RSS
на русском en in english
25.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ბიძია სემის გარეშე მსოფლიო იღუპება

14.11.2008  |  18:19

ასე მიაჩნია ლიტვის პრეზიდენტს ვალდას ადამკუსს. 13 ნოემბერს ადამკუსმა გადაწყვიტა ბარაკ ობამასათვის არჩევნებში გამარჯვება მიელოცა.

1/6/4/64.jpeg„მე მჯერა,რომ ახალ ადმინისტრაციასთან ერთად ჩვენ განვაახლებთ პარტნიორობას, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სამხრეთ ევროპაში დემოკრატიის მხარდაჭერას. ამაზე მეტყველებს რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ გამოვლენილ აგრესiასთან დაკავშირებით ამერიკელი დემოკრატების მიერ დაფიქსირებული მყარი პოზიცია. ობამას გამარჯვება მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსათვის, რომელსაც გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლაში ამერიკის მყარი ლიდერობა სჭირდება" - აღნიშნულია მისალოც დეპეშაში. ჰქონდა თუ არა ადამკუსს ჯიბეში თითები გადაჯვარებინებული? ამ საკითხზე მხოლოდ ვარაუდების დონეზე შეგვიძლია მსჯელობა. ბალტიისპირეთის ბომონდი, ისევე როგორც სააკაშვილის ადმინისტრაცია ბოლომდე ობამას მოწინააღმდეგეს, ჯონ მაკკეინს უჭერდნენ მხარს. ისინი გაწბილდნენ - ბუშის პოლიტიკას სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი. აშშ-ში მსოფლიო თავისუფლების შენარჩუნების საკითხზე მზაფრი ზრუნვა დროებით მოადუნეს. დემოკრატიის ჟანდარმს, ჯერ-ჯერობით პოლიტიკური ვაკუუმი აქვს. ძველი ადმინისტრაცია ჯერ არ წასულა, ახალი კი სტარტის მოლოდინშია. როგორც ჩანს ადამკუსმა პატრონის გარეშე მოიწყინა. იმავე დღეს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში- თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას იმედი აქვს, რომ 14 ნოემბერს ნიცაში გამართულ მოლაპარაკებებზე ევროსაბჭო რუსეთს წნეხში გაატარებს. „რუსეთი, აფხაზური და ოსური სეპარატისტული რეჟიმების ლეგიტიმაციის პოლიტიკის გატარებას აგრძელებს. ის არ აპირებს აფხაზეთის და ოსეთის რეგიონების ანექსიისa და მთელი საქართველოს ტერიტორიაზე თავისი გავლენის დამყარებისაკენ მიმართული გეზის შეცვლას" - დასძინა მინისტრმა იაკობაშვილმა.

თბილისს კვლავინდებურად სურს,რომ ევროპამ საქართველოსთვის ცეცხლიდან წაბლი გამოიღოს. თუმცა რეალობა სრულიად სხვა რამეზე მეტყველებს. უკანასკნელმა დღეებმა აჩვენა, რუსეთმა მოახერხა კავკსიაში ინფორმაციული ომის გარდატეხა თავის სასარგებლოდ. 10 ნოემბერს გამართულ ევროკავ შირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე რუსეთსა და ევროსაბჭოს შორის საბაზო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების გაგრძელებას დაუჭირეს მხარი. 1 სექტემბერს ეს მოლაპარაკებები შეწყდა საქართველოში ომის გამო. მაშინ ამ დიალოგის წინააღმდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, დანია და ჩეხეთი გამოვიდნენ, ხოლო ნოემბერში დიალოგის გაგრძელებასთან დაკავშირებით მხოლოდ ლიტვამ გამოთქვა პროტესტი, თუმცა იგი სწრაფად დაადუმეს. ევროავშირმა რუსეთთან მიმართბაში სიმბოლურ კონტრ-მოქმედებებზეც კი უარი თქვა და ნათლად მიანიშნა იმის თაობაზე,რომ პოლონეთის და ლიტვის ნაციონალური გართობა ვეტოს დადების უფლებით არაფრისმომცემია. მოცემულ შემთხვევაში ევროკავშირის ყველა წევრის ერთსულოვანი თანხმობა არ არის საჭირო. vალდას ადამკუსმა აღიარა, რომ მისთვის კოლეგების მხრიდან პოზიციების ამგვარი ცვლა გაუგებარია.

„ევროkავშირმა ჭეშმარიტ ღირებულებებზე მაღლა პრაგმატიზმი და სავაჭრო ინტერესები დააჟენა,მაგრამ ეს ლიტვის დამარცხებას არ ნიშნავს. თუ რუსეთი თავის ათიათასიან არმიას არ გაიყვანს საქართველოს რეგიონებიდან,ზოგიერთი ქვეყანა უბრალოდ ხელს ვერ ასწევს სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე მოლაპარაკების რაtიფიცირებისათვის მხარდასაჭერად" - სევდიანად ამბობს პრეზიდენტი.

თვითონ ლიტვაშიც განსხვავებული აზრი ბევრს აქვს. მრავალმა ექსპერტმა განაცხადა, რომ ლიტვა ევროკავშირისათვის მხოლოდ „ხიჭვია უხერხულ ადგილას". წინა დღეს, ნატო-ს გენერალური მდივნის, იან დე ხოოპ სხეფერის განცხადება საქართველოსათვის კიდევ ერთ უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. ბერლინში ევროპული უსაფრთხოებისა და შეიარაღების საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნატო, რუსეთთან ურთიერთობას მსხვერპლად არ გაიღებს საქართველოს გამო.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100