RSS
на русском en in english
27.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საქართველოს პარლამენტს ოპოზიციონერები შეემატა

14.11.2008  |  18:38

1/6/3/63.jpegთბილისის შუალედურ არჩევნებზე გამარjვებულთა უფლებამოსილებას, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებენ. იმისათვის, რომ ხალხის წარმომადგენელთა რიგeბი შეევსოთ, ქალაქს ხელმეორედ დასჭირდა ხმის მიცემა. დედაქალაქის ორმა დეპუტატმა მაისის არჩევნები ფალსიფიცირებულად გამოაცხადა და მანდატები ჩააბარა. მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა ჯერ კიდევ 7 სექტემბერს განაცხადა, რომ მმართველი პარტია შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა, რადგან მაისში რაიონებში ოპოზიციამ გაიმარჯვა და განთავისუფლებული ადგილები მათ უნდა დაიკავონ. შედეგად 3 ნოემბერს „ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ" და „ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ" გაიმარჯვა. სააკაშვილს შეუძლია თავს ასეთი ჟესტის უფლება მისცეს, რადგან პარლამენტის 150 დეპუტატიდან 119 მმართველი პარტიის წარმომადგენელია. მოცემულ სიტუაციაში ორით მეტი იქნება ოპოზიცია თუ ნაკლები არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.

13 ნოემბერს, სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერმა, კანცელარიის ექს-შეფმა და პარლამენტის დეპუტატმა, საქართველოს პარლამენტის პრო-პრეზიდენტული უმრავლესობის შემადგენლობიდან გამოსვლა გადაწყვიტა.

„მე პატივს ვცემ გუნდურ პრინციპებს და არ მინდა ჩემი უმრავლესობისაგან განსხვავებული აზრით პრობლემები შევქმნა. ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია არასწორი მმართველობის შედეგია . . . აშშ-დან დაწყებული, ყველა ქვეყანა აცხადებს, რომ აგვისტოში პრეზიდენტის მიერ დაშვებული იქნა ტრაგიკული შეცდომა და მე სავსებით ვეთანხმები ამ მოსაზრებას"- აცხადებს მამრაძე.

დეპუტატმა უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე,რომ ის მოღალატეა და არ დაადასტურა კულუარებში გავრცელებული ჭორი, მისი პარლამენტის ექს-სპიკერის ნინო ბურჯანაძის გუნდში შესაძლო გადასვლის შესახებ. ამ ყველაფრის მიუხედავად ხალხის რჩეულთა რიგების დატოვება მამრაძეს არ სურს.

„ამა წლის მაისის შემდეგ, რაც ბურჯანაძემ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა მასთან კონტაქტი არ მქონია. ბურჯანაძის მხრიდან არანაირი წინადადებები არ მიმიღია. მე ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. დამოუკიდებელი დეპუტატი მსურს, ვიყო" - აცხადებს მამრაძე.

თავად ექს-სპიკერმა იმავე დღეს განსხვავებულ საკითხზე გააკეთა განცხადება. ბურჯანაძემ გადაწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენცია გაუწიოს სააკაშვიკლს.

„ჩემი პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის საკითხი ქართველმა ხალხმა და საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს"- განაცხადა რადიო „უცნობის" ეთერით ბურჯანაძემ.

პოლიტიკური პროპაგანდის ენიდან თარგმანით ეს ასპროცენტიან „დიახს"-ს ნიშნავს. ამ შემთხვევაში ნაგულისხმევი ხალხი და საზოგადოება უთუოდ მზადაა ექს-სპიკერის თავი სახელისუფლო გვირგვინით შეამკოს. თავად ბურჯანაძემ კი ტრადიციულად განაცხადა, რომ იგი ქვეყანაში ყველაფერს გამოასწორებს.

„უკანასკნელ პერიოდში ევროპელი ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებში საუბარია იმაზე, რომ აგვისტოს ომის შეფასებები საქართველოს სასარგებლოდ არ იცვლება. ამ ტენდენციების მიღმა უამრავი მიზეზი დგას, მათ შორის რუსეთის აქტიური მუშაობა. ამასთან საქართველოს ხელისუფლებამ დასავლელ პარტნიორებთან ნდობა დაკარგა, ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა, ამ ნდობის აღდგენა უნდა იყოს"- აცხადებს ბურჯანაძე.

ილფის და პეტროვის ფრთოსანი გამოთქა, იმაზე, თუ როდის არის ბორჯომის დალევა გვიანი, ბურჯანაძემ როგორც ჩანს არ იცის. უკანასკნელ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ დასავლეთი მზადაა გაყიდოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. როგორც ჩანს, ასეც მოხდება თუ ბარელი ნავთობის ფასი კიდევ ათი დოლარით მოიმატებს. სააკაშვილმა და მისმა მოწინააღმდეგეებმა ეს აშკარად შეიგნეს. „გაერთიანებული ოპოზიციის" ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა: „ერთ-ერთი ვერსიით შესაძლოა ჩვენმა პრეზიდენტმა სამხედრო ავანტიურა ისევ დაიწყოს. მორიგი დამარეცხების შემდეგ იგი ქვეყნიდან გაიქცევა და დევნილი პრეზიდენტის სტატუსს მიიღებს. ამ გზით შეეცდება სააკაშვილი იურიდიული პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100