RSS
на русском en in english
16.12.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ევროპამ სააკაშვილის არ შეისმინა

18.11.2008  |  14:55

საქართველო, რუსეთთან განცდილი საომარი მარცხის შემდეგ, საინფორმაციო ომშიც ფიასკოს განიცდის. რასაც სულ უფრო ხშირად აღნიშნავენ ქართული გაზეთები. 14 ნოემბერს, ნიცაში გამართულმა ევროკავშირი- რუსეთის მოლაპარაკებებმა და ვაშინგტონში შემდგარმა „დიდი ოცეულის" შეხვედრამ, მოსკოვის პოზიციები კიდევ უფრო გაამყარა. ხოლო სააკაშვილის მორიგი PR-გამოხტომები მოსკოვის მისამართით, ამ ორი მსოფლიო მნიშვნელობის შეხვედრის შემდეგ უდაბნოში მღარადებლის ხმას უფრო ჰგავდა.

1/7/2/72.jpegრუსეთ-ევროკავშირის სამიტამდე, საქართველოს პრეზიდენტი პარიზში გაემგზავრა. სააკაშვილი მის მეგობარ სარკოზისთან შეხვედრაზე დიდ იმედებს ამყარებდა. ამ უკანასკნელმა დროულად შეაჩერა, რუსეთის ფედერაციის ოპერაცია, საქართველოში მშვიდობის იძულებით დამყარების მიზნით (ჯარები თბილისიდან 30კმ.-ში შეჩერდნენ), რის შემდეგაც სამხედროებმა სიტუაციის განმუხტვა დიპლომატებს მიანდეს.

ოთხი თვის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება, საფრანგეთის მეთაურის მოქმედებებით გამოწვეულ უკმაყოფილებას არ მალავდა. სარკოზიმ აღიარა,რომ მოსკოვმა სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო გეგმის პირობები შეასრულა და ევროკავშირი-რუსეთის მოლაპარაკებების განახლებას დაეთანხმა. მეტიც, ცოტახნის წინ „მეგობარმა სარკოზიმ" „გადატვირთული გრაფიკის" გამო „მეგობარ სააკაშვილს" შეხვედრაზე უარი უთხრა.

შედეგად, საქართველოს პრეზიდენტის პოზიციები კიდევ უფრო შესუსტდა. სამიტამდე ცოტა ხნით ადრე, ეუთო-ს ყოფილმა თანამშრომლებმა რაიან გრისტმა და სტივენ იანგმა თავისი პუბლიკაციებით გააქარწყლეს დასავლეთში დამკვიდრებული აზრი, იმის შესახებ, რომ პატარა საქართველო დიდი და აგრესიული რუსეთის მსხვერპლი გახდა. ზემოთ მოხსენიებული ბატონები, აგვისტოს მოვლენების თვითმხილევლები არიან. მათ თავიანთ ოფიციალურ მოხსენებებშიც დაადასტურეს,რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო,მაგრამ დასავლეთი მაშინ ამაზე თვალს ხუჭავდა. თბილისმა რათქმაუნდა აქაც „მოსკოვის ხელი" დაინახა.

პრესკომფერენციაზე, რომელიც ქართული მხარისათვის უსიამოვნო აღიარებებს მიეძღვნა, სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განაცხადა: „რუსული მედიისათვის ძალიან დიდი თანხა გამოიყო, საქართველოს წინააღმდეგ კამპანიის ჩასატარებლად. საამისოდ სპეც-სამსახურებმა დაშინების და შანტაჟის მექანიზმები აამუშავეს". იაკობაშვილის განაცხადებით ის არ ამტკიცებს, რომ რუსეთმა The New York Times-ს და სხვა გაზეთებს ფული დადაუხადა „მაგრამ ბატონ გრისტსთან და იანგუსთან მაინც იბადება შეკითხვები. . .". ამრიგად, სააკაშვილს პარიზში სარკოზისთან შეხვედრაზე წასვლა, ახალი რეალობის გათვალისწინებით მოუწია. უნდა ითქვას, რომ ამ რეალობას საქართველოს პრეზიდენტის რიტორიკაზე არ უმოქმედია. შეხვედრის წინ გაზეთთან "Figaro" ინტერვიუში საქართველოს პირველმა პირმა გაიმეორა, რომ „7 აგვისტოს მიღებულ გადაწყვეტილებას, არ ნანობს, რადგან რამდენიმე თვის მანძილზე რუსეთის პროვოკაციები, სწორედ ომის დაწყებისკენ იყო მიმართული".

ფრანგული რადიოს " France Inter " ეთერით სააკაშვილმა ევროპას მოუწოდა: „კარგად უნდა გავცნობიეროთ, რომ იმ მომენტიდან, როცა რუსეთმა ეს ზღვარი გადმოკვეთა (აგვისტოს მოვლენები), როცა მან დაიწყო სხვა ქვეყნების დაპყრობა, ეს ასე იოლად არ შეწყდება და ეს გაგრძელდება".

იგივე გაიმეორა საქართველოს პრეზიდენტმა სარკოზისთან შეხვედრაზეც და საქართველოს ევროპის ყურადღების სფეროში დარჩენა მოითხოვა. სააკაშვილმა ფრანგ კოლეგას მოუწოდა რუსეთისა და ევროკავშირის დიალოგი არ განეახლებინა".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100