RSS
на русском en in english
29.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

გაზი არ გაძვირდება? საქართველოში ამის ნაკლებად სჯერათ

18.11.2008  |  09:57

1/7/1/71.jpegსაქართველოს მთავრობამ გაახმოვანა ინფორმაცია უახლოესი 5 წლის მანძილზე აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მოწოდების შესახებ ძალზედ მნიშვნელოვანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ და განაცხადა, რომ საქართველოში ბუნებრივი აირის ფასი ალბათ არ მოიმატებს.

ხელისუფლებასთან დაახლოვებული ექსპერტები ამ ოპტიმისტურ განცხადებას ადასტურებენ, თუმცა აქვე აზუსტებენ,რომ „უახლოეს მომავალში არ არის მოსალოდნელი ".

თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის კონტრაქტის პირობები უცნობი რჩება, ხოლო ქართული მედია გაზზე „ფიქსირებული ფასების" და აზერბაიჯანული კომპანია სოკარის მიერ საქართველოს გაზ-მომარაგების სისტემის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული გეგმების გარდა არაფერს იუწყება.

ამასთანავე აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ცნობებს,რომლის მიხედვითაც „სოკარი" რომელმაც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით მემორანდუმს მოაწერა ხელი, ქართულ ბაზარზე აქტიური მოღვაწეობის შესაძლებლობა ღებულობს.

მემორანდუმის თანახმად „სოკარი" პროექტის რეალიზაციისათვის შვილობილ საწარმოს ხსნის, რომელიც ქვეყნის ხელისუფლების მიერ განსაზღვრულ, გაზის მომხმარებელ ჯგუფებს უზრუნველყოფს (სოციალურ ჯგუფებს).

საინფორმაციო სააგენტო „ტრენდი"-ს ინფორმაციით, „ქართული მხარე ხუთი წლის განმავლობაში მიჰყიდის „სოკარი"-ს შვილობილ საწარმოს გაზს, ფიქსირებულ ფასად. აღნიშნულ გაზსს სამი წყაროდან მიიღებს: რუსული და აზერბაიჯანული (სამხრეთ-კავკასიის მილსადენის) ტრანზიტიდან და აგრეთვე აზერბაიჯანული საბადოს „შახ დენიზი"-ს კომერციული გაზი. „სოკარი"-ს შვილობილი საწარმო, თვის მხრივ ვალდებულებას იღებს საქართველოს სოციალურ ჯგუფებს შეუფერხებელი მოცულობით მიაწოდოს ბუნებრივი აირი". იგი მიიღებს აზერბაიჯანულ გაზს 892 მილიონი კუბამეტრის მოცულობით,რომლის ფასიც საინფორმაციო სააგენტო "Day.az"-ის ცნობით, ათს კუბამეტრზე 527 დოლარს შეადგენს.

ეკონომიკური საკითხების ექსპერტი ნიკო ორველაშვილი, გაზეთ „Georgia Times"-თან, ინტერვიუში აღნიშნული სიტუაციის კომენტირებისას აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ბაქოში ხელმოწერილ მემორანდუმზე საუბრისას გაზის ფასს საერთოდ არ შეხებია, მან მხოლოდ იმედი გამოთქვა, რომ აირზე ფასი შესაძლოა არ გაიზარდოს. ამიტომ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებას, გაზზე ძველი ფასების შენარჩუნების თაობაზე, ექსპერტი ისეთივე არადამაჯერებელს უწოდებს, როგორიც ნაციონალური ვალუტის მკვეთრი ვარდნისას საქონელსა და მომსახურეობაზე ძველი ფასების შენარჩუნების დაპირება იყო.

უკანასკნელ დღეებში საქართველოში ფასები მკვეთრად გაიზარდა. გაძვირდა კვების პროდუქტები და სხვა საქონელი. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ მათ საქონელი დოლარში შეიძინეს და როცა ამერიკული ვალუტა გაძვირდა, მათ არ შეუძლიათ ფასები არ გაზარდონ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში იზარალებენ. სააფთიაქო ქსელში ეს ყოველივე ყველაზე იაფფასიან მედიკამენტებზეც აისახა. ამგვარად 10 აბი „რაუნატინი",რომელიც რამდენიმე დღის წინ 15 თეთრი ღირდა,დღეს უკვე ორჯერ გაძვირდა.

. „არის კიდევ საკითხის მეორე მხარე. თუ კრემლი საქართველოს სრულ იზოლაციაში მოქცევას აუცილებლად ჩათვლის, რაშიც მე პირადად ეჭვი არ მეპარება. ისინი აუცილებლად იპოვნიან ისეთ ბერკეტს, რომლითაც აზერბაიჯანზე იმოქმედებენ. აზერბაიჯანიც შეწყვეტს საქართველოსათვის გაზის მოწოდებას"-აღნიშნა ორველაშვილმა.

მისი სიტყვებით აზერბაიჯანი თავად ავსებს ბუნებრივი აირის დეფიციტს რუსეთიდან და თუ ეს მოწოდება აღარ იქნება ასეთ შემთხვევაში აზერბაიჯანს საქართველოსათვის გაზის მიწოდებაზე უარის თქმა მოუწევს.

აზერბაიჯანული სააგენტოს მიერ დასახელებულ ფასზე - 527 დოლარი ათას კუბურ მეტრზე, ეჭვი გამოთქვა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100