RSS
на русском en in english
23.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ვიქტორ ჩერნომირდინი პროვოკაციაში დაადანაშაულეს

17.11.2008  |  15:18

1/6/7/67.jpegუკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს, ვიქტორ ჩერნომირდინს პროვოკაციაში დასდო ბრალი. ბრალდების მიზეზად, რუსეთის ელჩისა და რეგიონების პარტიის მცდელობა იქცა, კიევში ეჩვენებინათ ფილმი „ომი 08.08.08. ღალატის ისტორია".

„რუსეთის სპეც-სამსახურების მიერ შექმნილ ვიდეო მასალაში თავიდან ბოლომდე ყველაფერი დადგმულია. მაყურებელს თავს ახვევენ ცინიკურ მტკიცებას იმისას,რომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტიში უკრაინის მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ და თითქოს უკრაინა საქართველოს იარაღს „უკანონოდ აწვდიდა".სამინისტრო აღშფოთებულია რუსეთის ელჩის, ვიქტორ ჩერნომირდინის და საელჩოს იმ თანამშრომელთა ქმედებებით,რომლებიც ამ სამარცხვინო აქციაში მონაწილეობის მიღებას აპირებდნენ და ცდილობდნენ სასტუმრო „ Hyatt" ადმინისტრაციაზე ზეწოლა მოეხდინათ, რომელმაც ამ სიყალბის დემონსტრირება აკრძალა". განაცხადეს უკრაინის საგარეო უწყებაში 14 ნოემბერს.

ვიქტორ ჩერნომირდინი იძულებული გახდა ფილმი DVD-ზე ენახა. შექმმნილ სიტუაციას ელჩმა „მარაზმი" უწოდა.

„რატომ ეშინიათ ამ ფილმის? ხალხი უნდა გაეცნოს აზრს ამ კუთხით" - განაცხადა, მომხდარზე ჩერნომირდინმა. დიპლომატის თქმით იგი სპეციალურად მივიდაფილმის ჩვენებაზე, რადგამ მანამდე „ომი 08.08.08. ღალატის ისტორია" ინტერნეტით არ უნახავს.

რუსეთის საელჩომ „გაოცება" გამოთქვა „უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს უხეში და შეურაცმყოფელი ტონის გამო. . . უკრაინული მხარის ქმედებები აშკარად ეწინააღმდეგება ინფორმაციის გავრცელების შესახებ საყოველთაოდ აღიარებულ დემოკრატიულ ნორმებს". დიპლომატიური მისია კიევის „დასაბუთებულ განმატრებას" ელის „ხსენებული ფილმის დემოსტრირებისათვის, ეგზომ უპრეცენდენტო ხელის შეშლაზე". ამასობაში სკანდალი უკვა გასცდა დიპლომატიური უწყებების კედლებს. დიმიტრი მედვედევმა უკრაინის ხელისუფლება და პირადად ვიქტორ იუშჩენკო ტოტალურ ჩვევებში და ისტორიის გადაკეთებაში დაადანაშაულა.

საქართველოს ხელისუფლებამ უკვე აღიარა,რომ „ღალატის ხელოვნება" ერთმნიშვნელოვნად პროპაგანდისტული და დესტრუქციული ფილმია. რაშიც კიევი სრულიად დაეთანხმა. ძირითადად იმიტომ, რომ ფილმში იუშჩენკოს ჩამოხრჩობის ვარიანტია შემოთავაზებული. უკრაინის უშიშროების სამსახურმა ჩათვალა, რომ ამ იდეის რეკლამირება საზოგადოებაში არ ღირს, რადგან ამ კინო-ფირის გარეშეც ამის მსურველი საკმარისზე მეტია.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი ჩვენება 12 ნოემბერს, უკრაინის კინოს სახლში იგეგმებოდა, მაგრამ იუშენკომ და მისმა ადმინისტრაციამ მომენტალურად გადაწყვიტა ამ ადგილზე „სასწრაფო, საპრეზიდენტო ღონისძიებები" ჩაეტარებინა. იგივე ისტორია განმეორდა უკრაინის ხელოვნების სახლშიც. სეანსი სასტუმრო „ Hyatt"-ში გადაიტანეს.აქ უკვე პრეზიდენტის ღონისძიებებით ვეღარ გამოძვრებოდნენ და „ნარინჯისფერებმა" ტაქტიკა შეცვალეს. შენობის წინ ნაციონალისტების პიკეტი გამოთქვამდა პროტესტს,ხოლო ამის შემდეგ, რაც პრეზენტაციაზე მოწვეულებმა სასტუმროში მისვლა და შეკრება დაიწყეს, გავრცელდა ინფორმაცია, იმის თაობაზე,რომ სასტუმროს შენობაში ბომბია დადებული. ვიდრე დარბაზში კონოლოგები და ძაღლები მუშაობდნენ, პრეზიდენტის მომხრეთაგან ერთ-ერთმა ეკრანი მოიპარა. ამას რამდენიმე საათის შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადება მოჰყვა, „არეულობის აღმოცენების" თავიდან ასაცილებლად ფილმის ჩვენების აკრძალვის შესახებ.

საქართველოსათვის იარაღის მოწოდების საკითხებთან დაკავშირებული საპარლამენტო საგამომძიებლო კომისიის თავმჯდომარემ- ვალერი კონოვალიუკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახლა ამ ფილმს უმაღლეს რადაში უჩვენებენ. ამის პასუხად დეპუტატი სახელმწიფო საიდუმლოს გახმაურების ფაქტზე დაკითხვაზე დაიბარეს. ალბათ იმას გულისხმობდნენ, რომ ხალხის წარმომადგენელმა ვერაგულად გაამჟღავნა ფასი იარაღისა, რომელსაც პრეზიდენტი თავისი ნათესავისათვის გზავნიდა თბილისში, დეპუტატის დასკვნით „დემოკრატიის ექსპორტი" უკრაინას ნახევარი მილიარდი დოლარი დაუჯდა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100