RSS
на русском en in english
24.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საქართველო ეკონომიური კრიზისის საფრთხის წინაშეა

17.11.2008  |  10:11

1/6/5/65.jpegსაქართველო შეასაძლოა ეკონომიკური კრიზისის მორევში მოექცეს. ლარის მკვეთრი დაცემის შემდეგ ამის თაობაზე სულ უფრო ხშირად და ხმამაღლა იძლევიან გაფრთხილებას ქართველი ექსპერტები. მთავრობა კვლავაც იუწყება ქვეყნის ეკონომიკის ნათელ პერსპექტივებზე და გახარებული ამტკიცებს, რომ რუსეთს კრიზისი სწორედ აგვისტოს ომის შემდეგ "დაატყდა" თავს.

საკუთარ პრობლემებზე უახლოეს დრომდე არაფერი იყო ნათქვამი ადგილობრივი მასმედიის საშუალებებით - არც ტელევიზიით და არც გაზეთებში. ჩემი მეგობრები და ნაცნობები, რომლებიც აივსნენ რუსეთის ეკონომიკური სავალალო მდგომარეობის შესახებ ინფორმაციით, ყოველ წამს მირეკავდნენ და მთავაზობდნენ თბილისში დაბრუნებას, რადგან ქვეყანაში ამ მხრივ ყველაფერი რიგზე იყო. ბოლო პერიოდში კი ისინი გამუდმებით საუბრობენ თავისი ოჯახის მცირე ბიუჯეტზე და იმაზე , თუ რა რთულია თვიდან თვემდე თავის გატანა. მომატებული პრობლემების პირველი ნიშნები ჯერ კიდევ ლარის კურსის დაცემამდე, გასული კვირის ბოლოს გამოჩნდა.

ამ კვირაში, საქართველოს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში რიგები დადგა. მე ვღებულობ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ადგილობრივი სამშენებლო კომპანიები ყინავენ სამუშაოებს, ხოლო ბანკებში დაიწყეს პერსონალის შემცირება.

იერიშების შემდეგ გადარჩენილმა ოპოზიციურმა მედიამ, ტელეკომპანიამ "კავკასია" თავის საღამოს ეთერი ეკონომიკურ თემას მიუძღვნა. თოქ - შოუში "ბარიერი" მოწვეულნი იყვნენ წამყვანი ექსპერტები. მათ გამოხატეს ერთსულოვნება, იმასთან დაკავშირებით, რომ ლარის 20%-ანი დაცემა და კურსი რომელიც ხელოვნურად იყო შენარჩუნებული რამდენიმე წელიწადის განმავლობაში - ხელისუფლების მორიგი ფინანსური დანაშაულია. ექსპერტთა აზრით, ვიღაცამ ზემოთ ისევ გაითბო ხელები ვალუტის ასეთ ხტუნვაზე. ექს-პრემიერმა, ეკონომიკის ექს-მინისტრმა, ეროვნული ბანკის ექს-პრეზიდენტმა, რომლებიც ოდესღაც თავად კარნახობდნენ ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას, - "ბარიერში" განგაში ატეხეს.

ეკონომიკის ყოფილი ექსპერტი ვლადიმერ პაპავა აღშფოთდა: "მსოფლიო პრაქტიკაში ითვლება, რომ თუკი ნაციონალური ვალუტა უცებ 7 პროცენტით უფასურდება, ეს უკვე კატასტროფაა. საქართველოში ლარმა ერთ ვაჭრობაში 20 პროცენტი დაკარგა, ჩვენ კი გვარწმუნებენ, რომ საშიში არაფერია".

ნაციონალური ბანკის შემქმნელი და ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი შეძრწუნდა : "ნაციონალური ვალუტის სწრაფ ვარდნით ვიღაცამ ხელი მოითბო, ხალხი კი გაღატაკდა".

თუმცა, ასეთი აღიარებები არა მხოლოდ ტელე-ეთერით ისმის. ექს-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, ერთ-ერთ ქართულ სააგენტოსთან ინტერვიუში იწინასწარმეტყველა მოსახლეობის გაღატაკება: "ქართული ეკონომიკა სერიოზული კრიზისის წინაშე დგას. უახლოეს პერიოდში ჩვენ მის სხვა შედეგებსაც დავინახავთ. თითქმის ყველა იმპორტულ საქონელზე მოიმატა ფასებმა, სავარაუდოდ მოიმატებს ფასი ენერგორესურსებზეც : გაზსა და ელექტროენერგიაზე ".

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობამ აგვისტოს ომის შედეგებთან ბრძოლის მორიგი 18 თვიანი პროგრამა გამოაცხადა. 2009 წელს დაგეგმილია "მინიმალური პენსიის ეტაპობრივი გაზრდა 100 დოლარამდე" (დღესდღეობით, დამსახურებული "დასვენება" უზრუნველყოფილია 40 პირობითი ერთეულით). პედაგოგებს ხელფასებს "პირველ ეტაპზე 50 ლარით გაუზრდიან", სამედიცინო დაზღვევებით უზრუნველყოფენ სოციალურად დაუცველ ფენებს, ასევე პედაგოგებს, პოლიციელებს და სამხედრო მოსამსახურე პირებს.

იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ბიზნესის განვითარების ეკონომიკური ფონი, იგეგმება შემცირდეს ხელფასის გადასახადი 25-დან 15 პროცენტამდე. ამასთან გაუქმდება გადასახადები პირად შემოსავლებზე და კაპიტალზე. სახელმწიფოს წილი ეკონომიკაში შემცირდება : ბიუჯეტის დანახარჯების მოცულობა საერთო შიდა პროდუქტებთან მიმართებაში დაიწევს 22 პროცენტამდე.

ვერაფერს იტყვი, მშვენიერი წამოწყებები აქვს მთავრობას. ექსპერტები კი, დაუცხრომელი სკეპტიკოსები, თვლიან, რომ დანაპირები დარჩება ქაღალდზე.

ამ შექმნილ სიტუაციაში, მკვეთრად ჩამოყალიბებული, საკმაოდ არგუმენტირებული კონკრეტული ციფრობრივი ამოცანების შესრულება შეუძლებელია .

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100