RSS
на русском en in english
15.12.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

იუშენკოს ”ღალატის ხელოვნების” შეეშინდა

12.11.2008  |  17:25

1/6/9/69.jpegვიქტორ იუშენკოს გარემოცვა, ცდილობს ხელი შეუშალოს ტელეარხის Russia.ru -ს დოკუმენტური ფილმის "ომი 08.08.08 ღალატის ხელოვნება" უკრაინულ პრემიერას. ამის შესახებ განაცხადა უმაღლესი რადას დეპუტატმა ვალერი კონოვალიუკმა. მისი თქმით პრემიერა ჩაშლის პირასაა.

სამხრეთ ოსეთში აგვისტოს კონფლიქტის შესახებ - ფილმის კიევური პრემიერა უკრაინაში, რუსეთის საელჩოს და ტელეარხ Russia.ru -ს მიერ არის ორგანიზებული. უკრაინის მხრიდან ორგანიზატორად წარმოდგენილია, უმაღლესი რადას დონეცკელი დეპუტატი პარტია რეგიონებიდან- ვალერი კონოვალიუკი. 12 ნოემბერს სურათი უნდა ეჩვენებინათ უკრაინის კინოს სახლში, მაგრამ იუშენკოს კანცელარიამ გადაწყვიტა იმ ადგილას "სასწრაფო საპრეზიდენტო ღონისძიება" გაემართა. ისტორია განმეორდა უკრაინის ხელოვნების სასახლეშიც. ამჟამად პრემიერა დაინიშნა სასტუმროში "ჰაიატ რიჯენსი კიევი". თუმცაღა, ვალერი კონოვალიუკმა განაცხადა, რომ ჩვენება შეიძლება აქაც აიკრძალოს.

ამასთან ერთად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრეს-ცენტრის განცხადებით, იქ დაკითხვაზე თვით ვალერი კონოვალიუკია დაბარებული. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, დეპუტატის მისამართით საგამოძიებო ქმედებები ხორციელდება სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც აღძრულია, საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის ფაქტის გამო და სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენს. ამასთან ერთად უკრაინის სპეც-სამსახურებმა გამოთქვეს საკუთარი აზრი თავად ფილმზეც.

"სურათი უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოებისათვის საზიანოდ მოქმედებს,- თვლის უკრაინის უსაფრთხოების სამსახური. - ვიდეო სიუჟეტს საფუძვლად უდევს რუსული ინტერნეტ გამომცემლობის ცრუ მტკიცებულებები, უკრაინის მოქალაქეების მონაწილეობაზე რუსულ - ქართულ კონფლიქტში. ისინი სამართალდამცავი ორგანოების და რუსეთის ფედერაციის სპეც.სამსახურების მიერაა შეთხზული და უკვე დიდი ხანია უარყოფილია საერთაშორისო ექსპერტების და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ".

ამასთან, უკრაინული სპეც.სამსახურები ოფიციალურად აფრთხილებდნენ დეპუტატს გავრცელებული ინფორმაციის გამო პასუხისმგებლობის დადგომის შესახებ, ვინაიდან ფილმი "მომზადებულია უშიშროების ფედერალური სამსახურის მონაწილეობით , რომელიც უკრაინულ- რუსულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებში ქმნის ხელოვნურ დაძაბულობას".

მართალია, თავად დეპუტატი დაკითხვაზე გამოძახების ფაქტს უარყოფს.

"ეს უკრაინული ხელისუფლების ავანტიურაა, რომელიც მომართულია ფილმის ჩვენების ჩაშლისაკენ , რომელშიც წარმოდგენილია უკრაინული იარაღის საქართველოში გაყიდვის ფაქტები. ხელისუფლება ცდილობს შეუშალოს ხელი მონაცემების გახმაურებას დასავლური საელჩოების წარმომადგენლების და ჟურნალისტების წინაშე, რომლებიც მოწვეულნი არიან პრემიერაზე", - განაცხადა მან და ახალი გამოაშკარავებების სერიას დაგვპირდა. მისი თქმით , "ახალი მონაცემები ყოველდღიურად მოდის. დღეს ისინი აუცილებლად გახმოვანდება".

კონოვალიუკი როგორც ჩანს მართალაც აპირებს პრემიერაზე, მორიგი "სახელმწიფოებრივი საიდუმლოს" გათქმას. უკრაინის სახელმწიფოებრიობის სპეციფიკა ასეთია, რომ გახდეს ცნობილი ჩვენებამდე დიდი ხნით ადრე. სამხრეთ ოსეთში დეპუტატმა მიიღო შეტყობინება იმის თაობაზე, რომ აგვიტოს ომში , საქართველოს მხარეს მონაწილეობას იღებდა 15-ზე მეტი უკრაინელი. საუბარია ვიღაც "საომარ სპეციალისტებზე". დეპუტატმა ცხინვალიდან ჩამოიტანა მათი საპასპორტო მონაცემები და ვიდეოჩანაწერები, რომელიც ადასტურებს მათ "კონფლიკტში მონაწილეობას".

კონოვალიუკი ბოლო პერიოდში "ნარინჯისფერი" პრეზიდენტის მთავარი შიდა მტერი გახდა. აგვისტოში დეპუტატი სათავეში ჩაუდაგა უმაღლესი რადას კომისიას, რომელიც უკრაინული იარაღის საქართველოში მიწოდებას იძიებს. მას შემგომ პრეზიდენტის მისამართით ბრალდებებმა იმატა. კომისისამ დაადანაშაულა იუშენკო იარაღის საბაზროზე 3-ჯერ ნაკლებ ფასად გაყიდვაში. მოუსვენარმა დეპუტატმა ამოჩიჩქნა პრეზიდენტის პირადი განკარგულებებიც საომარი მორიგეობიდან შეიარაღების მოხსნაზე და მათ დაუყოვნებლივ საქართველოში გაგზავნის თაობაზე. კონოვალიუკის გათვლებით, იუშენკოს და სააკაშვილის მეგობრობამ უკრაინას დაახლოებით ნახევერი მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100