწავლოს როგორ უნდა მოხვდე პლეხანოვზე, მაგრამ შესაძლოა დიდხანს იმტვრიოს თავი, იმაზე ფიქრით თუ სად არის იგივე ქუჩა ოღონდ აღმაშენებლის გამზირის (ფსევდონიმით). ყველაფერ რუსულთან ტოტალური ბრძოლის იდეა (ქუჩებისა და ქანდაკებების ჩათვლით) ქართულმა მას მედიამ და ხელისუფლების წარმომადგენლებმაც გააკრიტიკეს. კულტურის მინისტრი- გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ადრე საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართულ-რუსული ურთიერთობების საკითხებზე მუშაობდა, რუსი მწერლების დასაცავად გამოვიდა. "ეს მწერლები - ჩვენი კულტურის ნაწილია. ნუ განვაგდებთ მათ ჩვენგან, რადგან საქართველომ უდიდესი როლი ითამაშა რუსულ კულტურაში. აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა ვთქვათ ჩვენ ამ როლზე უარი", - განაცხადა ვაშაძემ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100