RSS
на русском en in english
25.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

კუბა ა.შ.შ-ს წაქეზებში ადანაშაულებს

13.11.2008  |  11:26

1/5/5/55.jpeg"ჩვენმა ქვეყანამ პირველივე მომენტიდან განსაჯა ქართული აგრესია. ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას ა.შ.შ-ს ვაკისრებთ, რომელიც საქართველოს სამხრეთ ოსეთის მიმართ საომარი აქციებისკენ უბიძგებდა" - განაცხადა კუნძულ თავისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპე პერეს როკემ.

კუბელი ჩინოვნიკის მოსკოვში სტუმრობას, თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ დაზვერვა ბრძოლით, რომელიც სრული წარმატებით დასრულდა. კუბის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პრეზიდენტ მედვედევს და მის კოლეგას- ლავროვს შეხვდა, მან პირდაპირ განაცხადა, რომ : მისი ქვეყანა მზადაა ლობირება გაუწიოს მოსკოვის ინტერესებს კარიბის აუზში.

"ჩვენ ღრმად ვაფასებთ დიადი რუსეთის მზარდ ინტერესს ლათინური ამერიკის ქვეყნების მიმართ. რუსეთის აქტიური პოლიტიკა იმ ეტაპას ემთხვევა, როდესაც რეგიონის უმრავლეს ქვეყანაში ხელისუფლებაში მოვიდნენ ისეთი ხელმძღვანელები, რომლებიც იცავენ ლათინური ამერიკის ნაციონალურ სუვერენიტეტს. რუსეთის მონაწილეობა მათი დამოუკიდებლობის გამყარებას და მრავალპოლარული სამყაროს შექმნას შეუწყობს ხელს", - განაცხადა მინისტრმა სერგეი ლავროვთან შეხვედრისას.

მოსკოვში 10 ნოემბერს ჩამოსულმა პერეს როკემ უმალ გააჩაღა აქტიური მოღვაწეობა. გამართა შეხვედრები : დიმიტრი მედვედევთან, სერგეი ლავროვთან, ვლადიმერ პუტინთან და მთავრობაში ნაკლები რანგის მქონე მთელ რიგ სხვა თანამდებობის პირებთან.

"შეიმჩნევა აქტიური პოლიტიკური დიალოგი და აზრთა თანხვედრის მაღალი ხარისხი განსაკუთრებულად მნიშვნელოვან საკითხებში - განაცხადა კუბელმა. - რასაც ვაკეთებთ ჩვენ ეკონომიკის, ვაჭრობის და ტურიზმის სფეროებში - ეს მხოლოდ გზის დასაწყისია ".

მან დაამატა, რომ კუბა მზადაა დაუჭიროს მხარი რუსეთს ყველაფერში, როგორც ეს უკვე მოხდა კავკსიაში კონფლიქტის დროს. თუმცაღა დააზუსტა , რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის შესახებ ჯერ საუბარი არ ყოფილა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჯერჯერობით ყველაფერი რჩება რაულ კასტროს სიტყვების დონეზე, რომელიც არა ერთ გზის უკეთებდა დეკლარირებას ზემოაღნიშნულ მხარდაჭერას.

უკანასკნელ პერიოდში, ოდესღაც მოძმე სახელმწიფოსთან ურთიერთობები უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო. საბჭოთა კავშირის დაშლა კუნძულისათვის თითქმის კატასტროფის ტოლფასი აღმოჩნდა - საბჭოთა კავშირი მისი საგარეო ვაჭრობის ბრუნვის 85 პროცენტს უზრუნველყოფდა. ხოლო რუსეთის დემოკრატიამ დაკარგა კუბასადმი ყოველგვარი ინტერესი. ამასაობაში იქ ეკონომიკურ ნიშებს სხვა ქვეყნის ბიზნესმენები ავსებდნენ. საბოლოო ჯამში ჰავანას მოსკოვთან საქონელბრუნვამ საბჭოთა კავშირის პერიოდში პირველი ადგილიდან მეათეზე გადმოინაცვლა.

2002 წლის დასწყისში დაიკეტა რუსეთის რადიოლოკაციური სადგური ჰავანის გარეუბან ლურდესში. კუბას როგორც შეეძლო ეწინააღმდეგებოდა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას, მაგრამ ბაზა მაინც დახურეს. რუსეთმა თავად თქვა საკუთარი "დაზვერვის მარგალიტზე" უარი, ხოლო თავისუფლების კუნძულმა ყოველწლიური საიჯარო გადასახადი- 200 მილიონი დოლარი დაკარგა.

ძალიან მალე გაირკვა, რომ რუსეთის მიერ აღებულმა კურსმა, შეიარაღების შემცირების შესახებ არ გაამართლა. გამოვიდა, რომ ლურდესში რუსული ლოკატორის დემონტაჟზე პასუხად იქცა ამერიკის ანტი სარაკეტო სისტემა ევროპაში. როგორც ჩანს: მთავარი სადაზვერვო სამსახური, უშიშროების ფედერალური სამსახური და ფედერალური სამთავრობო კავშირგაბმულობის სამსახური დღემდე იდაყვებს იკბენენ სინანულით. შესაძლოა ბაზის უნიკალური მოწყობილობა, რომელიც ახლა სადმე მოსკოვის შემოგარენში საწყობებში იჟანგება, დაუბრუნდეს ჰავაის. კუბის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვთან შეხვედრაზე დადასტურდა, რომ საჭიროა აღდგეს სამხედრო - ტექნიკური თანამშრომლობა და არა მხოლოდ.

"ჩვენ დაინტერესებულები ვართ რუსული საწარმოების მონაწილეობით ნავთობის საბადოების ძიებაში და ნავთობის გადამუშავებაში როგორც ხმელეთზე ასევე წყლების სიღრმეებში", - განაცხადა პერეს როკემ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100